ავტოსპორტი. დაკარი 2013
ავტომარათონ დაკარზე მესამე ეტაპი გაიმართა. რალი-რეიდის მონაწილეები კვლავაც პერუს ტერიტორიაზე არიან და მათ 243 კილომეტრის დაფარვა მოუწიათ.

ეტაპის წინ ლიდერი იყო ლეგენდარული ესპანელი კარლოს საინსი. შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპის შემდეგ პირინეელი მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ესპანელს 21 წუთი და 26 წამი დაუბრუნეს მომსახურე პერსონალის არაკორექტული მუშაობის გამო. შესაბამისად, საინსი გენერალური კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე დაბრუნდა.

თუმცა მესამე ეტაპზე კარლოსმა ტრასა არც ისე კარგად გაიარა და გამარჯვებულს მთელი ნახევარი საათით ჩამორჩა, რაც საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითებად დაუჯდა.

მესამე ეტაპი კი ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ მოიგო, რისი წყალობითაც მან საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მასზე წინ მხოლოდ ფრანგი სტეფან პეტერანსელია, რომელიც ეტაპზე მესამე მივიდა ფინიშთან. მეორე დრო ამერიკელ რობი გორდონს ეკუთვნოდა, თუმცა საერთო ჩათვლაში მისი ჩამორჩენა ძალიან დიდია.

არ გაუმართლა გენერალურ კლასიფიკაციაში სამეულის პრეტენდენტს, პოლონელ კშიშტოფ ჰოლოვჩიკს: ის სერიოზულ ავარიაში მოხვდა და ბრძოლა შეწყვიტა.

საერთო ჩათვლა

1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 5:34.26; 2. ნასელ ალ-ატიია (Buggy) - +6.33; 3. ლუსიო ესეკიელ ალვარესი (Toyota) - +18.11; 4. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +21.10; 5. კარლოს საინსი (Buggy) - +21.16; 6. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +30.22...

მოტოციკლების კლასში პირველ ორ ეტაპზე არც ისე კარგად მიდიოდა ფავორიტი საჯინიბოს - KTM-ის საქმეები, რითაც მაშინვე ისარგებლეს კონკურენტებმა, თუმცა მესამე ეტაპის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ახლა გენერალურ კლასიფიკაციას ლოგიკური და პროგნოზირებული ლიდერი ჰყავს.

შესანიშნავი ტემპი განავითარა მოქმედმა ჩემპიონმა, ფრანგმა სირილ დეპრემ, რომელმაც არა მარტო გააბათილა რვაწუთიანი ჩამორჩენა, არამედ გენერალურ კლასიფიკაციას ჩაუდგა სათავეში და უახლოეს მდევარს - ასევე KTM-ის წევრს ფრანსისკო ლოპესს თითქმის სამ წუთს უგებს. არადა, საინტერესო ის არის, რომ დეპრემ ვერ შეძლო ეტაპის მოგება - ის მხოლოდ მესამე იყო ლოპესისა და პაულო გონკალვეშის შემდეგ.

რაც შეეხება გენერალური კლასიფიკაციის წინა ლიდერს, ხოან ბარედა ბორტს, მან ძალიან ბევრი წააგო და ტოპ-ოცეულის ბოლოში აღმოჩნდა.

საერთო ჩათვლა

1. სირილ დეპრე (KTM) - 6:15.03; 2. ფრანსისკო ლოპესი (KTM) - +2.51; 3. პოლ ანდერს ულევალსეტერი (KTM) - +4.59; 4. ოლივიე პენი (Yamaha) - +6:03; 5. დავიდ კასტო (Yamaha) - +6.08; 6. ხერემიას ისრაელ ესკერე (Honda) - +6.19...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დაკარის ლეგენდა სტეფან პეტერანსელმა მოგებით დაიწყო

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის