ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გორდიას კვანძი - გამოდის, კურტანიძე მეორე სააკაშვილი ყოფილა?

გორდიას კვანძი - გამოდის, კურტანიძე მეორე სააკაშვილი ყოფილა?

8 იანვარს ლუკა კურტანიძემ მწვრთნელთა ახალი კორპუსი წარადგინა, რასაც წინ დიდი ვნებათაღელვა - ჩხუბი, აყალმაყალი, გინება და სასწრაფოს გამოძახება უძღოდა

8 იანვარს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ საზოგადოებას მწვრთნელთა ახალი კორპუსი წარუდგინა.

თუმცა ამ ყველაფერს წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა - იყო ჩხუბი, აყალმაყალი, გინება და გაწევ-გამოწევა, ფედერაციის ერთ-ერთ ძველ ხელმძღვანელს კი სასწრაფოს გამოძახებაც დასჭირდა ნერვულ ფონზე განვითარებული გულის შეტევის გამო.

საბოლოოდ ფედერაციამ სამივე ასაკობრივ ნაკრებში უკლებლივ ყველა მწვრთნელი შეცვალა და მათ ნაცვლად ახლები მოიყვანა, ოღონდ ჯერ მხოლოდ შემცვლელებად, ერთწლიანი ვადით, წლის ბოლოს კი გადახედავს მათ ნამუშევარს და კონტრაქტის გაგრძელებაზე, ანუ საბოლოო დანიშვნაზე ამის შემდეგ იმსჯელებენ.

ამდენად, ეროვნულ ნაკრებში ზაზა თურმანიძეს მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი შეცვლის, რომელსაც ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით პოღოსიანი და ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრე კახნიაშვილი დაეხმარებიან.

ახალგაზრდულ ნაკრებში ნუგზარ სხირელს მისივე შეგირდი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის მედალოსანი გიორგი გოგშელიძე შეცვლის. მას სხირელის კიდევ ერთი შეგირდი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ოთარ თუშიშვილი და დავით ოთიაშვილი გაუწევენ კონსულტაციებს.

ჭაბუკთა ნაკრებში ამიერიდან, თამაზ ბენდიანიშვილის ნაცვლად, საბერძნეთიდან დაბრუნებული ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი იმუშავებს, სამწვრთნელო შტაბში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გელა საღირაშვილი და გიორგი იანტბელიძე შედიან.

აქვე გეტყვით, რომ 8 იანვარს მხოლოდ თავისუფალ სტილში მოჭიდავე ნაკრებთა საკითხი განიხილეს, ბერძენ-რომაელებისა კი სამსჯავროზე არ გამოუტანიათ - მას 11 იანვარს დანიშნულ პრეზიდიუმის მორიგ სხდომაზე განიხილავენ. თუმცა მოგვიანებით უარყო ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჰქონდა კონსულტაციები სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომელსაც რომან რურუა ხელმძღვანელობს და ცნობილ ვეტერანებთან.

8 იანვარს გამართული შეხვედრის პირველი, ანუ ყველაზე ხმაურიანი ნაწილი მედიისთვის დახურული იყო. გარედან რაც ჩანდა, აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი დათხოვნილი მწვრთნელების გარდა, ნაკრების დღევანდელი წევრებიც იყვნენ. ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, ისე წყვეტენ ჩვენს ბედსო, ამბობდნენ ისინი.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბერძენ-რომაელები უფრო აქტიურობდნენ - ისინი წინასწარ აპროტესტებდნენ მათთან მოსახდენ ანალოგიურ ცვლილებებს.

ჟურნალისტები მხოლოდ პრესკონფერენციას დაგვასწრეს, რომელიც კურტანიძემ გახსნა:

"მთელ ქვეყანაში მოხდა ცვლილება და საჭიდაო ოჯახშიც ამავე კურსით ვაგრძელებთ. რეფორმები აუცილებელია, მით უფრო 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, როცა ცვლილებები არ ტარდებოდა.

ამ 20 წლის განმავლობაში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, პროფესიული თვალსაზრისით კი, არსებული ნაკლოვანებების დასანახად აუცილებელია ცვლილებები, რათა 1-2 ოქროს კი არ დავჯერდეთ, არამედ ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც ბევრად უკეთესი შედეგი გვქონდეს.

თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მწვრთნელების 20-წლიან გამოცდილებას ეს ბიჭები აუცილებლად გაიზიარებენ ქართული საჭიდაო სკოლის საკეთილდღეოდ".

კურტანიძემ ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კითხვას, უნდა წარედგინა თუ არა ეს კანდიდატები პრეზიდიუმისთვის დასამტკიცებლად, უპასუხა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, მოვალეობის შემსრულებლები თავად დანიშნოს.

პრესკონფერენციაზე არანაკლები ინტერესი გამოიწვია ბერძნულ-რომაულ ნაკრებში მოსალოდნელმა ცვლილებამ. კურტანიძე დაგვპირდა, რომ არაუგვიანეს ერთ თვეში ეს საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება, თუმცა აქ ჩნდება კითხვა - ევროპის პირველობა თბილისში 19 მარტს იწყება, ჩვენებს კი მიზანმიმართული მზადება ჯერაც არ დაუწყიათ.

ვადა უკვე დაგვიანებულია, ხოლო ერთი თვის მერე, თუ კიდევ ასე მკვეთრად შეიცვლება ყველაფერი, ეს სასიკეთოდ არაფერს წაადგება.

კურტანიძეს ისიც ვკითხეთ, რას იზამს პრეზიდიუმის ურჩობის შემთხვევაში და პასუხად მივიღეთ, რომ მაშინაც გამოიყენებს თავის უფლებას და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა დასძინა, განსახილველად აუცილებლად წარვუდგენო! ამასთან, ისიც თქვა, რომ პრეზიდიუმის გაურჩებას ნაკლებად ელოდება, ხოლო შედეგზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს.

კიდევ ერთი საინტერესო თემა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება იყო. კურტანიძემ გვითხრა, რომ 15 იანვარს გუნდები უკვე დაიწყებენ შეკრებას ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში".

გასაგებ მიზეზთა გამო ამჯერად მხოლოდ "თავისუფალთა" გეგმებზე თუ გეტყვით, თუმცა ჯერჯერობით ბევრი ვერც მინდორაშვილმა გვითხრა... მისი თქმით, ევროპის პირველობამდე ორ ტურნირში გამოვლენ, მაგრამ ჯერ ვერ გვითხრა, კონკრეტულად სად იჭიდავებენ.

საეჭვოა, ჩვენებმა 25-27 იანვარს კრასნოიარსკში გასამართ ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველ ტურნირში მოასწრონ გამოსვლა - ჯერ ერთი, მაგ დროს შეკრებაზე იქნებიან და მეორეც - დროის ასე მცირე მონაკვეთში საბუთების გაფორმებასაც ვერ მოასწრებენ. მით უფრო - რუსეთ-საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ რეჟიმში. ადრე ჩვენებს იქ სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებით არ უშვებდნენ.

არადა, მთელი საჭიდაო ელიტა იქ იკრიბება და ჩვენებისთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა.

პრესკონფერენციის დასასრულს ზაზა თურმანიძეს, ნუგზარ სხირელს და რევაზ მინდორაშვილს გავესაუბრეთ. პირველ ორს მომხდარზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ, მით უფრო - სხირელი აქტიურად შეეწინააღმდეგა საკადრო ცვლილებებს და ქარიშხლის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა. ახალდანიშნულ მწვრთნელს კი ნაკრების უახლოეს სამომავლო გეგმებზე დავეკითხეთ.

ზაზა თურმანიძე:

"მთავარი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაა, ხოლო რასაც კურტანიძე ამბობს, მე მქონდა ამის უფლებაო, ეს მოგონილი ფარსია.

ეგ თუ იმას ამბობს, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება აქვს და მსოფლიოს, ოლიმპიურ, ევროპის ჩემპიონებს არაფერი უნდა ჰკითხოს, ეს უკვე სხვა თემაა.

მე გავაგრძელებ მუშაობას და ვეცდები, რაც შეიძლება, მეტი მედალი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას".

ნუგზარ სხირელი:

"რაც მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. პრეზიდენტი, რომელიც ფედერაციის ობიექტურად მართვის მაგალითი უნდა იყოს, საპირისპირო მაგალითს გვაძლევს.

მას დებულება გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების უფლებას არ აძლევს, ამ განცხადებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. გამოდის, კურტანიძე მეორე სააკაშვილი ყოფილა.

რატომ ვიყავით ძველი დროის უკმაყოფილო, თუ ყველაფერი ისევ ისე განმეორდება?

დანებებას და გაჩერებას არ ვაპირებ. წინა ოლიმპიადაზე საქართველოს ორი ბრინჯაოს მედალი, ახლა კი თითო ოქრო და ვერცხლი მივეცი, თუმცა ის როგორი ვერცხლიც იყო, მთელმა მსოფლიომ ნახა.

ამასთან, ახალგაზრდულ ნაკრებში ამდენწლიანი მუშაობისას ერთი სეზონი არ ჩამიგდია, ჩემი მოსწავლეებიდან სამი ოლიმპიურ ნაკრებში წამყვანი ფალავანია და ლონდონში მედლებიც მოიპოვეს. ამ ყველაფერს კი ანგარიში არ უნდა გაეწიოს და ამდენი მწვრთნელის მიღწევა ერთი კაცის ხუშტურზე უნდა იყოს დამოკიდებული?"

რევაზ მინდორაშვილი:

"ნაკრების დაკომპლექტებისას საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დავეყრდნობით, რადგან უკვე გარკვეულია მედალოსნები. შეკრებაზეც ისინი წავლენ, ანუ წონაში 4-4 კაცი.

ნაკრების უახლოეს გეგმებზე სხვა მწვრთნელებთან მოვითათბირებთ და უფრო დეტალურად მერე გაგაცნობთ".

გორდიას კვანძი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Maxo

ნოდარ, სპორტსმენებს მოწონთ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი. პირიქით, ვხედავ რომ დაპირისპირების ნიშნებია და ეს ძალიან არ მომწონს. ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი გამჭვირვალობა. ლოკას, როგორც ფედერაციის თავმჯდომარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საქმეს სათანადოდ გაართმევს თავს, ხალხს პროფესიული ნიშნით დააწინაურებს და არა მხოლოდ ლოიალობის კუთხით (როგორც ამას ნაციონალების დროს აკეთებდნენ)

• Maxo

ჩემო ბადრი, მე უბრალო გულშემატკივარი ვარ და ფედერაციაში მისვლა არ უნდა მჭირდებოდეს, რომ მათი ხედვები გავიგო. ამისათვის ფედერაციაში უნდა არსებობდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ან მსგავსი რამ, და გულშემატკივრებს რეგულარულად უნდა აწვდიდნენ ზოგად ინფორმაციას - მე არ ვამბობ დეტალებზე. სამწუხაროდ მსგავსი რამ არ შეინიშნება. თორემ წარმოიდგინე, ყველა გულშემატკივარი რომ მიდიოდეს ფედერაციაში ელემენტარული ინფორმაციის გასაგებად, რა რიგები დადგებოდა :)

• badri

მახო მიბრძანდი ფედერაციაში და ყველაფერს გაგაცნობენ რა და როგორ იქნება !

• nodo

მახო პროგრამაც აქვს და დზალიან კარგათ გატვლილი გეგმებიც და ტუ დზალიან გაინტერესებს შეგიდზლია მიბდზანდე ფედერაციაში და იქ გაგაცნობენ ყველაფერს კონკრეტულად რა და როგორ იქნება რაც ყველაზე მტავარია თვითონ სპორცმენებს ძალიან მოწონთ ლუკას პროგრამა და თუ ძველ ტრენერებს ჯიბე შეუთხელდებათ ეს თავიანტი საქმეა !!

• Maxo

მაინტერესებს, ლუკა კურტანიძეს აქვს ჭიდაობის განვითარების ეროვნული პროგრამა? ან დეტალური ხედვა მაინც? ან აპირებს ასეთი ხედვის სტრატეგიისა და პროგრამის შემუშავებას? თუ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები? წინა მთავრობას ხომ ამას ვაბრალებდით, ახალი უკეთესი არ უნდა იყოს?!

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა