ესპანეთის თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში "მალაგამ" მესამე დივიზიონის "ეიბარს" 4:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
მანუელ პელეგრინის "მალაგა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უპრობლემოდ.

ბასკურ "ეიბართან" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხოს დასრულებამდე 16 წუთით ადრე მესამე დივიზიონის გუნდი 1:0-ს იგებდა! გოლი "ეიბარის" გამოცდილმა ნახევარმცველმა რუბენ აროიომ გაიტანა.

"მალაგას" პასუხი ნაგვიანები, მაგრამ ეფექტური იყო - ანდალუსიელებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს.

ბენეფისი მოიწყო 24 წლის არგენტინელმა დიეგო ბუონანოტემ, რომელიც ესპანურმა მედიამ "პალერმოში" იჯარით გადასულად ნაადრევად შერაცხა - დიეგომ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მატჩის ბოლოს (გოლის გატანისას) სერიოზული ტრავმა მიიღო. სხვა გოლები სება ფერნანდესის და ფრანსისკო პორტილიოს ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ მედიას მწვრთნელები წარუდგნენ:

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ძალიან მაგარი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენც სათანადოდ დავუხვდით. გუნდში ერთ ფეხბურთელსაც არ უფიქრია, რომ იოლი გასეირნება ელოდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ "ბილბაოს" გამგდები გუნდი საპასუხო მატჩშიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. პირველ ტაიმში კრეატიულობა გვაკლდა, მეორეში კი მიზანს მივაღწიეთ".

გაისკა გარიტანო (ეიბარი): "70 წუთზე მეტს ვუგებდით ჩემპიონთა ლიგის წარმატებულ გუნდს! ამაყი ვარ. ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ კლასმა ბოლოს თავისი გაიტანა. შინ ხელცარიელები, მაგრამ თავაწეულები ვბრუნდებით".

"მალაგა" მეოთხედფინალშია და დიდი ალბათობით, "ბარსელონას" შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად 2:0 მოუგო "კორდობას" (ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა).

ასევე იხილეთ:

უეფამ "მალაგას" წითელი აუნთო - 4 სეზონი ევროთასების გარეშე

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა