პაუ გასოლის, დუაიტ ჰოვარდისა და ჯორჯ ჰილის გარეშე "ლეიკერსმა" ჰიუსტონში 125 ქულა და ზედიზედ მეოთხე მარცხი მიიღო
პაუ გასოლის, დუაიტ ჰოვარდისა და ჯორჯ ჰილის გარეშე "ლეიკერსმა" ჰიუსტონში 125 ქულა და ზედიზედ მეოთხე მარცხი მიიღო.

თუმცა მატჩი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო - კალიფორნიელებმა 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დებიუტში "ჰიუსტონი" ოდნავ მოშვებული ჩანდა, თუმცა შემდეგ ერთი მეოთხედი იკმარა სიტუაციის გამოსასწორებლად. ამას მოჰყვა მესამე მეოთხედში გაქცევა, რომელმაც განსაზღვრა ამ მატჩში ფავორიტი.

თავისი სამი მაღალის გარეშე "ლეიკერსმა" წააგო ფარქვეშ ბრძოლა (44:60). კალიფორნიელთა რიგებში არ აღმოჩნდა მოთამაშე, რომელიც შეძლებდა ჰარდენის, დელფინოსა და ლინის შეჩერებას. ძირითადად, სწორედ ამ ტრიომ უზრუნველყო "როკეტსის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება.

საერთო ჯამში, კევინ მაკჰეილის გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და არავის შეპარვია ეჭვი, რომ მასპინძლები ხელიდან გაუშვებდნენ მოგებას. დასუსტებულ "ლეიკერსს" კი წინ აქვს გასვლითი მატჩი "სან ანტონიოსთან" და საშინაო დაპირისპირება "ოკლაჰომასთან".

"ჰიუსტონისა" და "ლეიკერსის" მატჩში კალიფორნიული კლუბის ძირითადმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც კარიერაში 10-ათასიან ზღვარს გადააბიჯა.

ამ მომენტისთვის, კანადელ მცველს 10005 შედეგიანი პასი აქვს. ძალიან მალე ნეში უნდა დაეწიოს "ლეიკერსის" ლეგენდას მეჯიქ ჯონსონს, რომელმაც კარიერაში 10141 გადაცემა მიითვალა.

თუ ნეშის დღევანდელ ტემპს გავითვალისწინებთ, მას დაახლოებით 16 მატჩი დასჭირდება მეჯიქის გასასწრებად.

ყველა დროის სიაში, ნეშის წინ მხოლოდ ოთხი მოთამაშეა. შედეგიანი პასების სიაში ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ჯონ სტოქტონი 15 806

2. ჯეისონ კიდი 11 969

3. მარკ ჯექსონი 10 334

4. მეჯიქ ჯონსონი 10 141

5. სტივ ნეში 10 005

ჰიუსტონი-ლეიკერსი 125:112

28:34, 31:28, 38:26, 28:24

ჰ: ჰარდენი (31+6 მოხსნა+9 პასი), პარსონსი (20+5 მოხსნა), ლინი (19+6 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), დელფინო (19+6 მოხსნა), დაგლასი (11+5 მოხსნა).

ლ: უორლდ პისი (24+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბრაიანტი (20+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ნეში (16+5 მოხსნა+10 პასი), მორისი (12), მიქსი (12), საკრე (10+4 დაფარება).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს