ჰელდტმა აფელაის შემცვლელს კიევში მიაგნო?

"შალკემ" ეს სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ პირველი წრის მიწურულს აურია, მწვრთნელიც შეუცვალეს და 17 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.

როგორც იცით, გელზენკირხენული კლუბის ახალი დამრიგებელი იენს კელერია, რომელზეც "შალკეს" შეფებმა დიდი იმედები დაამყარეს, მაგრამ ჯერჯერობით "გვირაბის ბოლოს სინათლე" არ ჩანს.

მართალია, კელერს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, მაგრამ "ბაიერნთან" ამხანაგურ მატჩში 0:5-ზე განადგურება გელზენკირხენში მაინც ძალიან მტკივნეულად აღიქვეს.

იბრაჰიმ აფელაის და კრისტოფ მორიტცის ტრავმებზე ამას წინათაც ვწერდით და 9 იანვარს გუნდთან ერთად ვარჯიში ვერც მარკო ჰიოგერმა, კრისტოფ მეტცელდერმა, ჯერმეინ ჯონსმა და ჯოელ მატიპმა შეძლეს. თუმცა მათი ტრავმები სერიოზული არაა. აი, მორიტცი (4-5 კვირა) და აფელაი (მინიმუმ ორი თვე) კი გუნდს დიდხანს ვეღარ დაეხმარებიან.

"კიკერის" ინფორმაციით, "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი კიევის "დინამოს" ბრაზილიელი წინახაზელის, რაფაელის გადაბირებაზე ფიქრობს და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს (110 მატჩი პირველ და 30 მატჩი მეორე ბუნდესლიგაში, "ჰერტას" რიგებში), სეზონის ბოლომდე ინათხოვროს.

რაც შეეხება მიზნებს: "ბაიერნთან" ძალიან ცუდად ვითამაშეთ და იმედია, შეცდომებზე ვისწავლით. სეზონის მეორე ნახევარში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება," - უთხრა კელერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კლაას-იან ჰუნტელაარი "შალკეში" რჩება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა