"სტადიო ოლიმპიკოზე" რომაელებმა "კატანიას" უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლი მიართვეს
რომ ვთქვათ, ვლადიმირ პეტკოვიჩმა კრიზისში მყოფი "ლაციო" ჩაიბარა და ერთიანად გარდასახაო, არ ვიქნებით მართალნი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის ხელში რომაული გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს.

შესაძლოა, ეს უფრო შედეგებზე ითქმის, ვიდრე თამაშის სანახაობრივ მხარეზე, მაგრამ მწვრთნელის მუშაობა რომ სწორედ შედეგებით ფასდება, ცხადზე უცხადესია.

"ბიანკოჩელესტე" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, იტალიის თასზე კი ნახევარფინალშია გასული.

დიახ, პირველი მეოთხედფინალური ჯახი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, რომაელებმა "კატანიას" უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლი მიართვეს.

მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს, სტეფან რადუმ კი თავური დარტყმით ბურთი კარის ბადეში გაახვია.

მეორე ნახევარში ერნანესმა გაიბრწყინა და ორი მეტად ეფექტური გოლი გაიტანა - პირველ შემთხვევაში, რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააბოლოვა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და სოლო-რეიდი ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა.

დედაქალაქელებს კიდევ ბევრჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მოკლედ, "ლაციომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

მატჩის შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩმა შეგირდები შეაქო:

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა. ვშიშობდი, რომ ფეხბურთელები სათასო პაექრობისთვის სათანადოდ ვერ განეწყობოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

"ბიანკოჩელესტე" დიდი ტრადიციების გუნდია, მაგრამ მეორე მხრივ, ტიფოზები ტროფეებით განებივრებულნი არ არიან - ამიტომ თითოეულ გათამაშებას და თითოეულ პაექრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, რომ საუკეთესო "ლაციო" ჯერ კიდევ არ გვინახავს - გაზაფხულზე ფორმის პიკზე ავალთ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

იტალიის თასი. 1/4-ფინალი

ლაციო-კატანია 3:0

გოლები: 1:0 რადუ (30), 2:0 ერნანესი (61), 3:0 ერნანესი (90).

ლაციო (4-5-1): ბიძარი - კავანდა (78. ბროკი), ბიავა, ცანა, რადუ (86. სიანი) - ლედესმა, გონსალესი, ერნანესი, კანდრევა (67. კონკო), ლულიჩი - ფლოკარი.

კატანია (4-3-3): ფრიზონი - კაპუანო (84. რიკიუტი), ლეგროტალიე, ბელუში, როლინი - ალმირონი, ისკო, ლოდი - ბარიენტოსი (68. კასტრო), გომესი, ბერგესიო (84. დუკარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომის "ლაციოს" კაპიტანმა ტომაზო როკიმ კლუბის დატოვების შესახებ გამოაცხადა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა