ესპანეთში ზამთრის შეკრებაზე მყოფმა არნემის "ვიტესმა" პირველი საკონტროლო მატჩი ადგილობრივ "ორიუელასთან" ჩაატარა

ზამთრის შეკრებაზე მყოფმა არნემის "ვიტესმა" პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

ჰოლანდიური კლუბი ესპანეთში ემზადება და ამხანაგურად ადგილობრივ "ორიუელას" დაუპირისპირდა. "ვიტესმა" მეტოქეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 7:0 სძლია.

ერთი გოლი არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ანგარიში 2:0 გახადა.

Video

გურამ კაშიას გოლი ესპანურ შეკრებაზე

მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელსაც მიმდინარე სეზონში არნემელთა მთავარი გუნდის შემადგენლობაში ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.

იმედია, სეზონის მეორე ნახევარში მას თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. ესპანელებთან სპარინგში ყაზაიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ჩვენთვის საინტერესო საკონტროლო მატჩი გაიმართა ორ თურქულ კლუბს შორის - შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორს" შეხვდა.

შეგახსენებთ, არველაძე "ქაისერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელია და "ქაშიმფაშას" სეზონის მსვლელობისას მიაშურა.

არველაძის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა, ხიზანიშვილმა კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰოლანდიის ერედივიზიეცა და თურქეთის სუპერლიგაც 18 იანვარს განახლდება. ამ დღეს "ქაშიმფაშა" სტამბულურ დერბიში ჩემპიონატის ლიდერ "გალათასარაის" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
გურამ კაშია - საუკეთესო ქართველი ლეგიონერი!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა