ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინეთის ტურნირში, წყვილებში ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნთან ერთად, ორი ეტაპი დაძლია
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, როგორც გაუწყეთ, ჩინური გუანჩჟოუს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) მონაწილეობს.

ერთეულებში იგი სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას, წყვილებში კი ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნთან ერთად ორი ეტაპი დაძლია.

პირველ წრეში მასპინძლები - ძია სიან ლუს და ძია-ძიან ლუს დუეტი დაამარცხა (6:4, 6:1), 9 იანვარსაც ჩინელებს - თინ ლის და ძინ-ძინ ლუს აჯობა იოლად - 6:1, 6:1. 10 იანვარს ნახევარფინალშიც მასპინძლებს - ჩენ ლიანსა და შენ-ნან სუნს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა მეწყვილესთან ერთად ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი. მეორე ნახევარფინალში აკარი ინოე - მიკი მიიამურა (ორივე - იაპონია) და ირინა ბურიაჩოკი - ნადია კიჩენოკი (ორივე - უკრაინა) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

სოფიო ქვაცაბაია ანტალიის 10.000-იან ტურნირში სცდის ძალებს. ერთეულთა თანრიგში ისიც პირველსავე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას.

წყვილებში კი მის მძლეველ მარიანა ზაკარლიუკთან (უკრაინა) ერთად გამოდის. სტარტზე ჩვენებურმა და მისმა მეწყვილემ ანგელინა კლიმოვას (გერმანია) და იოანა პოსირკას (რუმინეთი) მოუგეს - 6:2, 6:2.

მეოთხედფინალში ისინი მარიტ ბოონსტრას (ჰოლანდია) და მარიანას დას - ტაისია ზაკარლიუკს (უკრაინა) დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვრიდან მელბურნის კორტებზე ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება. უკვე გამოქვეყნდა საკვალიფიკაციო ბადის შემადგენლობა, რომელშიც პირველ ნომრადაა განთესილი უკრაინელი ლესია ცურენკო.

იგი მსოფლიო რეიტინგით 83-ე ადგილზეა. კვალიფიკაციაში არ ფიგურირებს 22 წლის ქართველი ჩოგბურთელის - ანა ტატიშვილის გვარი. ეტყობა, იგი ძირითად ბადეშია დაშვებული. მისი წილისყრა კი 11 იანვარს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა