ყოველ კვირას მინიმუმ ერთხელ შემოგთავაზებთ რუბრიკა "ევრობასკეტს" და ყოველი შეხვედრისას შეგახსენებთ, რამდენი დღე გვაშორებს ევროპის ჩემპიონატს
სპორტულ ენაზე რომ ვთქვათ, 2012 ოლიმპიური წელიწადი იყო. თუ ამავე პრინციპს მივყვებით, 2013 საკალათბურთო წელია, რადგან სექტემბერში ევროპის ჩემპიონატი იმართება.

ქართველებსაც თამამად შეგვიძლია ვწეროთ ევრობასკეტის ამბებზე, რადგან ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ მოხვდა ევროპის უმთავრეს ფორუმზე.

დღეიდან, ყოველ კვირას, მინიმუმ ერთხელ შემოგთავაზებთ რუბრიკა "ევრობასკეტს" და ყოველი შეხვედრისას შეგახსენებთ, რამდენი დღე გვაშორებს ევროპის ჩემპიონატს.

ამჯერად ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ხორვატიის თვალით შევათვალიეროთ მომავალი მეტოქეები: ესპანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია... ეს სტატია ერთ-ერთ ხორვატულ საიტზე გამოქვეყნდა.

შესავალში აღნიშნულია, რომ C ჯგუფში ერთადერთი გუნდი, რომელსაც NBA-ში კალათბურთელი არ ჰყავს, ხორვატიაა.

ესპანეთი

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან ყველაზე მეტი მოთამაშე ესპანეთის ნაკრებშია თავმოყრილი. პაუ გასოლმა, ფელიპე რეიესმა და ხუან კარლოს ნავარომ გამოაცხადეს, რომ ნაკრებში ადგილს ახალგაზრდებს დაუთმობენ.

თუმცა პირინეელები მათ გარეშეც ფავორიტები იქნებიან. გავიხსენოთ თუნდაც ოთხი გვარი: გასოლი (ოღონდ მარკი), კალდერონი, იბაკა, ფერნანდესი. მათ 2013 წელს ფენომენი რიკი რუბიოც შეუერთდება.

სლოვენია

სლოვენიელებმა პირველი ეტაპისთვის ქალაქი ცელიე აირჩიეს, რომელშიც ბენო უდრიხია დაბადებული. იგი ევრობასკეტზე არ ითამაშებს. სამაგიეროდ, მასპინძლებს NBA-ს გამოცდილების მქონე, ფინიქსელი გორან დრაგიჩი გაუძღვებათ. მას 34 წლის იაკა ლაკოვიჩი დაეხმარება.

სლოვენიელთა დამრტყმელი ძალა მაინც წინა ხაზია - ბარსელონელი ერაზემ ლორბეკი და რეალელი მირზა ბეგიჩი.

მწვანეებისთვის ევრობასკეტზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი, მეოთხე ადგილი 2009 წელზე მოდის. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მათ საბერძნეთთან დათმეს - 56:57.

პოლონეთი

წინასწარ შეიძლება ითქვას - მხოლოდ მარცინ გორტატი და მაცეი ლამპე პოლონეთს მეორე ეტაპზე ვერ გაიყვანენ. მარცინს NBA-ში თამაშის ხუთწლიანი სტაჟი აქვს. თავიდან "ორლანდოში" ჰოვარდის შემცვლელი იყო, ახლა კი "ფინიქსის" სასტარტო კალათბურთელია.

მეორე მეფარე, ლამპეც თამაშობდა ოკეანის გაღმა, მაგრამ ნაკლებად წარმატებით. ამჟამად ესპანური "კახა ლაბორალის" წევრია.

პოლონეთის ნაკრების კალათბურთელთა უმეტესობა შიდა ჩემპიონატის წამყვან გუნდებს წარმოადგენენ. არ არის გამორიცხული, ევრობასკეტისთვის ნატურალიზებული ამერიკელი დევიდ ლოგანი დაიმატონ, რომელიც "მაქაბის" ღირსებას იცავს და პოლონელებს 2009 წელს ეხმარებოდა.

შესარჩევ ეტაპზე პოლონეთმა ორი მატჩი წააგო, ორივე შინ - ფინეთთანა და ბელგიასთან.

საქართველო

ქართველები სლოვენიაში NBA-ს ორი კალათბურთელით ჩამოვლენ. ზაზა ფაჩულია ამერიკაში 2003 წლიდან თამაშობს და საშუალოდ 7 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებს.

თორნიკე შენგელია შედარებით ახალგაზრდაა. იგი 2012 წლის დრაფტის შემდეგ "ბრუკლინს" დარჩა და გუნდისგან კონტრაქტიც დაიმსახურა.

NBA-ში თამაშისკენ ისწრაფვოდა ცენტრი გიორგი შერმადინიც, თუმცა ევროპაშიც კარგად აიწყო კარიერა - ევროლიგის წამყვან გუნდებში გამოდის.

საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი შედარებით სუსტია, თუმცა იქაც არიან მაღალი დონის კალათბურთელები: კანტუელი მანუჩარ მარკოიშვილი დიდებული მსროლელია.

კავკასიელები ევრობასკეტისთვის, სავარაუდოდ, ახალ ამერიკელს დაიმატებენ, რადგან ბოლომდე ვერ გაამართლეს კორი ფიშერმა და ჯეიკობ პულენმა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე რვიდან ორი მატჩი დათმო - ბოსნიასა და ჰოლანდიასთან.

ჩეხეთი

ახალგაზრდა იან ვესელი სერბული "პარტიზანის" ღირსებას იცავდა, ახლა კი "ვაშინგტონში" ირჯება. NBA-ში არაერთი წელი აქვს გატარებული გამთამაშებელ ჟირი ველშს ("დალასი", "გოლდენ სტეიტი", "ბოსტონი", "კლივლენდი", "მილუოკი"), რომელიც, ბოლოს და ბოლოს, სამშობლოში დაბრუნდა და "ნიმბურკის" ღირსებას იცავს.

განვლილ შესარჩევზე საუკეთესო ჩეხი დევიდ ჟელინეკი იყო. მისმა თანანაკრებელებმა კი იტალიისა და თურქეთის შემდეგ შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

რაც შეეხება უშუალოდ ხორვატიის ნაკრებს, მასსა და დანარჩენ მეტოქეებზე უფრო ვრცლად თანმიმდევრულად მოგითხრობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლა შეუძლია

საქართველოს ნაკრების წევრებმა კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთეს

ბესიკ ლიპარტელიანი: ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა