ქართველი ცენტრის "ატლანტამ" "კლივლენდთან" წააგო
ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. "ატლანტას" ქართველმა ცენტრმა 10 იანვარს, გამთენიისას, კლივლენდში წაგებულ მატჩში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავი არ შეურცხვენია, თუმცა ატლანტელებმა მთლიანობაში ითამაშეს ცუდად და საბოლოოდ უშანსოდ - 83:99 დამარცხდნენ.

ფაჩულიამ ხუთეულში ტრავმირებული უკანახაზელის, დეშონ სტივენსონის მაგივრად ითამაშა. ანუ ატლანტელები 3 მეფარით დაუპირისპირდნენ "კლივლენდს", მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

მასპინძლებს აკლდათ ტრავმირებული ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც საშუალოდ 14,4 მოხსნით ლიგის ლიდერია, თუმცა თავის საქმეს კარგად გაართვეს თავი მასპინძელთა მეფარეებმა - ტრისტან ტომპსონმა, ახალბედა ტაილერ ზელერმა, ხოლო გამთამაშებელმა კაილი ირვინმა 33 ქულა მოინაგრა და კლივლენდელებს იოლად გაამარჯვებინა.

ეს "ატლანტასთვის" ზედიზედ მე-4 მარცხი იყო და ჯორჯიელებმა დაკარგეს კიდეც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილი, სადაც ბოლო 2 კვირაზე მეტია, იმყოფებოდნენ.

ატლანტელებს გადაუსწრო "ინდიანამ" და "ჩიკაგომ", რის შემდეგაც ფაჩულიას გუნდი მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 25,40 წუთი ითამაშა და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულას ზაზამ 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიამატა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი ჯოშ სმიტს ჰქონდა, რომელმაც 36 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 6 დაფარება და 4 პასი მოინაგრა.

მომდევნო მატჩს "ატლანტა" 11 იანვარს შინ, "იუტასთან" გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა