ბერლინის "ჰერტას" ქართველი ფეხბურთელი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
ბერლინის "ჰერტამ" საკონტროლო შეხვედრაში "ვოლფსბურგის" მეორე გუნდი დაამარცხა - 2:1. ჩვენთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ იძულებითი პაუზის შემდეგ ლევან კობიაშვილმა პირველად ითამაშა - მეორე ტაიმიდან შევიდა მოედანზე.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ კობიაშვილი 2012 წლის მაისის აქეთ იყო დისკვალიფიცირებული მსაჯ ვოლფგანგ შტარკის ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩამტარებელი 35 წლის კობიაშვილი ამ მძიმე ვერდიქტს არ შეუშინდა და შეუპოვრად ემზადება ფეხბურთელის კარიერის გასაგრძელებლად.

"ჰერტას" ჩვენებურს 9 იანვარს, გვიან ღამით, მატჩის შემდეგ დავურეკეთ გერმანიაში...

- ამდენი თვის შემდეგ პირველად ვითამაშე. ეს მართლაც კარგი განცდა იყო. ვარჯიში ერთია, თამაში კი სულ სხვა.

კარგი დღე მქონდა. მაყურებელმა თბილად მიმიღო, თანაგუნდელებიც გვერდში მედგნენ. ყველაფერმა სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. ახლა უკვე რიტმში ვჯდები.

- ამ საკონტროლო შეხვედრას რამდენი გულშემატკივარი დაესწრო?

- "ჰერტას" მეორე გუნდის მოედანზე ვითამაშეთ, სადაც ტრიბუნა ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

- მომდევნო ამხანაგური მატჩი როდის გაქვთ?

- შაბათს უკვე "ვოლფსბურგის" პირველ გუნდს შევხვდებით სტუმრად. ბუნდესლიგის განახლებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და "ვოლფსბურგისთვის" ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, სერიოზული და საინტერესო. გულშემატკივარიც გაცილებით მეტი მოვა.

- დღევანდელი მატჩის შემდეგ საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი დარჩი?

- განსაკუთრებული არაფერი, მთლიანად გუნდმაც და მეც ნორმალურად ვითამაშეთ. ჩემთვის ეს მატჩი საჭირო იყო. ვარჯიშებზე ორმხრივ თამაშებში კი ვმონაწილეობდი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, როცა ამხანაგურ შეხვედრაში სხვა გუნდს ეთამაშები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნანატრი დაბრუნება: ლევან კობიაშვილი მოედანზეა!

ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება

ლევან კობიაშვილი გერმანიაში 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს

ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა

ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!

vaskulat
კობი ბომბი :)ეს სიტყვები ერთერთ კომენტატორს ეკუტვნის,შალკე ბავარიის თამაშში კობის ბომბისეული დარტყმა,რომელიც კანმა ვერ მოიგერია,და გაეხვა ბურთი ცხრიანში
guja_kakhadze
მინდორზე კიდევ 9 ფეხბურთელი და ფრანგებსაც მოვერევით!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა