ბრაზილიურ სერია B-ში გავარდნილმა "პალმეირასმა” არგენტინელ ხუან რომან რიკელმეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ბრაზილიურ სერია B-ში გავარდნილმა "პალმეირასმა” არგენტინელ ხუან რომან რიკელმეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

34 წლის არგენტინელმა წინა კვირას "ბოკა ხუნიორსის” დატოვების სურვილი გამოთქვა, სან პაულოს წარმომადგენელი კი არგენტინელი პლეიმეიკერის შეძენით დიდი ხანია, დაინტერესებულია.

"მარკეტინგის დეპარტამენტი ერთ-ერთ ბიზნესმენთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ჩვენ იმ თანხის მიღება გვსურს, რომლითაც რიკელმეს ხელფასს გადავუხდით,” – განაცხადა "ლანსნეტთან” საუბრისას "პალმეირასის” მარკეტინგის განყოფილების უფროსმა როდრიგო ჯეამალმა.

ფეხბურთელების ანაზღაურების დაფინანსება მესამე პირის მიერ ბრაზილიაში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, "სან პაულომ”, ლუსიოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულება ავტომობილების დილერ კომპანიასთან და "Visa”-სთან დადო – სწორედ ეს კომპანიები გადაუხდიან ლუსიოს ხელფასს.

ხუან რომან რიკელმეს შეძენით, "პალმეირასის” გარდა, კიდევ რამდენიმე ბრაზილიური გუნდია დაინტერესებული. მათ შორის ერთ-ერთი "ფლუმინენსე” გახლავთ, რომლის ლიდერმა, დეკუმ მის გუნდში არგენტინელის შესაძლო მისვლაზე კომენტარი გააკეთა:

"ნამდვილად არ ვიცი საქმის დეტალები და რა სტადიაშია მოლაპარაკებების პროცესი, მაგრამ თუ რიკელმე ჩვენთან გადმოვა, ყველას ძალიან გაგვიხარდება, რადგან ის უმაღლესი დონის და უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია”.

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლიბერტადორესის თასის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "ფლუმინენსე” ჯგუფში ჩილეს "უაჩიპატოსთან”, ვენესუელის "კარაკასთან” და "გრემიო”-"ლდუ კიტოს” გამარჯვებულთან მოხვდა.

"ლიბერტადორესის თასზე გამარჯვება ჩემი ოცნება გახლავთ. ეს ტურნირი არასდროს მომიგია და იმედი მაქვს, კარიერის ბოლოს ამ თასის აწევას შევძლებ, თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს გათვლი და რამდენიც არ უნდა ივარჯიშო და როგორ კარგადაც არ უნდა ითამაშო, წაგების შანსი ყოველთვის არსებობს. ლიბერტადორესზე ბევრი ძლიერი გუნდია და მათაც ზუსტად ისევე სურთ გამარჯვება, როგორც ჩვენ” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რიკელმეც ჩინეთში, დიდიე დროგბასთან?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა