კოლუმბიელთა კონკურენცია ნეაპოლელთა მარცხენა ფლანგზე
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" სატრანსფერო ბაზარზე პირველ წარმატებას მიაღწია...

ლაპარაკია 26 წლის პაბლო არმეროს "უდინეზედან" ნეაპოლში გადაბარგებაზე.

"გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და დღეს არმერო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტი საიჯაროა, თუმცა გამოსყიდვის პერსპექტივით. აღნიშნული ინფორმაცია "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა:

"დიახ, შეთანხმებას მივაღწიეთ და არმერო "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას. ყველანაირად ვცდილობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ და მგონი, გამოგვდის კიდეც. პაბლო უძლიერესი მოთამაშეა, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვის მარცხენა ფრთაზე, ისე ნახევარდაცვაში და გარემარბად. მოკლედ, ვალტერ მაცარის უნივერსალური თვისებების ფეხბურთელი დაემატა".

პაბლო არმერო ვალტერ მაცარის ტაქტიკურ მონახაზს, წესით, იდეალურად უნდა მოერგოს, რადგან "უდინეზეშიც" 3-5-2 სქემაში უწევდა ასპარეზობა.

არმერო მარცხენა ფრთაზე კამილო ცუნიგას გაუწევს კონკურენციას, რომელმაც ბოლო პერიოდში მკვეთრად მოუკლო. თუ პაბლო ისევე ათამაშდა, როგორც უდინურ გუნდში, კამილოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება... საგულისხმოა, რომ კამილო ცუნიგაც და პაბლო არმეროც კოლუმბიელები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალტერ მაცარი: მარიო ბალოტელის იოლად გავუგებდი

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა