"ლაციო" იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს
"ლაციო" იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს.

სერია A-ში მეორე ადგილი და იტალიის თასის ნახევარფინალში გასვლა ამის ნათელი დადასტურებაა. არც ევროპის ლიგის გათამაშება უნდა დაგვავიწყდეს, სადაც "ბიანკოჩელესტე" პლეი ოფშია გასული. "კორიერე დელო სპორტი" კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს გაესაუბრა - მის პასუხებს თემების მიხედვით გთავაზობთ...

პრიორიტეტული მიზანი

ბევრს ჰგონია, რომ იტალიის თასი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. კარგად მახსოვს, რა ატმოსფერო იყო "სტადიო ოლიმპიკოზე", როდესაც ფინალში "სამპდორიას" ვეთამაშებოდით. ეს იყო უდიდესი ზეიმი, რომლის ნახვაც კიდევ ერთხელ მსურს. ამიტომ სათასო ბატალიებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევეა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა, რადგან ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გასვლა გუნდს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს. მოკლედ, ყველა ტურნირი პრიორიტეტულია.

ტრანსფერები: სარატე და ლამპარდი

"ლაციოს" წარმატების ფორმულა არა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებში, არამედ გუნდურ სულისკვეთებაში და ერთიანობაშია. ფრენკ ლამპარდი "ჩელსის" დატოვებას აპირებს და ვიცი, რომ მის მომავალს "ლაციოსაც" უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია.

ინგლისელი უძლიერესი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ უნდა გავიაზროთ, ჩაჯდება თუ არა "ლაციოს" მონახაზში - არ ვაპირებ ფეხბურთელის გადაბირებას მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მსოფლიო საფეხბურთო სამყარო გავაოცო და ავალაპარაკო. ჩვენ გუნდის რეალური გაძლიერება გვინდა და ამიტომ თითოეულ ასეთ საკითხზე მეტი ფიქრი გვმართებს.

დღეს ლამპარდი ჩვენ გეგმებში არ შედის და რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია. ერთი სიტყვით, მსოფლიოს გაოცებას თამაშით ვაპირებთ და არა ტრანსფერებით.

რაც შეეხება მაურო სარატეს, მას წასვლა მოუწევს და იმედია, ეს საკითხი მალე გადაწყდება. სამწუხაროდ, არგენტინელი ვერაფრით ჩაჯდა ვლადიმირ პეტკოვიჩის ტაქტიკა-სტრატეგიაში და ამ შემთხვევაში სრულიად უძლური ვარ. არადა, მაუროს დარი ტალანტი ბევრი ნამდვილად არ გვყავს.

მწვრთნელი

ვლადიმირ პეტკოვიჩის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მისი წარმატების მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ყველაზე და ყველაფერზე წინ გუნდის ინტერესებს აყენებს.

შეეძლო უარი თქვა ედუარდო რეიას მიერ დანერგილ ტაქტიკა-სტრატეგიაზე, რეფორმები გაეტარებინა და თავის იმიჯზე ეზრუნა, მაგრამ ამ ყველაფერზე უარი თქვა. რეიას გუნდი სწორი მიმართულებით მიჰყავდა, ვლადიმირმა კი ყოველგვარი არაჯანსაღი ამბიციის გარეშე, აღებული კურსი გააგრძელა.

შედეგად, მივიღეთ უფრო ძლიერი "ლაციო", ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ იყო. ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი პეტკოვიჩზე შევაჩერე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "ლაციოს" იოლი გამარჯვება

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა