ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისინი ჩოგბურთს დააკლდებიან

ისინი ჩოგბურთს დააკლდებიან

ჩოგბურთელები, რომლებმაც ჩოგნები ლურსმნებზე 2012 წელს ჩამოკიდეს
2012 წელს საჩოგბურთო სამყაროში ბევრი საინტერესო მოვლენის მოწმენი გავხდით, თუმცა იყო ნაღვლიანი მომენტებიც. დღეს უნდა გავიხსენოთ ის ჩოგბურთელები, რომლებიც ვერ ითამაშებენ მოახლოებულ ავსტრალიის ღიაზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ შარშან კარიერის დასრულება გადაწყვიტეს...

ფერნანდო გონსალესი (ჩილე, 32 წლის)

ჩილეს ჩოგბურთის ლეგენდა, ოლიმპიური მედლების სრული კოლექციის მფლობელი, ATP-ის რეიტინგის ყოფილი მეხუთე ნომერი. მას ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი აქვს წაგებული როჯერ ფედერერთან.

2012 წლის სეზონის დასაწყისში გონსალესმა გამოაცხადა, რომ მალე დაასრულებდა კარიერას. საბოლოოდ ის საჩოგბურთო საზოგადოებას მაიამის მასტერსის საწყისი რაუნდის წაგების შემდეგ გამოემშვიდობა. ახლა ზოგიერთი ექსპერტი მას დევისის თასზე ჩილეს ნაკრების კაპიტნობას უწინასწარმეტყველებს, თუმცა ჯერჯერობით ჩოგბურთელი თავისუფალი ცხოვრებით ტკბება.

ხისელა დულკო (არგენტინა, 27 წლის)

იუნიორის ასაკში ხისელა დიდ იმედებს იძლეოდა, იგებდა WTA-ს ტურნირებს, მაგრამ თანდათან წყვილთა თანრიგზე გააკეთა აქცენტი. იტალიელ ფლავია პენეტასთან ერთად, მას მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობა და WTA-ს შემაჯამებელი ტურნირი, იყო წყვილთა შორის პირველი ჩოგანი.

მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება, ტრავმებმა თავისი კორექტივები შეიტანეს დულკოს ცხოვრებაში. იძულებითი პაუზების დროს შეიცვალა მისი პრიორიტეტები. ცოტა ხნის წინ კი მან განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე, ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ფერნანდო გაგო პირველი შვილის დაბადებას ელიან. ბუნებრივია, ხისელამ პროფესიული კარიერა შეწყვიტა, გაურკვეველი ვადით.

კიმ კლაისტერსი (ბელგია, 29 წლის)

კიმმა ერთხელ უკვე მიატოვა ჩოგბურთი - სწორედ ფეხმძიმობის მიზეზით. მისი დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე ტრიუმფალური იყო სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, მაგრამ შემდეგ ორგანიზმმა ისევ რამდენჯერმე დააღალატა ბელგიელი.

2012 წელს კლაისტერსმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალამდე მიაღწია, შემდეგ კი წინასწარ გამოაცხადა, რომ ამერიკის ღია პირველობა ბოლო ტურნირი იქნებოდა მის კარიერაში. ეფექტურად წასვლა კიმს არ გამოუვიდა, რადგან აშშ-ის ღიას მეორე წრეში მას ნორჩმა ბრიტანელმა ლორა რობსონმა მოუგო.

არნო კლემანი (საფრანგეთი, 34 წლის)

90-იანი წლების ბოლოს ფრანგული ჩოგბურთის ბრწყინვალე თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ცნობილი იყო თავისი “საფირმო” ბანდანათი და მზის დამცავი სათვალით (არნოს სერიოზული პრობლემები აქვს მხედველობასთან დაკავშირებით). ფრანგმა კარიერის პიკს 2001 წელს მიაღწია, როცა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა.

მაგრამ უკვე ჩოგბურთისთვის საკმაოდ ხანდაზმულ ასაკშიც, ტრიუმფალური წლების გავლის შემდეგაც, კლემანი “ავტორიტეტთა რისხვად” რჩებოდა. ბოლო დროს ლეგენდარული ფრანგი, ძირითადად, “ჩელენჯერებზე” გამოდიოდა, სადაც ხშირად ამარცხებდა გაცილებით ახალგაზრდა მოთამაშეებს. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ სათანადოდ დააფასა არნოს მიღწევები - კარიერის დასრულებისთანავე ის სათავეში ჩაუდგა დევისის თასზე ქვეყნის ნაკრებს.

ივან ლუბიჩიჩი (ხორვატია, 33 წლის)

გასული ათწლეულის შუაში ხორვატი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა და სამართლიანად ეჭირა მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილი. მას უთამაშია როლან გაროსის ნახევარფინალში, მოგებული აქვს ATP-ის ათი ტიტული, სენსაციურად იმარჯვა 2010 წელს ინდიან უელსის მასტერსზე.

წლებთან ერთად, ლუბიჩიჩი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ადმინისტრაციულ სამუშაოს (ჯერ კიდევ 2008 წელს შეიყვანეს ATP-ის დირექტორთა საბჭოში). თან ასაკიც აღარ აძლევდა მაღალი შედეგების ჩვენების საშუალებას. მონტე კარლოს მასტერსზე ხორვატმა თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა პროფესიულ ტურში - პირველ რაუნდში წააგო თანამემამულე ივან დოდიგთან.

მარკ ნოულზი (ბაჰამის კ-ები, 41 წლის)

ATP-ის ტურის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ვეტერანი. თავისი პირველი ტიტული წყვილთა თანრიგში შორეულ 1993 წელს მოიპოვა, ხოლო მისი პარტნიორი იყო დღეს დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების კაპიტანი ჯიმ კურიე.

მას შემდეგ მარკმა წყვილთა თანრიგში მოიგო ATP-ის 55 ტურნირი, მათ შორის, სამი “მეიჯორი”. თავისი ბოლო ტიტული მან პირველის მოგებიდან თითქმის 19 წლის თავზე მოიხვეჭა - ბელგიელ ქსავიე მალისესთან ერთად მოიპოვა მთავარი პრიზი სან ხოსეს ტურნირზე. კარიერის დასრულების შემდეგ ბაჰამელმა ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და წარმატებით ჩაატარა სამშობლოში პირველი საჩვენებელი ტურნირი.

ენდი როდიკი (აშშ, 30 წლის)

ჭორები იმის შესახებ, რომ ენდი როდიკს, შესაძლოა, კარიერა მიეტოვებინა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა ამერიკელს წარუმატებლობების სერია გაუგრძელდა. მაშინ ენდიმ მწვრთნელ ლარი სტეფანსკის დახმარებით მეორე სიცოცხლე შთაბერა თავის კარიერას, რომლის მწვერვალი იყო 2009 წელს, უიმბლდონის ეპიკური ფინალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.

მაგრამ გასულ სეზონში ენდიმ ისევ უკლო თამაშს. ამჯერად თავად ჩოგბურთელიც აღარ უარყოფდა ჭორების ახალ ტალღას. როგორც აღმოჩნდა, ის ლამაზად წასვლის შესაძლებლობას ეძებდა. ასეც გამოვიდა - ისტბურნისა და ატლანტას ტურნირებზე გამარჯვების შემდეგ როდიკმა აშშ-ის ღიაზე მიატოვა თამაში. ის ვერ გახდა ჩოგბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიადესი, მაგრამ, ეჭვგარეშეა, იქ თავისი კვალი დატოვა.

ხუან კარლო ფერერო (ესპანეთი, 32 წლის)

ფედერერამდე ეპოქის კიდევ ერთი ყოფილი პირველი ჩოგანი. სწრაფი ესპანელი, მეტსახელად “მოსკიტი”, ტურში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ჭკვიანი ჩოგბურთელი იყო. ტრიუმფალური 2003 წლის შემდეგ, როცა ფერერომ როლან გაროსზე გაიმარჯვა და აშშ-ის ღია ფინალში ითამაშა, მსგავი წარმატებისთვის აღარ მიუღწევია, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, სტაბილურად მაღალი დონე შეენარჩუნებინა. ამის გაკეთება კი რეგულარული ტრავმების გამო რთული აღმოჩნდა.

ვალენსიის ტურნირის შემდეგ ხუან კარლოსმა კარიერა დაასრულა. ახლა ის ბიზნესით იქნება დაკავებული; აგრეთვე, გაწვრთნის თავის მეგობარს ნიკოლას ალმაგროს.

ხუან იგნასიო ჩელა (არგენტინა, 33 წლის)

ჯერ კიდევ შარშანწინდელ სეზონში არგენტინელი ვეტერანი მეორე ახალგაზრდობას განიცდიდა და საუკეთესო ოცეულში მოხვედრას ლამობდა, მაგრამ 2012 წელი წარუმატებელი აღმოჩნდა ჩელასთვის. ტრავმების სერიამ და პირველ წრეში ხუთჯერ გამოვარდნამ სერიოზულად დააზარალა არა მარტო მისი რეიტინგი, არამედ მომავალი გამოსვლების პერსპექტივა.

უიმბლდონის შემდეგ არგენტინელი კორტზე აღარ დაბრუნებულა, დეკემბერში კი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მის აქტივში დარჩა ATP-ის ექვსი ტიტული და “დიდი სლემის” ტურნირებზე სამი მეოთხედფინალი.

რაინერ შუტლერი (გერმანია, 36 წლის)

ტურის კიდევ ერთი დამსახურებული “ბაბუა”, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო. მისი კარიერის უბრწყინვალესი მომენტია 2003 წელს, ავსტრალიის ღიას ფინალში გასვლა, აგრეთვე ATP-ის ჯილდო - “წლის პროგრესი”.

რაინერი ორი წელი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს პრეზიდენტი იყო და ადმინისტრაციულ სამუშაოზე გამოცდილება მას კარიერის დასრულების შემდეგ დაეხმარება. ოქტომბერში შუტლერმა გამოაცხადა, რომ მან დაიკავა დიუსელდორფში ტურნირის დირექტორის პოსტი. შესაძლოა, ის ოდესმე ATP-ის პრეზიდენტიც გახდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდი ოთხეული იშლება, რაფა ნადალი ვარდება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა