ორიოდე დღის წინ უკრაინაში ჩავიდა და უკვე "ილიჩევეცში" ვარჯიშობს 19 წლის მარცხენა მცველი გიორგი ჯგერენაიაც
საახალწლო დასვენება დასრულებულია და უკრაინულმა კლუბებმა სეზონისთვის მზადება დაიწყეს. პრემიერლიგელი "ილიჩევეცის" ფეხბურთელები ჯერჯერობით მარიუპოლში ვარჯიშობენ.

მარიუპოლელებთან ერთად დაიწყო სეზონისთვის მზადება თორნიკე ოქრიაშვილმა. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევი ნახევარმცველი დონეცკის "შახტარს" არ დაუბრუნდება.

ორიოდე დღის წინ უკრაინაში ჩავიდა და უკვე "ილიჩევეცში" ვარჯიშობს 19 წლის მარცხენა მცველი გიორგი ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ ჯგერენაიაც, ოქრიაშვილის მსგავსად, "გაგრას" გაზრდილია. გიორგის ჯერ კიდევ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ უკრაინის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრას იმსახურებს - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ზამთრის შეკრებას მარიუპოლელებთან ერთად გაივლის.

მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელი ივან ბალანი, დატოვებს თუ არა კლუბში. მისი დადებითი პასუხის შემთხვევაში, უკრაინული და ქართული კლუბების მეპატრონეებს შორის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყება.

ისე, უცნაური კი არის, "ილიჩევეცმა" შეკრება შობა დღეს, 7 იანვარს რომ დაიწყო. მოთამაშეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ამის შემდეგ ივან ბალანმა საწვრთნელი ვარჯიშები დაიწყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო იძულებული გახდა, სტადიონზე დაგეგმილი საწვრთნელი პროცესი დარბაზში გადაეტანა.

ჯერჯერობით ვარჯიშზე 16 მოთამაშე გამოცხადდა. მწვრთნელმა ისინი 4 გუნდში გადაანაწილა და პატარა კარში (1,5 მეტრი - სიგრძე, 1 მეტრი - სიგანე) მინი-ფეხბურთი, შემდეგ კი გასართობად კალათბურთი და ხელბურთი ათამაშა.

ოქრიაშვილი და ჯგერენაია ერთად, "მწვანეების" გუნდში მოხვდნენ და "ყვითლებთან" 2:2 ითამაშეს - ორივე გოლი თორნიკემ გაიტანა. თუ რომელ გუნდში იყო დავით თარგამაძე, ამის შესახებ მარიუპოლელთა ვებგვერდი არ იუწყება. საღამოს კი მოთამაშეებმა ზღვისპირა პარკში დათოვლილ ბილიკებზე ირბინეს.

და რაც მთავარია: ივან ბალანის თქმით, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა შესვენების დროს მიცემული დავალება კეთილსინდისიერად შეასრულა და ზედმეტი წონა ერთსაც არ აღმოაჩნდა.

ცხადია, ამან ქართველების გამო დაგვაინტერესა. ჩვენი სამზარეულოს გადამკიდე, საახალწლოდ ყველაზე მეტი პრობლემა ხომ ჩვენს მოთამაშეებს ექმნებოდათ.

საბედნიეროდ, თარგამაძემ და ოქრიაშვილმა ამ ცდუნებას გაუძლეს, ჯგერენაიას კი წონის პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს.

ქართველებმა ახალ წელს გაუძლეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილი: სამწუხაროდ, "ილიჩევეცში" ვრჩები

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის