შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოში იმ 75 უძლიერესს შორის მოხვდა, რომლებიც წლეულს, 24-28 აპრილს გეტებორგში, მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ
ქართველი მხედარი, თბილისელი შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოში იმ 75 უძლიერესს შორის მოხვდა, რომლებიც წლეულს, 24-28 აპრილს გეტებორგში, მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ეს სასიხარულო ცნობა 10 იანვარს ოფიციალურად მიიღეს ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან (ფეი) ჩვენს ეროვნულ ფედერაციაში.

შალვამ რთული გზა გაიარა ფინალამდე. მან არაერთხელ მოიგო კავკასიის ლიგა - თასის ეტაპი და დააგროვა მაღალი სარეიტინგო ქულები, ფეიმ კი იგი მსოფლიოში 2012 წლის ყველაზე მზარდ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მხედრად დაასახელა.

დავძენთ, რომ ჩვენმა სპორტსმენმა პირველად შარშან მოიპოვა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება, მაგრამ თბილისში გვიან მოვიდა შეტყობინება, ცხენოსნობა კი სპორტის ისეთი სახეობაა, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. განსაკუთრებით, ეს ეხება ვეტერინარული მოთხოვნების მკაცრ დაცვას და უცხო ქვეყანაში ცხოველის, ამ შემთხვევაში ცხენის შეყვანის უფლების მოპოვებას, მის ტრანსპორტირებას, საერთო ხარჯების მოძიებას და ა.შ.

ახლა აპრილამდე დროა და ჩვენი ფედერაცია თადარიგიანად დაიწყებს მზადებას გეტებორგში ცხენ-მხედრის გასამგზავრებლად.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ეს იქნება პირველი შემთხვევა ცხენოსნობისა და, საერთოდ, საქართველოს სპორტის ისტორიაში, როცა ქართველი მხედარი ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაში იასპარეზებს.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დალი ბაგაევა
შალვა მხოლოდ და მხოლოდ წარმატება!
Sake
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ქართველო კაცო.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა