კლუბის ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე ლანჩხუთელ ქომაგებს იმედს აძლევს, რომ "გურიის" ძველი დიდების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის მზადებას 20 იანვრიდან ადგილზე დაიწყებს.

წინა შემადგენლობას ოთხი მობურთალი გამოაკლდა - გია თოდუა, ალექსანდრე ლაღაძე, დათა რაფავა და ლევან იაშვილი.

როგორც კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, ოთხი-ხუთი გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავენ - "გურია" რამდენიმე უმაღლესლიგელის დამატებას გეგმავს.

თებერვლის დასაწყისიდან შეკრებას გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე გაივლიან. მთავარი მწვრთნელის, თემურ ლორიას განკარგულებაში 30-მდე ფეხბურთელი იქნება, საიდანაც ძირითად ბირთვს სწორედ შეკრების დასრულებისას შეარჩევენ.

რაც შეეხება ფინანსებს, კლუბს მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ერთხელ უკვე გაუწოდა დახმარების ხელი "გურიას", რისი დამსახურებაც გახლავთ ის, რომ გასულ წელს არანაირი დავალიანება არ დარჩენიათ.

კლუბის ლეგენდარული კაპიტანი ლანჩხუთელ ქომაგებს იმედს აძლევს, რომ "გურიის" ძველი დიდების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ "გურია" პირველი ლიგის A ზონას ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "სასკოს" 4 ქულით, ხოლო მთავარ კონკურენტ "გაგრას" 7 ქულით უსწრებს. უმაღლეს ლიგაში ზონიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადადის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა