საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხუანდე რამოსის გუნდთან ერთად მარბელაში შეკრებაზე გაემგზავრა
კიევის "არსენალში" იჯარით მყოფ საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს საახალწლოდ დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" უხმეს, რომელსაც ეკუთვნის კიდეც მასზე უფლებები.

ეს გადაწყვეტილება, თავად სანდროს თქმით, დნეპროპეტროვსკელთა გუნდის მთავარ მწვრთნელს ხუანდე რამოსს მიუღია.

და აი, სანდრო 11 იანვარს გუნდთან ერთად ესპანეთში, მარბელაში გაემგზავრა, სადაც "დნიპრო" სამკვირიან შეკრებას გაივლის.

კობახიძესთან ერთად, 26-კაციან გუნდშია საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც.

გამგზავრების წინ კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- სანდრო, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "დნიპროში" დაბრუნდი. როგორი გრძნობა დაგეუფლა?

- ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს. მიხარია, რომ ჩემს პირველ უკრაინულ გუნდში დავბრუნდი, რაც დიდი ხანია, მინდოდა.

ახლა გამიჩნდა შანსი, "დნიპროში" დავმკვიდრდე. ყველაფერს ვიზამ, რათა სათანადოდ ავთამაშდე და გუნდს ისე გავუშინაურდე, როგორც საკუთარს.

- შემტევი ნახევარმცველების მხრივ, "დნიპროში" დიდი კონკურენციაა. ეს ფაქტი არ გაშინებს?

- ძალიანაც კარგი, თუკი ასეა. კონკურენცია ფეხბურთელის დონის ზრდას განაპირობებს და მეც დავამტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს. ასე რომ, გუნდში კონკურენცია სასარგებლოა.

- აქ დაბრუნება შენთვის სიურპრიზი იყო?

- აბა, როგორ გითხრათ? კაცმა რომ თქვას, ვისწრაფვოდი აქ დაბრუნებისკენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა ამის შესაძლებლობაც მომცა. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

ასე რომ, ეს სიურპრიზი არაა. დიდხანს ველოდი ამ დღეს და მოხდა ის, რაც მსურდა.

- ჯაბა კანკავასთან მოასწარი გამოლაპარაკება?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, თანაც დიდი ხანია - ჯერ კიდევ ნაკრებიდან. როდესაც მე "არსენალში" ვიყავი, ის კი სხვა გუნდებში, ურთიერთობა მაინც სულ გვქონდა.

მომზადებულია Football.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძე: ძლიერ კლუბში მსურს თამაში

სანდრო კობახიძე უკრაინელმა გულშემატკივრებმა აღიარეს

სანდრო კობახიძე: მალე ვნახავთ თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაში

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა