ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლიგა 1. XX ტურის წინ: ოლიმპზე მყოფი "ოლიმპიკები" აუტსაიდერებს ხვდებიან

ლიგა 1. XX ტურის წინ: ოლიმპზე მყოფი "ოლიმპიკები" აუტსაიდერებს ხვდებიან

საკმაოდ კარგ ფორმაშია "მარსელი - ანდრე-პიერ ჟინიაკმა რამდენიმე დღის წინ "გენგამთან" დუბლი შეასრულა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე წრე 11 იანვარს ორი მატჩით დაიწყო - "სენტ ეტიენმა" "ტულუზს" უმასპინძლა, პარიზში კი "პარი სენ ჟერმენმა" "აიაჩო" მიიღო.

12 იანვარს, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, "ლიონი" სტუმრად ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ტრუას" ეწვევა, ხოლო მარსელის "ოლიმპიკი" თავის შეხვედრას 13-ში, ასევე სტუმრად, "სოშოსთან" გამართავს...

ლიდერები სტუმრად აუტსაიდერებთან

საფრანგეთის თასზე შერცხვენილი "ლიონი", რომელმაც მესამე დივიზიონის აუტსაიდერ "ეპინალთან" პენალტების სერიაში წააგო, მე-20 ტურში "ტრუას" ეთამაშება და მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ისახავს.

პირველ წრეში რემი გარდის გუნდმა მეტოქეს 4:1 მოუგო, მაგრამ მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, "ლიონს" საკმაოდ გაუჭირდა. "ტრუამ" იმ შეხვედრაში დაწინაურება მოახერხა, შემდეგ კი როდესაც ანგარიში 2:1 იყო, მოედანზე 10-კაცით დარჩა, ბოლო ორი გოლი კი "ოლიმპიკის" ფეხბურთელებმა მატჩის უკანასკნელ წუთებზე გაიტანეს.

მასპინძლებს 19 ტურში მხოლოდ ორი მატჩი აქვთ მოგებული, მაგრამ ამ ორიდან ერთი გამარჯვება "ტრუამ" "მარსელთან", ბენჟამენ ნივეს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა (1:0).

სხვათაშორის, შარშან "ტრუამ" საკუთარ მოედანზე "ლიონს" 1:0 მოუგო და გოლი იქაც ნივემ გაიტანა, თანაც ასევე ბოლო წუთზე. როგორც ჩანს, ეს ფეხბურთელი "ოლიმპიკების" რისხვად ყალიბდება და რემი გარდი ყველაზე მეტად სწორედ მას უნდა უფრთხოდეს.

ლიგა 1-ის მესამე მუშკეტერი, მარსელის "ოლიმპიკი" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ყველაზე მეტი სეზონის ჩამტარებელ "სოშოს" ესტუმრება.

მონბელიარელებს "მარსელთან" კარგი მოგონებები აკავშირებთ, რადგან სწორედ ეს გუნდი დაამარცხა "სოშომ" 2007 წელს საფრანგეთის თასის ფინალში და ეს ტურნირი 1937 წლის შემდეგ, პირველად მოიგო.

"მარსელი" საკმაოდ კარგ ფორმაშია - ელი ბოპის გუნდმა, თასის ჩათვლით, ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო (3 ლიგა 1-ში). როგორც ჩანს, სათანადო კონდიციები აკრიფა ანდრე-პიერ ჟინიაკმაც, ვინც რამდენიმე დღის წინ, "გენგამს" ორი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს 1/16 ფინალის საგზური მოუპოვა.

"სოშოს", მეტოქის მსგავსად, ასევე 3-მატჩიანი სერია აქვს, ოღონდ "პეჟოელებმა" სამივე მატჩი წააგეს და საერთოდ, უკვე 6 მატჩია არ მოუგიათ. ასეთი ცუდი ასპარეზობის წყალობით, ერიკ ელის შეგირდები უკვე გასავარდნ ზონაში არიან და უახლოს კონკურენტებს 3 ქულით ჩამორჩებიან.

კონკურენტების დაპირისპირება

საკმაოდ საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს რენში, სადაც მეოთხეზე მყოფი "რენი" "ბორდოს" მასპინძლობს, ვისაც უკვე 6 მატჩია არ მოუგია და ბოლო 5 ფრედ აქვს დასრულებული.

ფრანსის ჟიოს სამწყსოს, რომელიც მეტოქეს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გადასვლის შანსი აქვს.

ორი კონკურენტი ხვდება ერთამენთს ნიცაში. მასპინძლები, რომლებმაც წინა ტურში "ლიონთან" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს, ხასიათი თასზე "მეცთან" მოპოვებული გამარჯვებით გამოიკეთეს. "ვალანსიენმა" კი თასზე "ისტრთან" საოცარი მატჩი წააგო - ლიგა 1-ის წარმომადგენელი შეხვედრის ბოლო წამებამდე იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (1:1), ამის შემდეგ დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც "ისტრი" ორი ბურთი დაწინაურდა, თუმცა სტუმრებმა აბუბაკარის და მატერის გოლებით ანგარიში გაათანაბრეს (3:3), მაგრამ შემდეგ პენალტების სერიაში წააგეს.

ჩემპიონატში "ვალანსიენს" საქმეები კარგად მისდის, თუმცა სტუმრად გუნდს თამაში ძალიან უჭირს. თავად განსაჯეთ: ლიგა 1-ში სტუმრად ჩატარებული ბოლო 31 მატჩიდან, "ვალანსიენმა" მხოლოდ 3 მოიგო, 8 ფრედ დაასრულდა და 20 წააგო. "ნიცა" კი ამ სეზონში, განსაკუთრებით კარგად სახლში თამაშობს, სადაც 21 ქულა აქვს აღებული, ასე რომ, ამ შეხვედრის ფავორიტი, მიუხედავად სატურნირო ცხრილში მეზობლობისა, აშკარად გამოკვეთილია.

ამ მომენტისთვის, ლიგა 1-ში, ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია სამ გუნდს აქვს. ესენი არიან: "ბორდო", "ლილი" და "ლორიანი", რომელთაც უკვე 5 მატჩია არ წაუგიათ.

"ბორდოზე" უკვე ვისაუბრეთ, "ლილი" კი ამ ტურში ხვდება გუნდს, რომელსაც ყველაზე დიდი ხანია არ მოუგია. საუბარი, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზე მყოფ "ნანსიზე" გვაქვს. აუტსაიდერებმა, ჩემპიონატში ერთადერთი გამარჯვება პირველ ტურში, "ბრესტთან", გუნდიდან უკვე წასული იოან მოლოს მიერ 94-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვეს და მას შემდეგ, აგერ უკვე 18 ტურია არ მოუგიათ. მოლოსთან ერთად, რომელიც "სენტ ეტინში" გაანათხოვრეს (!), გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ჟან ფერნანდესმაც დატოვა.

უმწვრთნელოდ და საუკეთესო ბომბარდირის გარეშე (მოლომ პირველ წრეში 3 გოლი გაიტანა) დარჩენილ "ნანსის" ძალაინ გაუჭირდება.

კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც დიდი ხანია არ წაუგია, "ლორიანი", ამ ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ესტუმრება, რომელსაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. "მონპელიეს" მე-20 ტურში ერთბაშად რამდენიმე ლიდერი დააკლდება. იოან ბელჰანდა, ჟეფრი ჟურდრენი და სირილ ჟონშამი დისკვალიფიცირებულნი არიან, დიდი ხანია ტრავმირებული ქარიმ აიტ-ფანა, ხოლო აბდელჰამიდ ელ კაუტარი უკვე აფრიკაშია, სადაც აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ ემზადება.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩი "მონპელიეს" ქომაგებს დიდხანს ემახსოვრებათ. ჩემპიონი, ემანუელ ერერას გოლის წყალობით, ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ დროში, ანგარიში ალენ ტრაორემ გაათანაბრა, რამდენიმე წამში კი ჟერემი ალიადიერმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

დანაკლისი სტუმრებსაც აქვთ, კერძოდ უკვე ნახსენები ალენ ტრაორე ბურკინა ფასოს ნაკრებთან ერთად ემზადება, ხოლო ბენჟამენ კორნე და ბრუნო ეკულე მანგა ტრავმირებულნი არიან.

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური

11 იანვარი

სტ. ეტიენი-ტულუზი 2:2

პსჟ-აიაჩო 0:0

12 იანვარი

ტრუა-ლიონი 20:00

ნანსი-ლილი 23:00

ევიანი-ბრესტი 23:00

მონპელიე-ლორიანი 23:00

რენი-ბორდო 23:00

13 იანვარი

რეიმსი-ბასტია 17:00

ნიცა-ვალანსიენი 20:00

სოშო-მარსელი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი. ლიგა 1. პირველი წრის შეჯამება: სამი მუშკეტერი

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა - კომენტარი ნასრიმ გააკეთა

რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ - კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა