ბრაზილიამ ეკვადორს ვერ მოუგო
20-წლამდელთა კოპა ამერიკას B ჯგუფის მატჩებს ქალაქი სან ხუანი მასპინძლობს.

გუშინ, ამ ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. პირველად მოედანზე ბრაზილიის და ეკვადორის ნაკრები გუნდები გამოვიდნენ. “სელესაომ”, რომელიც ბოლო სამი ახალგაზრდული კოპა ამერიკის გამარჯვებულია, ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

ანგარიში სტუმრება, 29 წუთზე გახსნეს – თავი 17 წლის მიგელ პარალესმა გამოიჩინა, თუმცა ზუსტად 10 წუთშე, ფერნანდო ლეონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრის საბოლოოს ანგარიში დააფიქსირა. ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებს, ოფიციალურ ტურნირებზე, უკვე 10 მატჩია არ წაუგია. ბოლო მარცხი “სელესაომ”2011 წლის 7 თებერვალს, ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე, არგენტინასთან განიცადა და მას შემდეგ 7 შეხვედრა მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

ჯგუფის მეორე შეხვერდა კი საოცარი სანახავი გამოდგა. ურუგვაიმ და პერუმ გულშემატკივარს 6-გოლიანი თრილერი შესთავაზეს, სადაც ჯერ პერუ იგებდა, შემდეგ ურუგვაი, საბოლოოდ კი გუნდებმა ქულა გაიყვეს.

შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი 85-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი იყო, როდესაც 3:2-ზე ურუგვაის სასარგებლოდ, “სელესტეს” ფორვარდი გონსალო ბუენო, პერუელთა მეკარე ანხელ კამპოსს გასცდა და ბურთი ცარიელი კარისკენ გაუშვა.

რაც ამის შემდეგ მოხდა, სიტყვებით რთული გადმოსაცემია, მაგრამ მაინც ვცდით: კამპოსმა, საოცარი სპრინტერული მონაცემების წყალობით, ბურთს კარის ხაზზე მიუსწრო და გამოაგდო, მაგრამ ბადეში თავად აღმოჩნდა. კართან დაახლოებით ორ მეტრში, ბურთთან პირველი ისევ ბუენო გაჩნდა, მაგრამ კარის ბადეში გახლართულმა პერუელთა კიპერმა, სასწაულებრივად მოახერხა წამოდგომა, ფორვარდს ფეხებში ჩაუხტა საკუთარი გუნდი მეორედ იხსნა. ამ ეპიზოდმა უკვე მოიარა ინტერნეტი და თუ აქამდე არ გინახავთ, აუცილებლად მოიძიეთ.

ამ მომენტმა, კარგად იმოქმედა პერუელებზე, რომლებიც უპირატესობის განიავების გამო, უნიათოდ გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ, მომდევნო შეტევაში, პერუმ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. 11-მეტრიანი კრისტიან ბენავენტემ გაიტანა და საკუთარ გუნდს ძალზედ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

მიუხედავად დაკარგული ქულებისა, ამ ჯგუფს ორი აშკარა ფავორიტი ჰყავს ბრაზილიის და ურუგვაი სახით, ფინალური ჯგუფის მესამე საგზურისთვის კი პერუ, ეკვადორი და ვენესუელა იბრძოლებენ. B ჯგუფი

ბრაზილია-ეკვადორი 1:1

გოლები: 0:1 პარალესი (29), 1:1 ლეონი (39-საკ. კარში)

ურუგვაი-პერუ 3:3

გოლები: 0:1 რეინა (19), 1:1 ნ. ლოპესი (41), 1:2 ე. გომესი (44), 2:2 ბენტანკური (55), 3:2 როლანი (57), 3:3 ბენავენტე (87-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

20-წლამდელთა კოპა ამერიკა: არგენტინამ 9-კაციან ჩილესთან წააგო!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა