ლებრონ ჯეიმსმა 54 მატჩში პირველად ვერ ჩააგდო 20 ქულა მაინც
"ინდიანამ" კიდევ ერთხედ დაამტკიცა, რომ მისი მთავარი კოზირი – დაცვაა. "პეისერსმა" შესანიშნავი დაცვითი მოქმედების წყალობით, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა აღმოსავლეთის ორი საუკეთესო შემტევი გუნდი - "მაიამის" 77 ქულა დააგროვებინა, გუშინ, "ნიუ იორკს" - 76. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო "ნიქსს" აკლდა კარმელო ენტონი.

ნიუიორკელთა რიგებში ლიდერობა იტვირთა ჯეი არ სმიტმა, რომელმაც ამ როლს გაართვა თავი, მაგრამ პარტნიორებისგან ვერ იპოვნა მხარდაჭერა. "ინდიანამ" იმდენად შეანელა თამაში, რომ სტუმრებს მოუწიათ მეტოქის ნებას დაყოლოდნენ. მესამე მეოთხედში "ნიქსმა" თითქოს აუღო ალღო ასეთ თამაშს, მაგრამ საშინელი პროცენტით ისროდა და ამის გამო ჩააგდო ბოლო 12-წუთეული.

"ნიქსს" გამოეპარა 0:13 სპურტი, შვიდი წუთის განმავლობაში კი საერთოდ ერთი ქულაც ვერ აიღო. როცა მატჩის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა, მასპინძლების უპირატესობა 13 ქულას შეადგენდა. სწორედ ამ დროს, "ინდიანამ" მოადუნა თამაში და საპასუხო გაქცევა მიიღო – 2:10, მაგრამ "ნიქსს" დრო არ ეყო თამაშის გადასარჩენად. ეს იყო "ინდიანას" ზედიზედ მეცხრე მოგება საკუთარ მოედანზე.

"დალასმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. ამისთვის "მავერიქსს" ოვერტაიმი, მანამდე კი 17-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება დასჭირდა. "საკრამენტომ", თავის მხრივ, ტომასის სასწაულებრივი ტყორცნით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

"დალასი" მესამე მეოთხედის შუიდან მოყოლებული, მეთოდურად ამცირებდა ჩამორჩენას და იმდენი მოახერხა, რომ სირენამდე წუთით ადრე ხუთი ქულით წინ გასვლაც შეძლო. ძალიან მოინდომეს მაიომ და კარტერმა, რომლებმაც ბოლო მეოთხედში ერთად 21 ქულა ჩააგდეს. ოვერტაიმში "დალასის" წინააღმდეგ იბრძოდნენ ევანსი და კაზინსი და როცა ეს უკანასკნელი უხეში ჯარიმისთვის მოედნიდან მიაბრძანეს, "მავერიქსმა" შვებით ამოისუნთქა. თუმცა ტომასს შეეძლო მეორე გმირობა ჩაედინა, მაგრამ მისი სამქულიანი მიზანს აცდა.

აღვნიშნავთ, რომ დირკ ნოვიცკიმ, როგორც ჩანს, სრულად აღიდგინა ფიზიკური კონდიციები - მან 40 წუთი გაატარა მოედანზე, მაგრამ ტყორცნების მხრივ, ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა - 21-დან მხოლოდ შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში.

"მაიამი" კიდევ ერთხელ დაისაჯა თავისი ზედმეტი თავდაჯერებლობისთვის. "ჰიტმა" ვერ შეძლო სტუმრად პორტლენდში გამარჯვება. მასპინძლებმა ფანტასტიკური მეოთხე მეოთხედი ითამაშეს. "ბლეიზერსმა" ბოლო რვა წუთი 24:10 მოიგო - ძირითადად, ჯარიმების ბრწყინვალე რეალიზაციისა და მეტოქის შეცდომების წყალობით.

"მაიამის" წაგებას კიდევ რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი, ალბათ, ის იყო, რომ ლებრონ ჯეიმსმა შეწყვიტა თავისი 54-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც, ის მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა.

შეტევაშიც და დაცვაშიც, "დიდი ტრიოს" დონეზე მხოლოდ კრის ბოში თამაშობდა. "ჰიტს" ჰქონდა ანგარიშის გათანაბრებისა და მოგების შანსი, მაგრამ ბოშმა ორქულიანის სროლის ნაცვლად, ჩელმერსს მიაწოდა პასი, რომლის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

"პორტლენდმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, არადა, თამაშიდან მხოლოდ 37-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა.

ინდიანა-ნიუ იორკი 81:76

16:14, 23:20, 19:26, 23:16

ი: ჯორჯი (24+11 მოხსნა+5 პასი+6 ჩაჭრა), მაინმი (13+6 მოხსნა).

ნ-ი: სმიტი (25+6 პასი), ჩენდლერი (12+15 მოხსნა+3 დაფარება).

საკრამენტო-დალასი 112:117 (ო)

25:23, 24:19, 29:26, 23:33, 11:16

ს: კაზინსი (29+9 მოხსნა), ტ. ევანსი (20+7 მოხსნა+3 დაფარება), ტომასი (18), გარსია (13), სალმონსი (11), რობინსონი (2+10 მოხსნა).

დ: მაიო (24+10 მოხსნა+5 პასი), კარტერი (23+5 მოხსნა), მერიონი (19+10 მოხსნა), ნოვიცკი (17+9 მოხსნა), კოლისონი (11).

პორტლენდი-მაიამი 92:90

18:21, 21:31, 24:16, 29:22

პ: ბატუმი (28+7 მოხსნა+5 პასი), ოლდრიჯი (20+15 მოხსნა), მეტიუზი (18), ლილარდი (10+8 პასი), ჰიქსონი (8+10 მოხსნა).

მ: ბოში (29+4 დაფარება), უეიდი (18), ჯეიმსი (15+10 მოხსნა+9 პასი), ალენი (15+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" პლეი ოფს შორდება

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის