"გზები ჩაკეტილია, დიდი თოვლია და სტეფანწმინდიდან თბილისში ვერ ჩამოვაღწიე, "სკა-ენერგიაში" კი ჩემი ტრანსფერი გადაწყვეტილია"
ცნობილია, რომ გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი მოთამაშეები, ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა, აგრეთვე "კრასნოდარიდან" და ვლადიკავკაზიის "ალანიიდან" წამოსული ქართველები, ოთარ მარცვალაძე და შოთა გრიგალაშვილი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ჩაირიცხნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კი "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია იქნება.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ისრაელში გასასინჯად მიდიან, მაგრამ ქართული ოთხეული საჩემპიონატო განაცხადში უკვე შეიყვანეს, რასაც ნებისმიერი საერთაშორისო საფეხბურთო ცნობარი დაგიდასტურებთ.

რუსეთის პირველი ლიგის "სკა-ენერგიას" წევრები მოსკოვში შეიკრიბნენ და 11 იანვარს თელ-ავივში გაემგზავრენ, საიდანაც ეილათში გადაინაცვლებენ. სწორედ ამ პატარა ქალაქში გაივლიან ხაბაროვსკელები 29 იანვრამდე შეკრებას და რამდენიმე ტესტ-მატჩსაც გამართავენ.

ამ თემაზე ხუმრობა არ წყდება. როგორც ცნობილია, ხაბაროვსკი შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს, ჩინეთს ესაზღვრება და იაპონიის კუნძულებთანაც ახლოს მდებარეობს. ქართველებსაც გვარიანი წვალება მოუწევთ, რადგან ხაბაროვსკიდან რუსეთის ცენტრალურ რეგიონებამდე თვითმფრინავით მგზავრობას 8-9 საათი მაინც სჭირდება.

ამის გამო ამ ოთხეულს მეგობრები ეხუმრებიან, რომ დიდ ავიაციაში წავიდნენ - სანახევროდ, ხომ ცხოვრება თვითმფრინავში მოეწევთ.

ახლა სერიოზულად: ქართველები პირდაპირ ისრაელში გაფრინდნენ და გუნდს ეილათში შეუერთდებიან. მაგრამ, შოთა გრიგალაშვილმა კი ეს ვერ მოახერხა. თუმცა, მისი "სკა-ენერგიაში" თამაში გადაწყვეტილია.

აქ კურიოზულ ამბავთან გვაქვს საქმე:

როგორც ცნობილია, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 26 წლის გრიგალაშვილი (რომელიც აქამდე ცნობილი ვერსიით, ვლადიკავკაზის "ალანიამ" ტრანსფერზე დააყენა) არდადეგებს თბილისში ატარებდა, შობის შემდეგ კი სტეფანწმინდაში მდებარე მონასტერში გაემგზავრა და დიდთოვლობის გამო დღემდე იქ არის ჩარჩენილი.

შოთა გრიგალაშვილს სტეფანწმინდაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "სკა-ენერგიაში" შენი გადასვლა საბოლოდ გადაწყვეტილია?

- დიახ, ეს ტრანსფერი გადაწყვეტილია.

- თუმცა, შევიტყვეთ, რომ ჯერ შეკრებაზე ვერ მიემგზავრები.

- გზები ჩაკეტილია, დიდი თოვლია და თბილისში ვერ ჩამოვაღწიე. არადა, გუნდი უკვე ისრაელში გაემგზავრა. თუმცა, დღეს ამინდი გამოვიდა და მაიმედებენ, რომ გზებს მალე გაწმენდენ.

- ვლადიკავკაზის "ალანიამ" ტრანსფერზე დაგაყენა - ხაბაროვსკში იჯარით ითამაშებ?

- სხვათა შორის, ასე არ არის. თუ გახსოვთ, "ალანიაში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადავედი და მხოლოდ სამთვიანი კონტრაქტი გავაფორმე. ხელშეკრულება დეკემბერში დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხვდი. ასე რომ, კლუბი ტრანსფერზე ვერ დამაყენებდა, უბრალოდ, კონტრაქტი არ გავაგრძელეთ.

- "ალანიას" ვერ შეეწყვე?

- რა გითხრათ, საამისოდ, დიდი დროც არ მქონია. რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება. ასე გადაწყვიტეს და სხვა რა გზა იყო, წამოვედი.

- პრემიერლიგის შემდეგ პირველ ლიგაში თამაში მომხიბლელი პერსპექტივა არ უნდა იყოს.

- გასაგებია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება აღარ მსურდა. სჯობს, ისევ რუსეთის პირველ ლიგაში ვითამაშო.

ხაბაროვსკში წასვლა ჩემმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა მირჩია - რუსეთში უფრო მეტ ყურადღებას მომაქცევენ და ფეხბურთელისთვის მეტი პერსპექტივაც არის. "სკა-ენერგია" კი პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ასე რომ, უინტერესო წინადადება არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
დრო რომ არ დაიკარგოს თვითმფრინავში ჩასატარებელი ვარჯიშები ექნებათ დამუშავებული.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა