უახლოეს მომავალში სამთავრობო კომისია შეიქმნება პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს
11 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ მწვრთნელთა საკითხის ნაცვლად 19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იმსჯელა.

სწორედ ამ მაღალი მისიის გამო მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

ითქვა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო კომისია შეიქმნება პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად უკვე შეიქმნა საორგანიზაციო მუშა ჯგუფი, რომელშიც ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი მოჭიდავეები შევიდნენ.

სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცება იყო. მოგეხსენებათ, ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს მათი წარდგენის ნება ჰქონდა, კანდიდატურები კი პრეზიდიუმს უნდა დაემტკიცებინა.

საბოლოოდ ამ პოსტებზე ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაკურ გოგიტიძე და წლების განმავლობაში დედაქალაქის სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კანკავა აირჩიეს.

მათი ფუნქციები ასე გადანაწილდება: გელაშვილი ბიზნესთან ურთიერთობაზე იმუშავებს, გოგიტიძე რეგიონებში მუშაობის გაძლიერებას მიხედავს, კანკავა კი უფრო ფედერაციის საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებს.

კურტანიძის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ჩემპიონთა კლუბი, რომელიც ქვეყნის ყველა ტიტულოვან ფალავანს გააერთიანებს.

თევზაძის თქმით, უკვე ამ სეზონიდან საკლუბო სისტემა ამოქმედდება და ვინძლო საქართველოს საკლუბო პირველობაც ჩატარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორდიას კვანძი - გამოდის, კურტანიძე მეორე სააკაშვილი ყოფილა?

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა