გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "რეალის" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი მადრიდის სავაჭრო ცენტრში ყოფნისას შარში გაეხვა
პრიმერა დივიზიონში "ოსასუნასთან" 12 იანვარს გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არც ჟოზე მოურინიო გამოჩენილა და არც მისი თანაშემწე აიტორ კარანკა.

ჟურნალისტებთან მხოლოდ ფეხბურთელი გონსალო იგუაინი წარსდგა.

ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელების არყოფნის მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, ცნობილი ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივოს" ვერსიით კი, ეს პორტუგალიელი მწვრთნელის თავს მადრიდში გადამხდარი ინციდენტის ბრალია.

თურმე მადრიდის ერთერთ სავაჭრო ცენტრში ჟოზე ოჯახთან და ორ პირად მცველთან ერთად "შოპინგობდა", როდესაც ერთერთ გამვლელს მასთან სამახსოვრო სურათის გადაღება მოუნდომებია. მთხოვნელმა, რომელმაც მოურინიოსგან უარი მიიღო, გადაწყვიტა, მაინც გადაეღო მწვრთნელისთვის სურათი. ტელეფონის ობიექტივის მიშვერამ კი მოურინიო გააბრაზა და ფანატს ფეხი ამოსცხო, ერთერთმა მცველმა კი მომხვდურს ტელეფონი წაართვა და მოისროლა.

ინციდენტში სავაჭრო ცენტრის დაცვაც ჩარეულა. გაზეთის ცნობით, მომხდარის გარჩევის დროს დაზარალებული მოურინიოსა და მის მცველებს მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებდა, თავად მწვრთნელი კი აგრესიის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებდა და მხოლოდ ფოტოგრაფირების სურვილის არქონაზე ამახვილებდა ყურადღებას.

gio
სულ გაგიჟდა ეს კაცი არაა რეალში აღარ შეიძლება ამის გაჩერება დაღუპავს გუნდს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა