სეზონი იწყება, როგორც იქნა!
კლუბების მფლობელების შემდეგ, ახალი კოლექტიური ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს მოთამაშეებმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გუნდების მეპატრონეებმა ასი პროცენტით დაუჭირეს მხარი ახალ ხელშეკრულებას, მოთამაშეებს შორის კი თორმეტი არ დაეთანხმა ლიგის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირებს შორის მიღწეულ გარიგებას.

მაგრამ დანარჩენებმა (98.2 პროცენტი) მხარი დაუჭირეს ხელშეკრულებას, რაც რატიფიკაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

თუმცა ამით ლოკაუტი ოფიციალურად არ დასრულებულა. ბოლო ნაბიჯი იყო - მემორანდუმის გაფორმება ლიგასა და პროფკავშირებს შორის. რამდენიმე საათში ეს ფორმალობაც მოგვარდა და გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიხსნა საწვრთნელი ბანაკები.

ახალი კოლექტიური ხელშეკრულება ათი წლის ვადით არის გაფორმებული. დოკუმენტის თანახმად, მოთამაშეები მიიღებენ ლიგის საერთო შემოსავლის 50 პროცენტს და არა 57-ს, როგორც ეს წინა ხელშეკრულების თანახმად ხდებოდა. პირველი სამი წელი, მოთამაშეებს 50 პროცენტზე მეტი ეკუთვნით, რადგან იმოქმედებს წინა კონტრაქტების პირობები.

სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარი წელს 70.2 მილიონი იქნება, 2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული კი ის უკვე 64.3 მილიონს გაუტოლდება. ინდივიდუალური კონტრაქტის ვადა შვიდ წლამდე იქნება შეზღუდული.

ლიგამ უკვე გამოაქვეყნა წლევანდელი შემოკლებული სეზონის ძირითადი თარიღები და რიცხვები.

სეზონის დაწყება: 19 იანვარი.

რეგულარული ჩემპიონატის დასასრული: 27 აპრილი.

პლეი ოფის სტარტი: 30 აპრილი

პლეი ოფის სავარაუდო ბოლო დღე: 28 ივნისი.

გაცვლების ბოლო დღე: 3 აპროლი.

თავისუფალი აგენტების ბაზრის სტარტი: 5 ივლისი.

რეგულარული ჩემპიონატი შემდეგი მატჩებით გაიხსნება:

ფილადელფია-პიტსბურგი

ვინიპეგი-ოტავა

ლოს ანჯელესი-ჩიკაგო

ბოსტონი-რეინჯერსი

მონრეალი-ტორონტო

აილენდერსი-ნიუ ჯერსი

ტამპა ბეი-ვაშინგტონი

თითო გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში 48 მატჩს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლოკაუტი დასრულდა, ნამდვილი ჰოკეი იწყება

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა