ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
სერია A. XX ტური: ლიდერის კვალდაკვალ - ნუთუ "იუვენტუსი" კრიზისშია? [VIDEO]
სერია A. XX ტური: ლიდერის კვალდაკვალ - ნუთუ "იუვენტუსი" კრიზისშია? [VIDEO]
ტურის მთავარი მოვლენა "იუვენტუსის" კიდევ ერთი წაფორხილებაა, რითაც კარგად ისარგებლეს როგორც "ლაციომ", ისე "ნაპოლიმ"
XX ტურის მთავარი მოვლენა "იუვენტუსის" კიდევ ერთი წაფორხილებაა, რითაც კარგად ისარგებლეს როგორც "ლაციომ", ისე "ნაპოლიმ" - ანუ უახლოესმა მდევრებმა.
შესაბამისად, სკუდეტოსთვის ბრძოლამ უკვე რეალური კონტურები მიიღო და "ვეკია სენიორაც" აღარ გამოიყურება ისეთ ფავორიტად, როგორიც აქამდე ჩანდა.
თუმცა იქამდე "ინტერმა" ჩაატარა თავისი შეხვედრა და როგორც იქნა, მოიგო...
ნავსი გატყდა...
"ინტერმა" წარუმატებელ მატჩთა სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში "პესკარა" დაამარცხა. "დელფინთა" ძლევა საგმირო საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ არც გარჯა უნდა დავუკარგოთ მილანელ ფეხბურთელებს, მით უმეტეს, ანდრეა სტრამაჩონის სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალგაზრდა სპეციალისტს ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი აკლდა: ანდრეა რანოკია, ჟუან ჟესუსი და ვალტერ სამუელი.
ლომბარდიელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს, რომელთაგან ერთი როდრიგო პალასიოს, ხოლო მეორე ფრედი გუარინის ანგარიშზეა.
Video
ინტერი - პესკარა 2:0
პალასიომ ანტონიო კასანოსგან დიდებული პასი მიიღო, ერთი მეურვე ჩამოიცილა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგორა. პალასიომ მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო, ფლანგზე გაინავარდა და გუარინს საგოლედ უპასა.
მოკლედ, როდრიგო მატჩის გმირი გახდა, თუმცა არც კასანოს და იმავე გუარინის დავიწყება ეგების.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდა მარკო ბენსასის ნაყოფიერი გარჯა, რომელიც სწორედ საკადრო პრობლემების გამო მოხვდა ძირითად შემადგენლობაში - 18 წლის ნახევარმცველი დამაჯერებლად გაისარჯა და ალბათ, ამიერიდან უფრო ხშირად მოხვდება არათუ განაცხადში, თუნდაც ძირითად შემადგენლობაში.
ნამატჩევს ანდრეა სტრამაჩონიმ შემდეგი განაცხადა:
"მთავარია, რომ ნავსი გავტეხეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. მახარებს ისიც, რომ სახიფათო მომენტების რეალიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, რადგან მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა.
რატომ გამოვცვალე ასე ნაადრევად კასანო? - მინდოდა, ტომაზო როკის ეთამაშა, რადგან წინ სათასო პაექრობაა და ფორმაში უნდა იყოს.
შეამჩნევდით, ძირითად შემადგენლობაში 18 წლის მარკო ბენასი დავაყენე, რომელმაც იმედები სრულად გამიმართლა. ახალგაზრდულ გუნდში ბევრი ტალანტი გვყავს და მათთვის გზის გახსნა აუცილებელია".
კრიზისი?
"სამპდორიასთან" მატჩის მსგავსად, "იუვენტუსი" "პარმასთანაც" დაწინაურდა, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერც ამჯერად მოახერხა და კიდევ ერთხელ დაკარგა ქულები.
ეს უკვე დამაფიქრებელია და კითხვას ბადებს: კრიზისი? ნამატჩევს ანტონიო კონტემ გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
"ჩვენც ადამიანები ვართ და ყველა შეხვედრას მაღალ დონეზე ვერ ჩავატარებთ. გვქონდა უპირატესობა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც. კრიზისი? - არა მგონია, მომდევნო ტურში ყველაფერი დალაგდება".
პარმა - იუვენტუსი 1:1
ტურინელთაგან ანდრეა პირლომ გაიტანა, ემილიელთა რიგებში კი ნიკოლა სანსონე გამოირჩა, რომელმაც მეორე ტაიმში კარვალიო ამაური შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სანსონემ "ინტერსაც" გაუტანა და მთლიანობაში, შესანიშნავად ირჯება.
მდევრები სრული სვლით
"ლაციო" აღარ ხუმრობს - ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა "ატალანტა" მეორე ტაიმში გატეხეს და მორიგი ქულები ჩაიწერეს აქტივში.
ბერგამოელები მწყობრად იცავდნენ თავს, მიროსლავ კლოზეს კი, მინიმუმ, ორი მცველი ფეხდაფეხ დაყვებოდა. პეტკოვიჩმა სერჯო ფოკარი ჩართო თამაშში და სწორედ მან ითავა მხსნელის როლი - ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი სტუმართა მცველს საკუთარ კარში ჩააჭრევინა ბურთი.
ლაციო - ატალანტა 2:0
მოკლედ, ფლოკარი მატჩის გმირი გახდა, "ბიანკოჩელესტემ" კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. რომაელებმა კიდევ უფრო განიმტკიცეს პოზიციები და ლიდერამდე სამიოდე ქულა აშორებთ.
უფრო იოლად მოიგო "ნაპოლიმ", რომელმაც "პალერმოს" არავითარი შანსი არ დაუტოვა. გოლების გატანა საკუთარ თავზე შუახაზელებმა აიღეს და ჯერ კრისტიან მაჯომ იხეირა, შემდეგ კი გეკჰან ინლერმაც გამოიჩინა თავი.
ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა და ცხადი იყო, რომ ნეაპოლელები მოგებას აღარ გაუშვებდნენ ხელიდან. მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა ლორენცო ინსინიემ ერთიც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 3:0.
ნაპოლი - პალერმო 3:0
რომ არა დაკლებული ორი ქულა, ლიდერთა ტრიო კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნებოდა.
ფიასკო
2013 წელი ყველაზე ცუდად "ფიორენტინასთვის" დაიწყო... ფლორენციელებმა მიჯრით მეორე შეხვედრა წააგეს და მნიშვნელოვნად გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა. სულ ახლახან "ვიოლა" ლამის სკუდეტოს მაძიებლად ითვლებოდა, დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მთელი ხუთი ქულა აშორებს.
რაღაც მოიშალა გუნდის მექანიზმში და ვინჩენცო მონტელას ზომების მიღება მართებს.
ფლორენციელებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ შემდეგ სამი გაუშვეს და ქულებიც ფრიულიში დატოვეს. უდინელთაგან ისევ ანტონიო დი ნატალე და ლუის მურიელი გამოირჩნენ - ამ ტანდემის შეჩერება სულ უფრო რთული ხდება...
"რომას" მექანიზმში დიდი ხანია, რაღაც მოშლილია და ჯერჯერობით ვერც ზდენეკ ზემანი ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას. ეგ კი არა, "ჯალოროსი" ჩეხის ხელში კიდევ უფრო არასტაბილური და შესაბამისად, არაპროგნოზირებადია.
რომაელებმა "კატანიასთან" ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოძებული შანსები ქარს გაატანეს და მორიგი მარცხი იწვნიეს.
ზემანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას თითქმის უიმედოდ დაშორდა.
იტალია. სერია A. XX ტური
ბოლონია-კიევო 4:0
გოლები: 1:0 კონე (13), 2:0 ჯილარდინო (44), ჯილარდინო (59), გაბიადინი (89)
ბოლონია (4-2-3-1): ალიარდი - გარიჩი, პორტანოვა, ანტონსონი, კერუბინი - პერესი, კრხინი - დიამანტი (87. სორენსენი), გაბიადინი, კონე (85. პაციენცა) - ჯილარდინო (79. აკვაფრესკა).
კიევო (4-3-3): სორენტინო - სარდო, ცეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - გუანა (18. პალოსკი), ლ. რიგონი, კოფიე - სტოიანი (52. პელისიერი), თერეუ (65. ლუსიანო), ვაჩეკი.
გაფრთხილება: ანტონსონი, კონე - ცეზარი, იოკიჩი, ლ. რიგონი, კოფიე, პალოსკი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 8-7(5-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 000
ინტერი-პესკარა 2:0
გოლები: 1:0 პალასიო (31), 2:0 გუარინი (54).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - სილვესტრი, კამბიასო, კივუ - ჯონათან, ძანეტი, ბენასი, პერეირა - გუარინი (78. მუდინგაი) - კასანო (68. როკი), პალასიო (88. მილიტო).
პესკარა (4-3-1-2): პერინი - ბალცანო, ტერლიცი, კაპუანო, მოდესტო - ნიელსენი (63. კაშონე), კოლუჩი, ბარნასონი - ვეისი (82. კაპრარი) - ჯონატასი, სელიკი (77. აბრუსკატო).
გაფრთხილება: ბენასი, პალასიო - ბალცანო, სელიკი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-8(4-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 40 000
ტორინო-სიენა 3:2
გოლები: 1:0 ბრიგი (5), 1:1 რეჯინალდო (32), 2:1 ბიანკი (38), 3:1 ჩერჩი (45), 3:2 პაოლუჩი (76).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დამბროზიო, დი ჩეზარე, როდრიგესი, კასერესი - ბირსა (79. სუჩუ), ბრიგი, ბაშა, სანსონე (79. მეჯორინი) - ჩერჩი, ბიანკი.
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ბელმონტე (57. სესტუ), ვალიანი (41. პაოლუჩი), დელ გროსო, ვერგასოლა, ბოლცონი (73. დელა როკა) - როზინა, რეჯინალდო.
გაფრთხილება: ბიანკი - ნეტო, პაჩი, დელ გროსო, რეჯინალდო.
კუთხური: 0-12; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-13(3-7); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 15 000
კალიარი-ჯენოა 2:1
გოლები: 0:1 პიზანო (48), 1:1 საუ (55), 2:1 კონტი (82).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო, ასტორი, როსეტინი, აველარი - დესენა (57. რიბეირო), კონტი, ეკდალი (82. ნენე) - ნაინგოლანი - იბარბო, საუ (87. კაზარინი).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - პიზანო, მანფრედინი, გრანკვისტი, ანტონელი - კუჩკა, მათუზალემი (58. სეიმური), როსი (46. პიშიტელა), ბერტოლაჩი (73. ფლორო ფლორესი) - ანტონელი, ბორიელო.
გაფრთხილება: პიზანო, დესენა, კონტი - პიზანო, გრანკვისტი, ანტონელი.
გაძევება: სეიმური (82. ჯენოა).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-8(5-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 10 000
კატანია-რომა 1:0
გოლი: 1:0 გომესი (62).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ისკო, სალიფუ (61. პალიალუნგა), ალმირონი (82. კასტრო) - ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი (78. რიკიუტი).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი (57. მარკინიოსი), ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, პანაიოტისი, ფლორენცი - ლამელა, დესტრო, მარკინიო (71. დოდო).
გაფრთხილება: ბელუში, ლეგროტალიე, მარკეზე, ბერგესიო - კასტანი, ბალცარეტი, დესტრო.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-11(4-2); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 16 000
ლაციო-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 ფლოკარი (67), 2:0 ბრივიო (77-საკ. კარში).
ლაციო (4-1-4-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, სიანი, რადუ - ლედესმა - ერნანესი, კანდრევა (46. ფლოკარი), მაური, ლულიჩი (46. ცანა) - კლოზე (86. კავანდა).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი, სტენდარდო, კანინი, ბრივიო - ჯორჯი, კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა - მორალესი - დენისი.
გაფრთხილება: სიანი, კანდრევა - რაიმონდი, სტენდარდო, ჩიგარინი, დე ლუკა.
გაძევება: კარმონა (83. ატალანტა).
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-5(4-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000
ნაპოლი-პალერმო 3:0
გოლები: 1:0 მაჯო (30), 2:0 ინლერი (34), 3:0 ინსინიე (73).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კამპანიარო, ბრიტოსი (78. ფერნანდესი) - მაჯო, ბერამი, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი (87. ინსინიე) - პანდევი (68. ინსინიე), კავანი.
პალერმო (4-3-2-1): უიკანი - ფონ ბერგენი, გარსია, არონიკა - მორგანელა, ბარეტო, რიოსი (54. დონატი), ანსელიმო, დოსენა - ბრიენცა (65. დიბალა), ბუდანი (46. მიკოლი).
გაფრთხილება: ანსელიმო, ბარეტო (პალერმო).
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9-6(4-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 45 000
პარმა-იუვენტუსი 1:1
გოლები: 0:1 პირლო (52), 1:1 სანსონე (77).
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, სანტაკროჩე, პალეტა - ბიაბიანი, მარკიონი (82. ასკუა), ვალდესი, პაროლო, გობი - ამაური (69. სანსონე), ბელფოდილი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, პადოინი (65. დე ჩელიე) - ჯოვინკო, კვალიარელა (68. ვუჩინიჩი).
გაფრთხილება: პალეტა, ასკუა - პადოინი.
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 6-14(2-9); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 25 000
უდინეზე-ფიორენტინა 3:1
გოლები: 0:1 ბრკიჩი (20-საკ. კარში), 1:1 დი ნატალე (45-პენ.), 2:1 დი ნატალე (66), 3:1 მურიელი (67).
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი (40. პადელი) - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა (46. ალანი), პინცი, ლაძარი, პასკუალე - მურიელი (78. სილვა მოისესი), დი ნატალე.
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - გონსალო, ტომოვიჩი (71. ტონი), სავიჩი - კუადრადო (78. რომულო), აკვილანი, მილიაჩო, ბორხა ვალერო, პასკუალი - იოვეტიჩი, ლიაიჩი (78. სეფეროვიჩი).
გაფრთხილება: პინცი, ლაძარი - გონსალო, აკვილანი, ბორხა ვალერო.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-6; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-11(5-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 18 000
სამპდორია-მილანი 0:0
სამპდორია (3-5-2): რომერო - დე სილვესტრი, გასტალდელო, კოსტა - პალომბო, კრსტიჩიჩი (88. მუსტაფი), ობიანგი, პოლი (79. ტისონე), ესტიგარიბია (71. სორიანო) - ედერი, იკარდი.
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, მექსე, საპატა, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი (26. ფლამინი), ბოატენგი - ბოიანი (87. ნოჩერინო), ელ შაარავი (68. რობინიო), ნიანგი.
გაფრთხილება: გასტადელო - მექსე, ნიანგი.
კუთხური: 10-9; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-10(5-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 28 000
სამპდორია - მილანი 0:0
სატურნირო ცხრილი
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ნაპოლი -2, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები:
16 - კავანი (ნაპოლი); 14 - ელ შაარავი (მილანი), დი ნატალე (უდინეზე); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია).
მომდევნო ტური
19 იანვარი
პალერმო-ლაციო, იუვენტუსი-უდინეზე.
20 იანვარი
ფიორენტინა-ნაპოლი, კიევო-პარმა, სიენა-სამპდორია, პესკარა-ტორინო, მილანი-ბოლონია, ატალანტა-კალიარი, ჯენოა-კატანია, რომა-ინტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• REZO
ინტერს ყველაზე მაგარი მწრთვნელი ყავს
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა