სოფიო და უკრაინელი მარიანა ზაკარლიუკი ფინალში ჩიაკი ოკადაუეს და მელის სეზერს დაუპირისპირდებიან
ანტალიაში 14 იანვარს დამთავრდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი), რომლის წყვილთა ფინალში ითამაშებს თბილისელი სოფიო ქვაცაბაია.

ჩვენებურმა, უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან ერთად (მე-4 ნომრად არიან განთესილნი), სტარტზე ანგელინა კლიმოვას (გერმანია) და იოანა პოსირკას (რუმინეთი) აჯობა - 6:2, 6:2, მერე მარით ბოონსტრა (ჰოლანდია) და ტაისია ზაკარლიუკი (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 7:6, ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) და ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტი დაამარცხა - 4:6, 6:4, 13:11.

გადამწყვეტ პაექრობაში ილინე ბოიეკენსისა და ისალინ ბონავენტურეს (ორივე - ბელგია) მძლეველ (1:6, 6:3, 12:10) მეორე ნომრებს - ჩიაკი ოკადაუეს (იაპონია) და მელის სეზერს (თურქეთი) დაუპირისპირდებიან.

ერთეულთა თანრიგის ფინალში რეკა-ლუკა იანიმ მარით ბოონსტრა დაამარცხა - 6:1, 1:6, 7:6.

13 იანვარს ანტალიაშივე დაიწყო 10 000-იანი ქალთა საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის ძირითად ბადეში ისევ ითამაშებს სოფიო ქვაცაბაია, რომელიც, სავარაუდოდ, მეხუთე ნომრად განითესება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა