შვიდწლიანი განშორების შემდეგ "დინამო თბილისს" შაშიაშვილი დაუბრუნდა
შვიდწლიანი განშორების შემდეგ "დინამო თბილისს" გიორგი შაშიაშვილი დაუბრუნდა. 33 წლის მცველმა გუნდში სადებიუტო მატჩი 1996/97 წლების სეზონში ითამაშა.

გიორგი შაშიაშვილმა, რომელიც ოთხი სეზონი კაპიტნის სამკლავურით უძღვებოდა გუნდს, "დინამოს" მაისურით ზედიზედ რვა სეზონი ჩაატარა.

საქართველოს ჩემპიონატში 189 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. ევროასპარეზზე ნათამაშებ 20 მატჩში კი - ორი ბურთი ტალინის ტვმკ-ს გაუტანა.

გიორგის 2001 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 30 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გიორგი შაშიაშვილს სხვადასხვა დროს "ალანიაში", "ჩერნომორეცში", "შტურმში", "ერგოტელისში" და "დილაში" აქვს ნათამაშები.

გიორგი შაშიაშვილი: "დინამოს" მაისურით გამოსვლა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. ამ გუნდის აღზრდილი ვარ; როგორც ფეხბურთელი, "დინამოში" ჩამოვყალიბდი.

ჩემს კარიერაში ყველა დიდი წარმატება სწორედ "დინამო თბილისთან" ასოცირდება - შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახლში დავბრუნდი.

იმ პერიოდში, როდესაც დინამოდან წავედი, სულ სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა.

ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუნდაც დიღმის საწვრთნელი ბაზა ავიღოთ - ასეთი პირობებით ბევრი ევროპული გუნდიც ვერ დაიტრაბახებს.

შესაბამისად, დღეს "დინამო" კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს ფაქტორი ყველას დამატებით მოტივაციას მატებს და არც მე ვარ გამონაკლისი.

მართალია, "დინამო" ჩემი მშობლიური გუნდია, ოთხი წელი კაპიტნის სამკლავურით ვთამაშობდი, თუმცა დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დინამოს წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო".

fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა