მელბურნში დაიწყო რიგით 101-ე ავსტრალიის ღია პირველობა
დღის ტენდენცია

მელბურნში დაიწყო რიგით 101-ე ავსტრალიის ღია პირველობა. პირველ დღეს ყველაფერმა კანონზომიერად ჩაიარა. 15:1 - ასეთი ანგარიშით მოიგეს განთესილებმა როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ბადეში. ქალებს შორის გამონაკლისი გახდა მონა ბარტელი, რომელმაც ქსენია პერვაკთან წააგო, კაცებს შორის კი განთესილთაგან ბრძოლას გამოეთიშა არგენტინელი ხუან მონაკო - ის რუს კუზნეცოვთან დამარცხდა.

აგნიეშკა ათამდე ავიდა

პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ გააგრძელა 2013 წელს თავისი ბრწყინვალე სერია. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ჯერჯერობით დაუმარცხებელია ამ სეზონში და მას უკვე ზედიზედ 10 მოგება დაუგროვდა.

აგნიეშკამ ავსტრალიის ღია მასპინძელ ბოიანა ბობუშიჩთან მატჩით გახსნა. საკმაოდ გამოცდილი ავსტრალიელი კარიერაში მეორედ თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირზე და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ სეტში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს. ბობუშიჩი საწყის პარტიაში სეტზე აწვდიდა, მაგრამ რადვანსკამ შეძლო საჭირო დროს ბრეიკის გაკეთება და იქიან მოყოლებული, ზედიზედ რვა გეიმის აღებით 7:5, 6:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ რადვანსკამ 2013 წელი ზედიზედ ორი ტურნირის მოგებით დაიწყო. მან მთავარი პრიზი მოიპოვა ოკლენდსა და სიდნეიში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი გამარჯვება სიდნეიში, სადაც ფინალში 6:0, 6:0 გაანადგურა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა.

ჯოკოვიჩი წესრიგშია

14 იანვარს საქმეში ვიხილეთ მამაკაცების პირველი ნომერი, მოქმედი ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი - სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ის ავსტრალიაში ბოლო ორი ტიტულის მფლობელია და შანსი აქვს, "ღია ერაში" იქცეს პირველ ჩოგბურთელად, ვინც აქ ზედიზედ სამჯერ გახდება მთავარი პრიზის მფლობელი.

ჯოკოვიჩმა ამ მიზნისკენ დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა - სამ სეტში მოუგო გამოცდილ და ყოველთვის სახიფათო ფრანგს, პოლ-ანრი მატიოს - 6:2, 6:4, 7:5. შესაძლოა, ჯოკოვიჩის გულშემატკივრებს არ მოეწონოთ მატიოს მიერ მოგებული გეიმების რაოდენობა, რადგან სერბისგან უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ ჯერ ერთი, მატიო კარგად აწოდებდა მეორე და მესამე სეტებში და ეს პარტიები ნოვაკმა მხოლოდ თითო ბრეიკის წყალობით მოიგო; გარდა ამისა, ჯოკოვიჩის აღიარებით, ის ბოლომდე არ იხარჯებოდა და მაშინ უმატებდა თამაშს, როცა ეს საჭირო იყო:

“ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვიდა. ორივე კარგად ვაწვდიდით მეორე და მესამე სეტებში, მაგრამ მე შევძელი კარგად თამაში მაშინ, როცა ამას თამაშის სცენარი ითხოვდა. ტურნირი ორი კვირა გრძელდება და ეს მხოლოდ პირველი დღე იყო. ასე რომ, ცხადია, ორივე ვღელავდით. პირადად მე მოხარული ვარ აქ დაბრუნებით. მომწონს აქაური კორტი და იმედია, ასევე გავაგრძელებ თამაშს”.

ჯოკოვიჩის დამაჯერებელ გამარჯვებაზე მეტყველებს ის, რომ მატიოს მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთ გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტები. ეს მოხდა მეორე სეტში და ნოვაკმა სამივე საფრთხე მოიგერია.

წაგებული ვეტერანები

14 იანვარს რამდენიმე სახელოვანი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას. სლოვაკმა დანიელა ჰანტუხოვამ ვერ გაუძლო ახალგაზრდა ტაივანელი იუნ-მან ჩანის შემოტევებს. მართალია, დანიელამ პირველი სეტის წაგებისთვის დამაჯერებელი რევანში აიღო (6:1), მაგრამ მესამე პარტიაში ასეთივე ანგარიშით განადგურდა.

ლეიტონ ჰიუიტი ზედიზედ მეჩვიდმეტედ ჩაება ავსტრალიის ღია პირველობაში და ადგილობრივ პუბლიკას მცირე იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი შეძლებდა მერვე ნომრად განთესილი იანკო ტიპსარევიჩის დამარცხებას.

ამ იმედს იძლეოდა გასულ კვირას კუიონგის საჩვენებელი ტურნირის მოგება, რომლის დროსაც ჰიუიტმა დელ პოტროსა და ბერდიხის დამარცხება შეძლო, მაგრამ სასწაული არ მოხდა. მართალია, ლეიტონმა სამი საათი შეაყოვნა კორტზე ტიპსარევიჩი, პირველ ორ სეტში დიდი ბრძოლაც გაუმართა, მაგრამ დღეს ამ ჩოგბურთელებს შორის კლასში მაინც დიდი გასხვავებაა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა - 7:6(4), 7:5, 6:3.

დიმიტროვი ფედერერი არ არის

ახალგაზრდა ჩოგბურთელების ლეგენდებთან შედარება ჩვეულებრივი ამბავია. ბულგარელ გრიგორ დიმიტროვზე ხშირად უთქვამთ - როჯერ ფედერერს ჰგავსო, მაგრამ 21 წლის ჩოგბურთელს გაუჭირდა კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადადგმა.

წელს ბრისბენის ტურნირის ფინალში გასვლით ისევ ალაპარაკდნენ დიმიტროვსა და ფედერერს შორის მსგავსებაზე. ამას დაემატა ჭორები მარია შარაპოვასთან რომანის შესახებ, რამაც ბულგარელის სოციალური სტატუსი აამაღლა, მაგრამ ავსტრალიის ღიას პირველ წრეში დიმიტროვს მოუწია მასზე გამოცდილ ჟულიენ ბენეტოსთან დანებება. ფრანგმა ჩააგდო პირველი სეტი და მეტოქეს ბრეიკით დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ მალე გაახსენდა, რომ თავადაც კარგად დაიწყო წლევანდელი სეზონი. ბენეტომ გაათანაბრა ანგარიში და ისე აიღო სამი სეტი, გონს მოსვლა არ აცალა მეტოქეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: მარია შარაპოვას და ვენუს უილიამსის მოთელვა

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვი იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები