"ნიუკასლის" 25 წლის ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, პარასკევს "პარკ დე პრენსზე" იმყოფებოდა
"ნიუკასლის" 25 წლის ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, პარასკევს "პარკ დე პრენსზე" იმყოფებოდა და თვალს პსჟ-"აიაჩოს" მატჩს ადევნებდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს "ლე პარიზიენი" გაესაუბრა და ბენ არფამ არ დამალა, რომ პარიზულ გუნდში თამაში მისი დიდი ხნის ოცნებაა.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ "ნიუკასლთან" კონტრაქტი მაკავშირებს და იქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გადარჩენაა, მაგრამ სეზონის შემდეგ არავინ იცის, რა მოხდება," – განაცხადა ბენ არფამ.

როგორც გაირკვა, ნახევარმცველი ბავშვობიდან "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივარი ყოფილა. ისევ მას მოვუსმინოთ:

"ჩემი უფროსი ძმა პსჟ-ის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო და თამაშს არ ტოვებდა. გუნდის მიმართ სიყვარული მისგან გადმომედო და მას შემდეგ პსჟ ჩემი გუნდია. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი ოთახი სავსე იყო ჟინოლას, ვეას და სხვა გენიალური ფეხბურთელების პოსტერებით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კი ვალდო იყო, მაგრამ ჯორჯ ვეაც ძალიან მომწონდა".

ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჟურნალისტმა შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ბენ არფამ შემდეგი უპასუხა:

"ამ გუნდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება გახლავთ. თუ მათი მხრიდან შემოთავაზება იქნება, პირობებს დიდი სიამოვნებით გავეცნობი. პსჟ-ში თამაში შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა".

გარდა ამისა, "მარსელის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვარჯიში თებერვლის შუაში უნდა განაახლოს. შეგახსენებთ, რომ ბენ არფა "ნიუკასლში" 2010 წელს გადავიდა და იმ სეზონში მძიმე ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. შარშან ფრანგი ფეხბურთელი ჯორდების წარმატებული გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, წელს კი მხოლოდ 13 შეხვედრაში ითამაშა, 11 დეკემბერს კი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"პარი სენ-ჟერმენმა" თვალი ადრიანოს დაადგა

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა