"კიკერის" ცნობით, მიუნხენის "ბაიერნში" სამწვრთნელო საკითხი ამ თვეში გადაწყდება!
სამწვრთნელო საკითხი ბუნდესლიგის არაერთ კლუბშია გასარკვევი - სეზონის ბოლოს კონტრაქტები შემდეგ მწვრთნელებს უმთავრდებათ:

იუპ ჰაინკესს (ბაიერნი), იენს კელერს (შალკე), ბრუნო ლაბადიას (შტუტგარტი), არმინ ფეეს (აინტრახტი), მაიკ ბიუსკენსს (ფიურტი) და მიხაელ ვაიზინგერს (ნიურნბერგი).

ცხადია, ყველაზე საინტერესო "ბაიერნია". "კიკერი" წერდა, რომ ყინული დაიძრა: რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰაინკესს ამ დღეებში უნდა შეხვდეს.

როცა მწვრთნელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, გერმანული კლუბები დამრიგებლებთან მოლაპარაკებებს იანვარში იწყებენ ხოლმე, მაგრამ ჰაინკესმა არაერთხელ თქვა, შეფებს სავარაუდოდ მარტში დაველაპარაკები, მანამდე კი საჩქარო არაფერიაო.

როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა, რადგან 14 იანვარს "კიკერი" წერდა, რომ "დონ იუპისა" და "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეხვედრა მინიმუმ, ამ დღეებში და მაქსიმუმ, იანვრის ბოლომდე შედგებაო. "კიკერი" იმასაც იუწყება, რომ სწორედ 2-3 კვირაში გადაწყდება, ვინ იქნება "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან - ისევ ჰაინკესი, თუ ვინმე სხვა.

პრეზიდენტი ული ჰიონესი და სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ჰაინკესს მუდმივად აქებენ და გაიძახიან, რაც უნდა მოხდეს, "ბაიერნს" მომდევნო სეზონშიც ბრწყინვალე დამრიგებელი ეყოლებაო. თუ ჰაინკესი რუმენიგეს ეტყვის, რომ მუშაობის გაგრძელება უნდა, მერე ბოსები ერთმანეთში მოილაპარაკებენ, როგორ უნდა მოიქცნენ; ხოლო, თუ პენსიაზე გასვლას მოისურვებს, ჰიონესს, რუმენიგეს და ზამერს ყველა შემთხვევაში ახალი სპეციალისტის მიწვევა მოუწევთ.

"კიკერის" ინფორმაციით, დღეისათვის "ბაიერნში" სერიოზულად მხოლოდ სამი კანდიდატურა განიხილება: ხოსეპ გვარდიოლა, რობერტო დი მატეო და მეჰმეთ შოლი.

პირველი კანდიდატი: გვარდიოლა

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენა არ იცის, 41 წლის გვარდიოლა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს მაინც სერიოზულად აინტერესებთ. მეტიც: "კიკერი" წერს, რომ ჰაინკესის წასვლის შემთხვევაში "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ყველაზე სასურველი კანდიდატია.

თუმცა "ბაიერნს" პეპისთვის ბრძოლაში "ჩელსის" და "მანჩესტერ სიტის" სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს.

14 იანვარს "მიუნხენერ თაგესცაითუნგმა" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: ხსენებულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ გვარდიოლას მრჩეველი ხოსეპ მარია ორობიტგი რამდენიმე დღის წინ მიუნხენში იმყოფებოდა და "ბაიერნის" ხელმძღვანელებს შეხვდა. გაზეთი წერს, რომ ეს ინფორმაცია სანდო წყაროს მეშვეობით მოიპოვა.

"თაგესცაითუნგი" იმასაც იტყობინებოდა, რომ გვარდიოლას მიუნხენური გრანდის ბოსებისთვის შეუთვლია, გადაწყვეტილებას მარტში მივიღებო.

გაგახსენებთ, რომ შარშან, მაისში, გვარდიოლას კიდევ ერთ მრჩეველს და ძმას, პერეს, მიუნხენური კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი შეხვდა. ინგლისური პრესა წერდა, პეპს ინგლისში მუშაობა უნდა და გადაწყვეტილებას ან "სიტის", ანაც "ჩელსის" სასარგებლოდ მიიღებსო; გერმანული "თაგესცაითუნგი" კი ირწმუნება, რომ ინგლისი პეპის პირველი არჩევანი არ არის.

მეორე კანდიდატი: დი მატეო

"კიკერის" ცნობით, გვარდიოლას შემდეგ ბავარიელები 42 წლის დი მატეოს კანდიდატურას განიხილავენ, რომელმაც წინა სეზონში "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, "ბაიერნს" კი "ალიანს არენაზე" საოცნებო ფინალი ჩაუმწარა.

დი მატეო შვეიცარიაშია დაბადებული და გერმანულად საუბრობს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დი მატეო პირადად ზამერის ფავორიტია - თუ, რა თქმა უნდა, გვარდიოლას ვერ დაითანხმებენ.

მესამე კანდიდატი: შოლი

გვარდიოლასთან და დი მატეოსთან ერთად, ბოლო დროს "ბაიერნთან" მიმართებაში ყველაზე ხშირად ექსბაიერნელი მეჰმეთ შოლის გვარს ახსენებენ.

42 წლის მეჰმეთმა კარიერა 2007 წელს დაასრულა, 2008 წელს კი "ბაიერნის" 13-წლამდელთა ბავშვთა გუნდში დაინიშნა. 2009 წელს შოლს "ბაიერნის" მეორე გუნდი ჩააბარეს, 2010-ში გაათავისუფლეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ისევ დანიშნეს და ახლა კვლავ რეკორდმაისტერის მეორე, რეგიონალლიგის გუნდის დამრიგებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ გაწვრთნის "ბაიერნს"?

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა