ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია

თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდების დასაქმებას ითხოვს. გაიზიარებენ კლუბები მის პოზიციას?
14 იანვარს ფეხბურთის ფედერაციაში 12-თა საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. სხდომა სტადიონების ლიცენზირების თემით ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გახსნა.

მისი თქმით, უეფამ ძალზე გაამკაცრა წესები, მაგრამ სფფ-ის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე კლუბს სტადიონების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი აქვს.

"უეფაში ლიცენზირების პერიოდი თებერვლიდან აპრილამდეა. საუბარია იმ სტადიონების ლიცენზირებაზე, სადაც ევროთასებზე გასულმა გუნდებმა უნდა ითამაშონ.

მოთხოვნები ჩემპიონატშიც გამკაცრდება, რაზეც კლუბები ჯერ კიდევ აგვისტოში გავაფრთხილეთ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სტადიონზე სერიოზული პრობლემებია.

უკვე გავუგზავნეთ წერილები "სიონს", "ჩიხურას", ფოთის "კოლხეთს", ქობულეთის სტადიონს და მარტვილის "მერანს". ლაპარაკია ვიპ-ადგილებზე, გასახდელებზე, უსაფრთხოების ნორმებზე და ა.შ.

ასე რომ, თუ პრობლემები ჩემპიონატის განახლებამდე არ მოგვარდება, ამ არენებზე თამაშს ავკრძალავთ და მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე დავნიშნავთ", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

12-თა საბჭოს წევრებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ორიოდე დღის წინ წამოყენებული იდეა გააცნო, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მეტ დასაქმებას გულისხმობს.

საამისოდ უმაღლესი ლიგის გუნდების ძირითად შემადგენლობაში 21 წლამდე 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონებას ითხოვს.

ამას გარდა, 12-თა საბჭოს დეკემბრის შეხვედრაზე კლუბებმა მოითხოვეს, რომ მათ სამი ლეგიონერის დამატების უფლება უფასოდ მიეცეთ. აქამდე კლუბები თითოეულში 15 ათას ლარს იხდიდნენ.

შეხვედრის მონაწილეების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ჯერ ყველა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ირაკლი ქავთარაძე, რუსთავის "მეტალურგის" გუნდის უფროსი:

"ლეგიონერზე გუნდი 15 ათას ლარს აღარ გადაიხდის, თუ სამზე მეტი უცხოელი არ ჰყავს. მე რომ მკითხოთ, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

მაგრამ "ზესტაფონის" პრეზიდენტის მოსაზრება იყო, როდესაც ლეგიონერები გვეყოლება, ადგილობრივებს კონკურენციისთვის მეტი სტიმული გაუჩნდებათო.

ჩვენ ლეგიონერები, ფაქტობრივად, არ გვყავს და ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებს.

მაგრამ დღეს უფრო მეტად იყო ლაპარაკი 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მოთამაშეთა დასაქმება-გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, 18-კაციან განაცხადში ორი ასეთი მოთამაშე მაინც რომ შევიყვანოთ. მაგრამ ჯერ ვერ დავინახეთ, ეს არის თუ არა გამოსავალი.

ამიტომ უნდა განვიხილოთ, რა და როგორ აჯობებს. შესაძლოა, ამან უხერხულობა გამოიწვიოს გუნდებში."

ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც ვთხოვეთ.

თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია

- საინტერესო საუბარი გვქონდა. ჩვენი სურვილია, ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატები, რაც შეიძლება, მეტად დასაქმდნენ და სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. თუ ეს ინიციატივა დამტკიცდება, კლუბი სათადარიგოებში კიდევ ორ კაცს მაინც დასვამს, რათა მათი შემცვლელი ჰყავდეს.

კლუბები ამბობენ, რომ ასეთი ახალგაზრდები თითქმის ყველა კლუბში თამაშობენ, მაგრამ ერთია, რომ თამაშობენ, მეორეა, როდესაც ამას კანონის ძალას აძლევ და ახალგაზრდების გაზრდას ავალდებულებ. ასეთი გადაწყვეტილება ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს, რადგან აქ ლაპარაკია მინიმუმ 24 მოთამაშეზე.

აიღეთ კონკრეტული მაგალითები: ვხედავთ პროგრესს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ისინი ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა შესარჩევიდან ელიტრაუნდში მოხვდნენ; მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ იმასაც, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია.

ეს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს საქმეს გაუადვილებს, გუნდში ყოველ კვირას ნაკრების 24 ფეხბურთელი დასაქმდება, დანარჩენი 24 კი სათამაშოდ მზად იქნება.

- კლუბები ამ პოზიციას ფრთხილად ეკიდებიან...

- რა თქმა უნდა, ზოგისთვის საკუთარი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია და მათი, გარკვეულწილად, მესმის. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებების პოზიცია არ აინტერესებთ, მაგრამ ბოლოდროინდელი ტენდენცია უნდა გაითვალისწინონ და ასაკობრივ ნაკრებებში გარკვეულ პროგრესს ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ.

ინიციატივის გაზიარებით ის ნეგატიური ტენდენციაც შემცირდება, 18-19 წლის ბავშვებს უცხოეთში რომ არბენინებენ.

- ლეგიონერებზე გადასახადის მოხსნას როგორ შეაფასებდით?

- კლუბს ლეგიონერის ჩამოყვანა 15 ათასი ლარი თუ არ უღირს, ან მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაშიც რომ ვერ ხვდება, ასეთი ფეხბურთელის ჩამოყვანას რა აზრი აქვს? უცხოელთა სკამზე დასმას განაცხადში ისევ ქართველების შეყვანა აჯობებს, ამაზეა ლაპარაკი.

რა დასამალია, ხშირად ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მოთამაშეების ჩამოსვლა სახვეწარი გვიხდება, რადგან კლუბებში პრობლემები ექმნებათ. ასეთ დროს იდეალური ვარიანტი ადგილობრივ ჩემპიონატში დასაქმებულთა გამოძახებაა.

ჩემპიონატში წინსვლა არ არის და რაღაც ჩვენი მხრიდანაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენი პოზიცია იციან. ახლა მათი ჯერია.

- ანუ ჯერ კლუბებს წინადადებაზე საბოლოო უარი არ უთქვამთ?

- არა, მხოლოდ მოსაზრებები გამოხატეს. ცხადია, შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების ყველა შედეგის განსაზღვრა, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, რომ ახალგაზრდების დასაწინაურებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

და მეორეც: იდეალური გადაწყვეტილება არ არსებობს და ის ყველას ინტერესსაც ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია. დანარჩენს თავად კლუბები გადაწყვეტენ.

გაიზიარებენ კლუბები ქეცბაიას ინიციატივას? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა

• daviti

giorgi,ნახე,აიღე ძმაო ნებისმიერი ქართული კლუბი და დიდი ალბათობით ყველა მათგანში მინიმუმ 3-4 კაცი თამაშობს 21 წლამდე ფეხბურთელი.იცი რატო გვაქვს დარხეული,იმიტომ რომ,ახალგაზრდა,ვინც თუნდაც უმაღლესი ლიგის გუნდის სასტარტო ფეხბურთელია,ისიც კი გარბის სხვაგან სათამაშოდ და აქ თამაშს აზერბაიჯანში,სომხეთში,უზბეკეთში,ყირგიზეთში და უკრაინის თუ რუსეთის პირველ და მეორე ლიგებში თამაში ურჩევნიათ.ესაა ჩემო ძმაო მისახედი,ამას ნამდვილად ვერ მოაგვარებ ქეცბაიას იდეით.სამწუხაროდ ზოგზოგიერთებს ასაკობრივი ნაკრებების წარმატებები პროგრესი გგონიათ,არადა ადრეც გვქონდა მსგავსი წარმატებები,ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულები ვართ,ჟორჟიკაშვილის მწვრთნელობის დროს მგონი 17 წლამდელები იყვნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მაგრამ,არცერთი მათგანი აღარ თამაშობს მგონი ფეხბურთს არადა 28-30 წლის იქნებიან ეხლა.

• giorgi

მე კი მგონია ნაკლებაადაა საქარტველოს ჩემპიონატის გუნდები მასიურად ახალგაზრდებაზე დაყრდნობილი თუ გინდათ ნახეთ ჩვენი უმაღლესი ჩემპიონატის გუნდების ფეხბურტელთა ასაკები..

• giorgi

daviti მესმიეს შენო მეგობარო მეც იგვე კითხები მაწუხებს და იგივე გულისტკვილი მაქვს მაგრამ რაღაცით ხო უნდა დავიწყოთ და რომც ილაპარაკოს მაგას დრო წლები და მტავრობის კეთილი ნება უნდა ან საკანადებლო ბაზის ისეტი კანობის დააწესება რომელიც ინვესტორს მოიზიდავს და უფასოს გახდის ბავშვთა ფეხბურტს და შეიცვლება ინფრასტრუქტურა და ყველფერი დაკავშირბული ფეხბურთტან ეს უკვე გაცვეთილი ლაპარაკია უკვე ბევრი მიფიქრია მაგრამ რო არ ხდება ესე ვინუჟდენები ვართ რაღაც შევცვალოთ..არ ხდება სამწუხაროდ და იმედია მოხდება ახალი ხელისსუფლების მიერ ისეთი საკანდებლო ბაზის შექმნა ან ფულის ჩადება ფეხბურტში რაც შენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემებს დადებითისკენ შეცვლის..და ჩემო ძმაო ახალგაზრდა ფეხბურთელები უმეტესო სამწუუხაროდ მე იცი რომ ჩიხში ხვდება იმიტომ რომ არ არიან ნნორმალური სკაუტები..არ ხდება გუნდების იერ სწორი შერჩევა მათი ბებერ ჩამოწერილ ფეხბურთელებზე ხდება ისევ დაყრდნობა ბევრის ჩამოთვლა შეიძლება მოდი დავითვალოთ რამდენი ქართველ ახალგარდული ნაკრების წევრია უმაღლესი გუნდების რიგებში? არცერთი და მიდიან განუვითარებელ უპერსპექტივო უგუნდებში და ჩემპიონატებში.. არაფერი ცუდი არ თქმულა დადებიტია ეს ჩემი არით..ახალგაზრდებთან რომ არსწრია მიდგომა ეს მათ რეგრესზე და უმეტესობის დაღუპვაზეც ისახება..

• ლუხუტა

მიშა მესხი 17 წლის მოხვდა დინამოში დავალდებულების გარეშე . მესიც არ იყო 21 წლის ბარსაში რაღაცას რომ მიაღწია, ასე რომ "ნიჭი ძამიკო ნიჭი"!!!!

• daviti

giorgi,კიდევ ერთხელ გკითხავ მოწიწებით,რამდენი წელია ჩვენი კლუბები სულ ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ამას შედეგი მოყვა?დაუკანონებლადაც განა გუნდების ნახევარი 20 წლამდე ბიჭებით არაა დაკომპლექტებული?გამოსავალის ძებნა ჩემი საქმე არ არის,ეს იმ ხალხისგან მოითხოვე ვისი უშუალო მოვალეობაც არის მისი მოძებნა.მე მტკივა ქართული ფეხბურთი და ამიტომ მაბრაზებს მსგავსი სისულელის მოსმენა და მასზე დისკუსიების გამართვა მართლა გამოსავლის ძიების ნაცვლად.ისე ერთს ვიტვი,თუ კაცია ქეცბაია,თქვას რამდენი აქვს ბოლო-ბოლო ხელფასი ნაკრებში რომელსაც შედეგი არ აქვს და თვითონ დასვას შეკითხვა ხომ არ ჯობია,ამ სავარაუდოდ ექვს ნიშნა ციფრით გამოხატული თანხის სხვაგვარად,მაგალითად ბავშვთა ფეხბურთში გამოყენება იმის ნაცვლად რომ,იწუწუნოს მალტას სტუმრად იმიტომ ვერ მოვუგეთ ფეხბურთელები არ გვყავსო?როგორ უნდა გაიზარდოს ფეხბურთელი ამ ქვეყანაში როცა მოსახლეობის სამოცდაათ პროცენტს ბავშვის ფეხბურთზე მიყვანის სახსრები არ აქვს?იცით რამდენი ნიჭიერი და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბავშვი დადის მაგალითად რაგბზე იმიტომ რომ,იქ სიარული უფასოა?გინახავს სადმე ამ თემაზე ვინმეს ესაუბროს ფედერაციიდან?ქეცბაიას სადმე უხსენებ ია რომ ქვეყანაში მსგავსი პრობლემებია?

• guja_kakhadze

lasha ნიჭიერები იმიტომ იკარგებიან რომ "ჭ" კლასის ჩემპიონატში ვერ ვითარდებიან და ვინც ახლა თამაშობს ყველას პატრონი ჰყავს და დააკვირდი უფულო მაგრამ ახალგაზრდა და ნიჭიერი თუ ვინმე გამოჩნდება.

• giorgi

daviti უკეთე რამეს შემოსთავაზებ რომ ფეხბურთელები განვითარდნენ??/ აზერებში სომხებში და უზბეკეთში წასვლას ჯობია რო სხვანარად მივუდგეთ საქმეს რომ ფეხბურთელს ამბიაცია არ მოუკვდეს და ჩხიში არ შევიდეს.. მე კი სულ მესმოდა დევდარიანი მაისურაძისგან რომ სამწუხაროდ ჩემ ფეხბურთელებს დიდდ გუნდები საქაღტველოს ჩემპიონატის გუნდები უმაღლეს ლიგაში არ იყვანენე ან ნაკლებ შასნ აძლევენო...სულ ჩამოწერილი უამბიციო ფეხბურთელებითაა უმეტესობა გუნდები გაცსებული რომლებიც წინ სხვლაზე ნაკლებად ფიქრობენ და კმაყოფილები არიან იმ დონით ტრამპლინი არ აინტერესებთ და მგათ ნაცვლად ახაგაზრდებზე დაყრდნობა ჯობია ჩემი აზრით მეტად))

• daviti

giorgi,მასხარობა და მაიმუნობა არაა ქეცბაიას ეს"გენიალური" იდეა?გადახედე ერთი შემადგენლობებს ჩვენი კლუბების და ნახე,ვინმეს ჭირდება 21 წლამდე ფეხბურთელის თამაშის დავალდებულება?ისედაც ახალგაზრდულ ჩემპიონატს არ ვატარებთ?რომელი გუნდია ჩვენთან მინიმუს 3-4 ასეთი ფეხბურთელი არ თამაშობდეს?ამას რომ თავი დაბანებოთ,ჩვენს ეროვნული ჩემპიონატში საერთოდ შეიძლება კლასის ამაღლება?რა უნდა ვთქვათ ახლა ასეთ სისულელეზე ტაში დავუკრათ?

• lasha

მთლად ნუუუუ გახდებით ყველაზე გენიოსები ხოლმე ძან კაი ინიციატივაა ბევრი ახალგაზრდა იკარგება იმიტო როო არაქვთ ხოლმე ეს მუხტი რო აი ვათამაშოთ და გამოცდილებას მიღებსო ნიჭი აქ მარა გამოცდილება არაო ეგრე ბევრი დაიკარგა და ახლა ყველა მიაქცევს ყურადღებას რო მათი მოთამაშებიი კარგად გაიზარდნონ და აკადემიებს მეტ ყურადღება დაეთმობა

• guja_kakhadze

ჩემპიონატში წინსვლა რომ არ არის ეს ქეცბაიამ რომ არ შეახსენოს ისედაც უნდა იცოდნენ. რაღაც რომ არის გასაკეთებელი ესეც ყველამ იცის და კიდევ ერთხელ შეხსენების ნაცვლად კონკრეტული ინიციატივა უფრო წაადგებოდა. ახალგაზრდას დაწინაურებას და გაზრდას რომ ავალდებულებს, ვინმემ იცის როგორ გაზარდოს და თავს იკავებენ? თვითონ ქეცბაიამ აიყვანოს ახალგაზრდების გუნდი და გაზარდოს. საკლუბო ფეხბურთში მას მართლაც შეუძლია სწრაფი შედეგის ჩვენება!

• giorgi

გალექსილობის გარდა რო არაფერი იციან მერე ეგაა ქეცბას უპირატესობა.. შეიძელება ლაპარაკი არ იცის რასაც თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენტვის ხომ ლამაზად მაღალ ფარდოვნად მოსაუბრე მასხარა ორატორები არიან სასურველი კადრები ყველა სფეროში ისე გადაუსმევთ კაცს ხელს და ისეთ რამეს ანიჭებთ მთავარ მნიშვნელობას რომ მხოლოდ ქართველი გაპროფესორებული ქომაგი თუ იზავს მაგას..(ყველაზე არაა ლაპარაკი) მაგრამ ერთია ქართველ ბაშვებს იმიტომ უნდა მიეცეს შანსი რომ აზერებში სომხებში და ესეთ არაგანვითარებად ჩემპიონატებში მიდიან მერე იძულებით..მერე ამაზე იწყებ წუწნს პრფესორებო.. ვანხ ვკითხულობ ხოლმე აქ კომენტარებს და ვიტყვი ხოლმე ორი აგური უნდა ქონდეს ქართველებს რომ სემოირტყან ხოლმე თავში ცოტა აზე რო მოვიდნენ... წაგიკითხავ და თეორიულად მოგისმენიათ და ო ვსიო იციან ... ქართველზეა ნათქვამი გინდა წინ მოუჟვი გინდა უკან მაინც არ შეირხევა იგვე ნაირად მაყი და პრაფეოსორა დარჩება..

• Walkabout

ქეცბაიას ინტერვიუები ხომ სისულელეების ფეიერვერკებია რაა, ორ სიტყვაში სამ სისულელეს ამბობს... )) ჯერ ბავშვებიო, ასე ძალით შემადგენლობაში შეტენვის დედაც, ისედაც ბავშვთა ჩემპიონატს ვატარებთ, თან იმ ბავშვმა ითამაშოს დუბლებში, მეორე გუნდში და ბრძოლით უნდა მოიპოვოს ადგილი გუნდში, შრომით და არა დაუმსახურებლად... ამ ლეგიონერებზე ხმას როგორ იღებს საერთოდ, რა აზრი აქვს ჩამოყვანას თუ შემადგენლობაში ვერ ხვდებაო, თვითონ დაავიწყდა რომ ანართოსისში 18 ლეგიონერი ყავდა? თუ ყველას ძირითადში აყენებდა? თქვენ კიდევ ცოტა მწვავედ შეეკითხეთ ჟურნალისტებო, ასეთ სისულელეს რომ იტყვის კიდევ კითხეთ თორემ კიტრი გონია თავი და ყველას ზემოდან უყურებს, სირცხვილი არაა კაცმა სულ 20 სიტყვა იცის ქართულად და ამ გალექსილ ხალხს სულ თავის ჭკუაზე გატარებთ... ))

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა