"ატლანტამ" 58:97 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი 18,36 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა
"ატლანტა ჰოუქსს" სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან მე-6 წააგო, თანაც ბოლო მარცხი განსაკუთრებით დასაფიქრებელი გამოდგა.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა უშუალო კონკურენტ "ჩიკაგოსთან" 39 ქულის სხვაობით - 58:97 წააგო, თან ისე, რომ ერთი ანტირეკორდი შეემთხვა, მეორეს კი ბეწვზე გადაურჩა.

ასე ცოტა ქულა ატლანტელებს მიმდინარე სეზონში კი არა, წლებია, არ ჩაუგდიათ. მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე ჯეფ ტიგს წარმატებული გარღვევა რომ არ განეხორციელებინა, "ატლანტა" დაამყარებდა კლუბის ანტირეკორდს მოგროვებულ ქულებში.

"ჰოუქსი" მაინც ვერ გადაურჩა ანტირეკორდს. პირველ ტაიმში 21 ქულაზე ნაკლები ატლანტელებს არსებობის ისტორიაში არ ჩაეგდოთ. "ჩიკაგოსთან" მატჩში კი ატლანტელებმა პირველ ნახევარში 20 ქულით ყველა დროის ცუდი შედეგი დააფიქსირეს.

ერთადერთმა მოთამაშემ მიაღწია 10 ქულას, ისიც ახალბედა და სრულიად უსახელო მაიკ სკოტმა, რომელმაც შეხვედრა 10 ქულით, 3 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. ისიც თავისებური ანტირეკორდია, რომ სასტარტო ხუთეულის ვერც ერთი წევრი 10 ქულამდე ვერ ავიდა.

ამ უღიმღამო მატჩში ფაჩულიამ 18,36 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ 9-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ჯოშ სმიტმა შეხვედრა 9 ქულით დაასრულა, ალ ჰორფორდს კი 6 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.

სწორედ ამ მოგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში "ჩიკაგომ" 21 მოგებისა და 16 მარცხის მქონე "ატლანტას" გადაასწრო.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 16 იანვარს შინ, თორნიკე შენგელიას "ბრუკლინთან" გამართავს, რომელიც აღმავლობის გზაზეა და ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა