ფედერკალჩოს უხმაურო არჩევნები
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებმა უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა, რადგან ერთადერთი კანდიდატი 50 წლის ჯანკარლო აბეტე გახლდათ. დიახ, არჩევნებს არც წინ უძღოდა კალჩოსთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვა და არც შემდეგ მომხდარა რაიმე ინციდენტი.

ამ ყველაფერში “დამნაშავე” თვითონ აბეტეა, რომელიც 2007 წელს ჩაუდგა ფედერკალჩოს სათავეში და აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, საქმეს უნარიანად უძღვება. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ჯანკარლოს არც ერთი კონკურენტი არ გამოუჩნდა.

აბეტემ არჩევნებში 95%-ით გაიმარჯვა - 256 დელეგატის ხმა მიიღო, დანარჩენმა 32-მა კი თავი შეიკავა. გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:

“იტალიის ფეხბურთის ფედერაციას მაშინ ჩავუდექი სათავეში, როდესაც კალჩოპოლის პროცესი მძვინვარებდა და ჩვენი ფეხბურთი ღრმა კრიზისში იყო. ვფიქრობ, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა კალჩოს იმიჯის გამოსასწორებლად და მიხარია, რომ ამას ბევრი ამჩნევს. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა კორუფციის, კრიმინალის წინააღმდეგ და იტალიური ფეხბურთი კიდევ უფრო გავწმინდოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”.

ჯანკარლო აბეტე ფედერკალჩოს პრეზიდენტი 2017 წლამდე იქნება, ამ პერიოდში კი “სკუადრა აძურა” ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები ორივე ფორუმზე ღირსეულად იასპარეზებს, ხოლო აპენინური გუნდები ძველ დიდებას დაიბრუნებენ. მოკლედ, აბეტეს დიდი მიზნები აქვს: ნაკრების და კლუბების წარმატება კორუფციისგან თავისუფალი კალჩოს პირობებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯანკარლო აბეტე: იტალიის ჩემპიონატის შეჩერება გამოსავალი არ არის

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა