"იუვენტუსის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ესტუმრა
კლაუდიო მარკიზიო დაშავებულია და პრესასთან ურთიერთობის დროც გამოუჩნდა.

"იუვენტუსის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ესტუმრა, რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა და არანაკლებ საინტერესო პასუხები მოისმინა...

- რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს: "ნაპოლი" თუ "ლაციო"?

- "იუვენტუსი", რადგან რეალურად, ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ. მართალია, მცირე ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივია, ყველა შეხვედრას ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ. ჩვენ მთავარ კონკურენტად "უდინეზეს" დავასახელებ. ტოტო დი ნატალე ათამაშდა, ეს კი ყოველთვის სახიფათოა.

- თანაგუნდელებიდან ვის ეწყობით ყველაზე კარგად მოედანზე?

- ანდრეა პირლოს, რადგან მის მხარდამხარ თამაში ერთი სიამოვნებაა. შეუძლებელია, ვერ შეეწყო ანდრეას, რადგან ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს და სხვის შეცდომებსაც აზღვევს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდშიც და ნაკრებშიც მის მხარდამხარ მიწევს ასპარეზობა.

- რომელ მეტოქეს ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

- თუ ფეხბურთელს გულისხმობთ, ვერ გიპასუხებთ, რადგან ერთი კონკრეტული მოთამაშის გამორჩევა გამიჭირდება. რაც შეეხება გუნდს, ეს უდავოდ "ნაპოლია". განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათთან იტალიის თასის და სუპერთასის მატჩები გავმართეთ. ასეთ ხისტ მატჩებში მონაწილეობა არც მიმიღია. ფეხებში იმდენჯერ მომხვდა, რომ მთელი სეზონი მეყოფა. ნეაპოლელები ყოველთვის გამომწვევად იქცევიან და ჩემშიც აგრესიას იწვევენ. როდესაც მათ წინააღმდეგ ვთამაშობ, მოედანზე გამწარებული დავრბივარ, ეს არაერთხელ შემიმჩნევია.

- "ინტერის" დამარცხება უფრო რთულია თუ "მილანის"?

- გააჩნია პერიოდს და იმას, თუ ვინ როგორ ფორმაშია. იყო დრო, "მილანის" დამარცხება საშინლად რთული იყო, "ინტერთან" კი შედარებით იოლად გავდიოდით ფონს და პირიქით... როდესაც ერთმანეთის პირისპირ დიდი გუნდები დგანან, იქ ყველაფერს დეტალები წყვეტს. მიმდინარე სეზონში, "მილანთანაც" და "ინტერთანაც" ურთულესი მატჩები გადავიტანეთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ლომბარდიულ გრანდს საუკეთესო დროება არ უდგას.

- მილანელთა კრიზისი კარგია "იუვენტუსისთვის"?

- არც ერთ შემთხვევაში, რადგან მძაფრი კონკურენციის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება. პირადად მე, ვისურვებდი, რომ მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს "ინტერთან", კარლო ანჩელოტის "მილანთან", ჩეზარე პრანდელის "ფიორენტინასთან" და ფაბიო კაპელოს "რომასთან" გვიწევდეს კონკურენცია. ჩემპიონატი თქვენ მერე გენახათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანტონიო კონტე: "ნაპოლი" უნდა ამაყობდეს იმით, რომ გვძულს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა