რომაელთა სიმბოლო სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ვერ ეჩვევა

ზდენეკ ზემანი არაპროგნოზირებადი ადამიანია და ეს ყველაფერში ვლინდება... აბა, ვინ იფიქრებდა, თუ გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოს, დანიელე დე როსის თადარიგში გადაისვრიდა, დუბლებიდან დაწინაურებულ ალესანდრო ფლორენცის კი ძირითადში მიანდობდა ადგილს?!

არადა, 29 წლის დე როსი, ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, “რომას” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, მაშინ, როდესაც იგივე ფლორენცი მათი გასამრჯელოს მეათედსაც არ იღებს. მოკლედ, დე როსი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, რამაც ახალი ცნობების აგორებას დაუდო სათავე... ამბობენ, რომ დანიელეს “რომადან” აბარგება და კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს, სადაც მისი სამსახურით არაერთი გუნდია დაინტერესებულიო. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი “ჯალოროსის”

გენერალურმა დირექტორმა კლაუდიო ფენუჩიმ გააკეთა:

“დე როსი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაიბრუნებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მართალია, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ დე როსის კალიბრის მოთამაშე რომ თადარიგში დიდხანს ვერ დარჩება, ეს ცხადზე უცხადესია. დანიელეს წასვლა უნდა? - ამის შესახებ არაფერი მსმენია და ვერაფერს გეტყვით. დიდი იმედი მაქვს, რომ გავრცელებული ცნობები ჭორია და მეტი არაფერი. დე როსი ნამდვილი რომაელია და მეეჭვება, ოდესმე "ჯალოროსის” დატოვება მოისურვოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანიელე დე როსი: "რომადან" ჩემი წასვლა ნამდვილი ტრაგედია იქნება

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა