ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნადია პეტროვას ჩოგბურთის ბებიამ მოუგო

ნადია პეტროვას ჩოგბურთის ბებიამ მოუგო

ავსტრალიის ღიაზე დასრულდა პირველი წრე

ავსტრალიის ღიაზე დასრულდა პირველი წრე. პირველი სათამაშო დღისგან განსხვავებით, ამჯერად ბევრი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. იყო სენსაციებიც, დამყარდა ერთი რეკორდი. მოკლედ, დღე მელბურნში საინტერესო გამოვიდა...

ცენტრალური მატჩი

დღის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, კაროლინ ვოზნიაცკისა და ცოტა ხნის წინ რეიტინგის ტოპ-ოცეულის წევრის, საბინ ლისიცკის დაპირისპირება იყო (ორივე პოლონური წარმოშობისაა).

ვოზნიაცკის თამაშს არ ესწრებოდა მისი ბოიფრენდი, პროფესიული გოლფის პირველი ნომერი რორი მაკილროი, რომელიც ამჟამად აბუ დაბიში იმყოფება და იქ ტურნირში მონაწილეობს. 15 იანვარი წყვილისთვის ბედნიერი აღმოჩნდა.

სანამ კარო კორტზე გავიდოდა, გამოცხადდა, რომ მაკილროიმ ახალი, მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია “ნაიკთან”. ამ ამბით გამოწვეული სიხარული არ გააფერმკრთალა ვოზნიაცკიმ და ლისიცკის დამარცხებით, თავადაც გაუკეთა საჩუქარი ბოიფრენდს.

ლისიცკიმ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ უწოდებდნენ განუთესავებს შორის ყველაზე სახიფათო მეტოქეს. გერმანელი ამჟამად 36-ე ადგილზეა WTA-ს რეიტინგში. ბოლო ორი უიმბლდონის ნახევარფინალისტმა და მეოთხედფინალისტმა ბოლო დროს უკლო თამაშს, თორემ შარშან მე-12 პოზიციაზე იყო კლასიფიკაციაში.

დანიელი ბეწვზე გადაურჩა დამარცხებას - მესამე სეტში 0:3 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით სასწაულებრივ გადაარჩინა შეხვედრა.

ვოზნიაცკიმ ძალიან საიმედო ჩოგბურთი ითამაშა - მან მხოლოდ რვა უნებლიე შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა ლისიცკის ანგარიშზე 57 (!) შეცდომა მოდის. მაგრამ ამ ერთი ლოკალური წარმატებით ვერ ვიმსჯელებთ დანიელის მზადების დონეზე. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო წელიწადნახევარია, ვოზნიაცკი ძალიან არასტაბილურია - მარცხი უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში, როლან გაროსის მესამე რაუნდში... ეს ყველაფერი იმის თამამად თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ არავის გაუკვირდება ვოზნიაცკის მარცხი მეორე წრეში...

სხვათა შორის, ვოზნიაცკიმ არ უღალატა ტრადიციას და მელბურნში ამჯერადაც გადალახა პირველი წრის ბარიერი. ეს მან ზედიზედ მეექვსედ გააკეთა.

როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი, იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე რეიტინგის მეხუთე ათეულში დაეშვა, მაგრამ პირველ რაუნდში მასთან შეხვედრას არავინ ისურვებდა. საბოლოოდ, აპენინელი პეტრა კვიტოვას გადაეყარა, რომელთანაც წარმატების შანსი ჰქონდა, რადგან ჩეხი ძალიან მძიმედ შევიდა ახალ სეზონში, მაგრამ პეტრამ პირველად მისცა წელს თავის გულშემატკივრებს სიხარულის საბაბი.

სკიავონე პერიოდულად ახერხებდა საიმედოდ და ძლიერად თამაშს, რაც მთავარია, საკუთარი განწყობით პუბლიკა თავის მხარეს გადაიყვანა. ფრანჩესკამ მოასწრო ამ მატჩში აუტსაიდერად და ლიდერად ყოფნა, თუმცა საბოლოოდ წააგო, ოღონდ ეს სახეზე ღიმილით გააკეთა.

დღის რეკორდი

იაპონელმა კიმიკო დატემ პირველად 23 წლის წინ ითამაშა ავსტრალიის ღია პირველობაზე.

მაშინ მან ცნობილი ამერიკელი პემ შრაივერი დაამარცხა და მეოთხე წრეში გავიდა. ოთხი წლის შემდეგ დატემ არანაკლებ სახელოვან კონჩიტა მარტინესს სძლია, რითაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა იქ მომავალ ჩემპიონთან, შტეფი გრაფთან დამარცხდა.

შრაივერი, მარტინესი და გრაფი უკვე დიდი ხანია, ჩამოშორდნენ დიდ ჩოგბურთს, კიმიკო დატე კი ჯერაც თამაშობს და 15 იანვარს ავსტრალიის ღიას ისტორიაში ქალთა ერთეულთა თანრიგის მატჩის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა.

თანაც, 42 წლის იაპონელს იოლი მეტოქე არ ჰყოლია - მე-12 ნომრად განთესილი რუსი ნადია პეტროვა. ანგარიშიც შთამბეჭდავია - 6:2, 6:0. როგორც იტყვიან, ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.

დღის სენსაცია

შარშანდელ სეზონში გაბრწყინების შემდეგ სარა ერანი წელს ჯერჯერობით ვერაფრით იწონებს თავს. მისი მორიგი ჩავარდნა გახდა მატჩი კარლა სუარეს ნავაროსთან. საბოლოო ანგარიშია - 6:4, 6:4, რომელიც შეიძლება სენსაციად ვერ მოვნათლოთ, მაგრამ სერიოზული მოულოდნელობა ნამდვილად არის.

ორივე სეტი ერთნაირი სცენარით მიდიოდა - თავიდან ესპანელი ბრეიკით გადიოდა წინ, შემდეგ ერანი ათანაბრებდა ანგარიშს, მაგრამ მაშინვე აგებდა საკუთარ მოწოდებას.

დღის განადგურება

ავსტრალიის ღიას მთავარმა ფავორიტმა სერენა უილიამსმა რუს მარია შარაპოვას მიბაძა და მანაც "მშრალი" ანგარიშით მოიგო პირველი წრის მატჩი რუმინელი ედინა გალოვიცის წინააღმდეგ.

მაგრამ ამერიკელმა მაინც გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკივარი. ფანებს ახსოვდათ შარშანდელი სიტუაცია, როცა სერენამ ბრისბენში კოჭის ტრავმა მიიღო და ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვა. ახლა უმცროს უილიამსს იგივე უბედურება კინაღამ 15 იანვრის მატჩში შეემთხვა.

მარჯვნიდან დარტყმის დროს ამერიკელმა წონასწორობა დაკარგა და ფეხი გადაიბრუნა. თუმცა, საბედნიეროდ, მინიმალური სამედიცინო ჩარევა აღმოჩნდა საკმარისი უილიამსის კორტზე დასაბრუნებლად. რუმინელს "ცალფეხა" სერენასთან შანსი არ ჰქონდა.

ამერიკელმა შარაპოვაზე უკეთესი მაჩვენებლები დააფიქსირა - მატჩი 54 წუთში მოიგო (მარიამ 55 წუთში) და მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა (შარაპოვას ორი ასეთი საფრთხის მოგერიება მოუწია).

რა თქმა უნდა, მოიგო თავისი პირველი შეხვედრა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ, თუმცა ის ისეთი დამაჯერებელი არ ყოფილა, როგორც შარაპოვა და სერენა უილიამსი.

მონიკა ნიკულესკუსთან მატჩის პირველ სეტში ბელორუსი საიმედოდ გამოიყურებოდა. ასე რომ, ამ პარტიაში დიდი ბრძოლა არ ყოფილა.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ვიქტორიას ერთგვარი ჩავარდნა დაეწყო: ბევრ შეცდომას უშვებდა და მალე რუმინელმა 3:0 წაიყვანა ანგარიში. უფრო მეტიც, მეოთხე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტიც მიიღო. ამ მომენტში აზარენკა საკუთარ თავს გაუბრაზდა და როგორც ჩანს, ამან საბრძოლველად განაწყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი საბოლოო აჩქარება გააკეთა.

დღის დებიუტანტები

იშვიათია "დიდი სლემის" ტურნირებზე ახალგაზრდა მოთამაშეთა ასეთი მასიური წარმატება. ამას სათავე დაუდო ყაზახმა იულია პუტინცევამ.

ასაკით ერთ-ერთმა ყველაზე ნორჩმა ჩოგბურთელმა შეძლო გაცილებით გამოცდილი კრისტინა მაკჰეილის სამ სეტში დამარცხება. თუმცა ასაკობრივი რეკორდი 15 იანვარს მაინც ევროპელებს ჰქონდათ. 16 წლის ხორვატი დონა ვეკიჩი მოულოდნელად ძალიან იოლად გაუსწორდა ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას. ახლა მას წინ აქვს მატჩი კაროლინ ვოზნიაცკისთან.

გაახარა თავისი გულშემატკივრები გერმანელმა ანიკა ბეკმა, რომელმაც ტურნირის 28-ე ნომერი იაროსლავა შვედოვა გაამგზავრა შინ.

ავსტრალიის ღიას ბადეში დამაჯერებელი დებიუტი ჰქონდა ლაურა რობსონს - მან იოლად სძლია მელანი ოუდინს, ხოლო გამოცდილმა სოფია არვიდსონმა დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია გამოაცხო, როცა ტაილანდელ დებიუტანტთან ლუკჰიკა კუმხუმთან წააგო.

დღის მარათონები

15 იანვარს პირველ წრეში რამდენიმე მარათონული მატჩი გაიმართა. აღვნიშნავთ ესპანელი გარბინ მუგურუსას მოგებას მაგდალენა რიბარიკოვაზე - 4:6, 6:1, 14:12, აგრეთვე კრისტინა მლადენოვიჩის გამარჯვებას ტიმეა ბაბოშთან მატჩში - 6:3, 4:6, 11:9.

მამაკაცთა ბადეში ასევე ორი მატჩის გადამწყვეტ სეტში მივიდა საქმე 6:6-მდე. უაილდ-ქარდის მფლობელი ავსტრალიელების დაპირისპირებაში ჯეიმს დაკუორტმა ბენჯამინ მიტჩელს სძლია (6:4, 7:6(8), 4:6, 5:7, 8:6), ხოლო 34 წლის ტომი ჰაასმა მატჩბოლი ვერ გამოიყენა 31 წლის იარკო ნიემინენის წინააღმდეგ და წააგო - 6:7(3), 6:4, 3:6, 6:4, 6:8.

საინტერესოა, რომ ეს არის გერმანელის ზედიზედ მესამე წაგებული ხუთსეტიანი მატჩი "დიდი სლემის" ტურნირებზე - უიმბლდონზე მან თანამემამულე ფილიპ კოლშრაიბერთან წააგო, აშშ-ის ღიაზე - ერნესტ გულბისთან, როცა სეტებში 2:0-ს იგებდა.

I წრე

კაცები

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ადრიან მანარინო (საფ) 6:1, 6:2, 6:2; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 4:6, 6:3, 7:5, 7:6(1); ჟერემი შარდი (საფ)-ადრიან მენენდეს-მასეირასი (ესპ) 7:6(5), 6:7(3), 6:2, 6:1; მარსელ გრანოლერსი (ესპ, 30)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 7:6(6), 7:6(5), 1:0 უარი; ანდრეას სეპი (იტა, 21)-ორასიო სებალიოსი (არგ) 6:2, 6:4, 6:3; დენის ისტომინი (უზბ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 4:6, 6:3, 6:4, 6:2; რაჯივ რამი (აშშ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:4, 6:4, 3:6, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:4, 7:5, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 14)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 2:6, 6:3, 6:2, 6:2; ჯესი ლევინი (კან)-ტომი რობრედო (ესპ) 7:6(5), 6:7(2), 6:4, 6:4; იუენ-ჰსუე ლუ (ტაივ)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:2, 6:1, 4:6, 6:1; გაელ მონფილსი (საფ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 18) 6:7(7), 7:6(4), 6:3, 6:3; ფლორიან მაიერი (გერ, 25)-რინ უილიამსი (აშშ) 2:6, 3:6, 6:2, 7:6(12), 6:1; რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:2, 7:6(4), 7:5; ჟოაო სოუზა (პორ)-ჯონ-პატრიკ სმიტი (ავსტრა) 6:4, 6:1, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 6:1, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:4, 7:5, 6:2; გო სოედა (იაპ)-ლუკ სევილი (ავსტრა) 6:7(4), 6:3, 6:2, 6:3; ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა)-ბენჯამინ მიტჩელი (ავსტრა) 6:4, 7:6(8), 4:6, 5:7, 8:6; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 29) 6:3, 6:1, 6:3; იარკო ნიემინენი (ფინ)-ტომი ჰაასი (გერ, 19) 7:6(3), 4:6, 6:3, 4:6, 8:6; ივან დოდიგი (ხორ)-დი ვუ (ჩინ) 7:5, 4:6, 6:3, 6:3; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ჟოსლენ უანა (საფ) 6:4, 7:5, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 9)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:5, 6:2, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან, 13)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 3:6, 6:1, 6:2, 7:6(0); ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-ჯეიმი ბეიკერი (ბრიტ) 7:6(5), 7:5, 6:2; ამირ ვაინტრაუბი (ისრ)-გუიდო პეია (არგ) 7:6(2), 7:5, 6:2; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 17)-სტივ დარცისი (ბელ) 6:2, 6:3, 6:4; დანიელ ბრანდსი (გერ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ, 27) 6:3, 3:6, 6:3, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:3, 6:2, 6:3; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-დუდი სელა (ისრ) 3:6, 6:1, 7:5, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ბენუა პერი (საფ) 6:2, 6:4, 6:1.

ქალები

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:1, 6:4; ელენი დანილიდუ (საბ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 7:5, 5:7, 6:4; ლუკსიკა კუმხუმი (ტაილ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 7:6(5), 6:4; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-ურსულა რადვანსკა (პოლ, 31) 6:2, 6:4; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 21)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 6:1; ელენა ვესნინი (რუს)-კაროლინ გარსია (საფ) 3:6, 6:3, 6:1; აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:4, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 16)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:3, 7:5; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-საბინ ლისიცკი (გერ) 2:6, 6:3, 6:3; დონა ვეკიჩი (ხორ)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:1, 6:2; დარია გავრილოვა (რუს)-ლორენ დევისი (აშშ) 6:3, 6:7(2), 6:4; ლესია ცურენკო (უკრ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 24) 7:5, 3:6, 7:5; სუ-ვეი ჰსიე (ტაივ, 26)-ლარა არუაბარენა (ესპ) 7:6(5), 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:2, 6:1; იულია პუტინცევა (ყაზ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:1, 6:7(0), 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-სარა ერანი (იტა, 7) 6:4, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 3)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 6:0, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ)-მაგადელნა რიბარიკოვა (სლოვაკ) 4:6, 6:1, 14:12; აიუმი მორიტა (იაპ)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:3, 6:3; ანიკა ბეკი (გერ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ, 28) 6:2, 6:7(7), 6:3; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 20)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:1, 7:5; იანა ჩეპელოვა (სლოვაკ)-გრეტა არნი (უნგ) 6:2, 6:2; შუაი პენგი (ჩინ)-რებეკა მარინო (კან) 6:3, 6:0; მარია კირილენკო (რუს, 14)-ვანია კინგი (აშშ) 6:4, 6:2; კიმიკო დატე (იაპ)-ნადია პეტროვა (რუს, 12) 6:2, 6:0; შაარ პეერი (ისრ)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 6:4, 1:6, 6:3; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-მარია-ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ) 2:6, 6:4, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 17)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 7:6(4), 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 29)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:1, 6:1; კარისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:3, 4:6, 11:9; ლორა რობსონი (ბრიტ)-მელანი იუდინი (აშშ) 6:2, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:4, 2:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: პირველი დღე ლოგიკური იყო

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა