ფედერალ 1 დივიზიონის "ობენას" შუამარბს საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ საფრანგეთში დავუკავშირდით
საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ობენას" შუამარბი ბექა ურჯუკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი წლის წინათ, 2011 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშებისას გამოჩნდა. მაშინ ის ოცი წლის იყო.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა უკანახაზელი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" რიგებში ვერ მოხვდა. თუმცა ეროვნულ გუნდში ის არც მას შემდეგ გამოჩენილა.

იმ პერიოდში საქართველოს ნაკრებსა და ფედერალ 1 დივიზიონის კლუბ "ფიჟაკშიც" ბექა ურჯუკაშვილი ფულბეკის პოზიციაზე იყო გამწესებული. თუმცა ახალ გუნდში, "ობენაში", რომელშიც წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, შუამარბად თამაშობს.

საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ მას საფრანგეთში დავუკავშირდით.

- საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის კვალობაზე "ობენა" საკმაოდ კარგად ორგანიზებული კლუბია. ახლა ამ გუნდის ხელმძღვანელებმა სამწლიანი პროექტი შეიმუშავეს, რომლის საბოლოო მიზანი ელიტურ, მეორე დივიზიონში აღზევებაა. წლევანდელი სეზონის წინ ბევრი ახალი მოთამაშე აიყვანეს.

ცხადია, პლეი ოფში თამაში გვინდა, თუმცა რანგით უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლას ვერ შევძლებთ და არც არავინ გვთხოვს.

- მეორე დივიზიონში თამაშის უფლების მოპოვება ერთია და იქ თამაშისთვის სათანადო პირობების ქონა მეორე. როგორია "ობენას" ინფრასტრუქტურა?

- ჩვენს გუნდს შესანიშნავი საწვრთნელი ბაზა და სათამაშო მოედანი აქვს. ამ რეგიონში "ობენა" ყველაზე დიდი სარაგბო კლუბია. ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. მთავარ დამრიგებელ მარკ რენოს საფრანგეთის ნაკრებშიც უთამაშია, ფილიპ ავგუსტინი კი საფრანგეთის 20-წლამდელთა უკანა ხაზსაც ავარჯიშებს.

ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს: დილას მძლეოსნობის დარბაზში სიმძიმეებს ვეზიდებით, ოდნავ მოგვიანებით სისწრაფეზე ვვარჯიშობთ, საღამოს კი სათამაშო ტაქტიკას ვხვეწთ.

ერთი სიტყვით, პროფესიონალი გუნდია, რაც ფედერალ 1 დივიზიონში იშვიათია.

- უცხოელები ბევრნი ხართ?

- არა, "ობენა", ძირითადად, ფრანგებითაა დაკომპლექტებული. ჩემ გარდა, გუნდში კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი თემურ გელანტია და ორი არგენტინელი ირიცხებიან.

- თემურ გელანტიამ სეზონის დასაწყისში რამდენჯერმე ითამაშა და მერე გუნდის შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა...

- თემური გუნდის ძირითადი შერკინების ბურჯია. დასაწყისში სამ მატჩში ითამაშა და მერე ტრავმიანობამ შეუშალა ხელი. ნელ-ნელა მწყობრში შედის და, იმედია, მალე დაგვეხმარება.

- აქამდე, ძირითადად, ფულბეკად და ხანდახან გარემარბად თამაშობდით, ამჟამად კი შუამარბის პოზიციაზე ხართ რეგულარულად...

- დიახ, მე ფულბეკად თამაში მერჩივნა, ვიდრე გარემარბად, რადგან ჩემს შესაძლებლობებს მეტად ვიყენებდი. მერე, 2011 წლის ივნისში, როცა ნაკრებთან ერთად ბუქარესტში IRB-ის ერთა თასზე სათამაშოდ ვიყავი, მაშინდელმა დაცვის მწვრთნელმა, ავსტრალიელმა ჯონ მაგლტონმა მითხრა, შუამარბად (#12) თამაში სცადეო.

"ობენაში" კონტრაქტს ხელი რომ მოვაწერე, გუნდის ხელმძღვანელებს ვუთხარი, ფულბეკად და შუამარბად თამაში შემიძლია-მეთქი. მათ გადაწყვიტეს, რომ შუამარბად მეთამაშა და ახლა ყველა მატჩში ამ პოზიციაზე გამოვდივარ. ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის. მაგლტონი გამოცდილი სპეციალისტია და ეტყობა, რაღაც დაინახა.

- 2011 წლის IRB-ის ერთა თასი ახსენეთ. მას შემდეგ ნაკრებში აღარ გიძახებენ...

- შარშან საქართველოს A ნაკრებს ვახლდი უელსში. იქ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგიც იმყოფებოდა. მაშინ ფულბეკად ვითამაშე. მერე ჰეიგი მელაპარაკა, მითითებები მომცა, მითხრა, რა მქონდა გასაუმჯობესებელი. ძირითადად, აქცენტი სისწრაფესა და სისხარტეზე გააკეთა.

ეს ყველაფერი გავითვალისწინე, მას შემდეგ ამ კომპონენტების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ. საამისოდ სპეციალურად მწვრთნელიც ავიყვანე, რომელიც ჩემთან ინდივიდუალურად მუშაობს. ყველანაირად ვცდილობ, წინ წავიდე, სრულვყო ოსტატობა და ნაკრებში როცა დამიძახებენ, სიამოვნებით ვითამაშებ.

- ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით და რაგბის გარდა, ალბათ, სხვა გატაცებაც გექნებათ...

- არა, მთლიანად რაგბიზე ვარ კონცენტრირებული. როგორც გითხარით, ყოველდღე ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და მხოლოდ ოთხშაბათია თავისუფალი. ამის პარალელურად, მწვრთნელთა კურსებზე დავდივარ. ერთი დიპლომი უკვე ავიღე, რაც უფლებას მაძლევს, 15 და 17-წლამდელთა გუნდებთან ვიმუშაო. ამ ასაკის ბავშვებს უკანახაზში თამაშს ვასწავლი.

ამასთან ერთად, სწავლასაც განვაგრძობ. თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათამაშო, უკვე ვფიქრობ, მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ რა ვაკეთო. მინდა რაგბიში დავრჩე და მწვრთნელი გავხდე. ამას დრო სჭირდება და ამიტომ თადარიგს წინდაწინ ვიჭერ.

- მალხაზ ურჯუკაშვილი თქვენი ბიძაა. 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ეროვნულ გუნდში ისიც არ გამოჩენილა...

- მახო ფედერალ 2 დივიზიონში მოასპარეზე "დეკასვილში" თამაშობს. შესანიშნავ ფორმაშია. ის უნივერსალია და უკანა ხაზში ყველა პოზიციაზე გამოჰყავთ, სადაც სჭირდებათ. ფაქტობრივად, ისე გამოდის ხოლმე, რომ "დეკასვილი" ხშირად მისი თამაშის წყალობით იგებს.

იმ ცუდმა პერიოდმა, რაც ტრავმების სიხშირით იყო გამოწვეული, ჩაიარა და ძალიან კარგ ფორმაშია. ხშირად ასახელებენ ხოლმე მატჩის საუკეთესო მორაგბედ.

- თქვენ ხომ არ აპირებთ რომელიმე უფრო სერიოზულ გუნდში გადასვლას?

- ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ამჟამად მხოლოდ "ობენას" ხელმძღვანელები მთავაზობენ გუნდში დარჩენას. თუმცა, იმედი მაქვს, რომ უფრო ძლიერ გუნდში თამაშის საშუალებაც მომეცემა. როგორც უკვე ვთქვი, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფატიმა ხუნძაყიშვილი
მალხაზ ურჯუკაშვილისნაირ მორაგბეს ასე იოლად არ უნდა შელეოდა საქართველო ნაკრები. სამწუხაროა რომ შესაბამისად ვერ დააფასეს
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება