"შსს აკადემიას" სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა
სურათზე: "შსს აკადემიას" მწვრთნელი გიორგიოს კაცელიდისი (მარცხნივ) და ლევან მიქაბერიძე

იანვარში სუპერლიგის ზოგიერთ გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა. დავინტერესდით, რა სიტუაციაა "შსს აკადემიაში", რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე, "ოლიმპთან" ერთად, პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულა.

საინტერესოა ისიც, რომ შსს-ელებს 16, 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებშიც ჰყავთ კარგი გუნდები.

- ჩვენი პრიორიტეტი უცვლელია, - გვითხრა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ, - გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვით ვცდილობთ, ქართულ კალათბურთს რაც შეიძლება, მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა გავუზარდოთ.

სწორედ ამიტომ გვყავს სამი ასაკობრივი გუნდი და თითოეულ კალათბურთელს ყველა პირობა აქვს სწორად განვითარებისთვის. სუპერლიგის წარმომადგენელი "შსს აკადემია" კი სწორედ ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრებით უნდა შეივსოს.

- პირველი წრის შემდეგ შემადგენლობაში რა სახის ცვლილებები განხორციელდა?

- პირველი გუნდი დატოვა ბესიკ ლეჟავამ. იგი "შსს აკადემიას" კარგი თამაშით არაერთხელ დახმარებია, თუმცა ამ ეტაპზე მისი და მწვრთნელის შეხედულებები არ დაემთხვა.

გვესმის, რომ ლეჟავა ეროვნული ნაკრების კანდიდატია და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რისთვისაც სხვა გუნდში გადასვლა იქნება უმჯობესი.

20-წლამდელთა გუნდში დავიმატეთ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოცდილი ლერი კვანტალიანი. იგი აქამდე "სოხუმის" ღირსებას იცავდა. 18-წლამდელთა გუნდს კი შეემატა სოსო მაჭავარიანი, რომელიც ჭაბუკთა ნაკრების წევრია.

- "შსს აკადემია" ქორქია-საკანდელიძის მემორიალს რამდენად კარგად მომზადებული ხვდება?

- 30 დეკემბრამდე ვვარჯიშობდით, რის შემდეგაც კალათბურთელებმა რამდენიმე დღე დაისვენეს და წვრთნა 3 იანვარს განვაახლეთ.

ჩავატარეთ საკონტროლო მატჩი თსუ-სთან. მემორიალში ხუთშაბათიდან ჩავერთვებით და იმედი მაქვს, გუნდი შეძლებს შესაძლებლობების კარგად წარმოჩენას.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ოთხივე ასაკის გუნდს. საპასუხოდ კი, ოთხივე ლიდერებს შორისაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა