მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა იტალიის თასზე "ბოლონიასთან" თავისი გუნდის რთულ გამარჯვებაზე ისაუბრა
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტამაჩონიმ იტალიის თასზე "ბოლონიასთან" თავისი გუნდის რთულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

იტალიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე რის ვაივაგლახით აჯობა "ბოლონიას" - 3:2. ფრედი გუარინისა და როდრიგო პალასიოს გოლებს სტუმრებმა ძირითადი დროის ბოლო 10 წუთში ალესანდრო დიამანტისა და მანოლო გაბიადინის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.

ყველაფერი თითქოს პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ანდრეა რინოკიამ "ნერაძურის" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

"ინტერმა" კვლავაც ბოლომდე იბრძოლა და თავისი ძლიერი სული გამოავლინა. გამარჯვება ფეხბურთელების სიძლიერემ მოგვაპოვებინა, რომლებმაც ეს სავსებით დაიმსახურეს. "ინტერისთვის" იტალიის თასზე ასპარეზობა უაღრესად მნიშვნელოვანია და სულაც მისი მოგება გვსურს.

ნახევარფინალში გავედით, სადაც "რომა"-"ფიორენტინას" წყვილში გამარჯვებული დაგვიპირისპირდება. სულ ერთია, ვინ მოიგებს, რადგან მონაწილეთა კვარტეტი ყველა შემთხვევაში ძალიან ძლიერი იქნება. აქ თავმოყრილი კლუბები სერია A-ს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არიან დამკვიდრებულნი. ეს რაღაცით საკალათბურთო "ოთხთა ფინალს" ჰგავს", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Goal.com.

იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები 23 იანვარს გაიმართება, საპასუხო კი - 30 იანვარს.

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა