მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი უეფას საიტის რჩეულთა შორის კარიერაში უკვე მეშვიდედ მოხვდა
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ უეფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

უეფას საიტმა 2001 წლიდან გულშემატკივართა შორის გამოკითხვა წამოიწყო, რომლის შედეგების მიხედვითაც სიმბოლურ ნაკრებებს ადგენს. "რეალის" თავდამსხმელი რჩეულთა შორის კარიერაში უკვე მეშვიდედ მოხვდა.

სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა რონალდოს სამი თანაგუნდელი - მეკარე იკერ კასილიასი, მცველი სერხიო რამოსი და ნახევარმცველი მესუთ იოზილი.

2012 წლის შედეგების მიხედვით, სიმბოლურ გუნდში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს "ბარსელონას" - მცველი ჟერარდ პიკე, ნახევარმცველები: ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა და ფორვარდი ლიონელ მესი.

რამოსისა და პიკეს გარდა, საუკეთესო მცველებად დასახელდნენ ტიაგო სილვა (პსჟ) და ფილიპ ლამი (ბაიერნი). უეფას საიტის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო.

ხმის მიცემაში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სულ კი 5,3 მლნ არჩევანი დაფიქსირდა. გამოკითხვაში ყველაზე დიდი პოპულარობით ანდრეს ინიესტა სარგებლობს, რომელმაც ხმათა დაახლოებით 75 პროცენტი მიიღო.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა