ფიფას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე ფეხბურთში რასიზმს ბოლომდე ვერასდროს აღმოფხვრიან
ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი გამოდის წინადადებით, რომ ის გუნდები, რომელთა ფანებსაც რასიზმში ამხელენ, ქულების დაკლებით დაისაჯონ.

"ზოგჯერ მგონია, რომ ფეხბურთში რასიზმს ბოლომდე ვერასდროს აღმოვფხვრით. არადა, ამას მუდმივად ვცდილობთ.

ინგლისმა თანამედროვე სტადიონებზე კონტროლის სისტემების დანერგვითა და გულშემატკივართა განათლების პროგრამებით, ძალადობასთან ბრძოლის კარგი მაგალითი მოგვცა, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად, ჩემი აზრით, უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა - მაგალითად, ქულების ჩამოკლებაა საჭირო.

ეს სხვა სანქციებზე მეტად ეფექტური იქნება", - განაცხადა ბლატერმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

ფიფას პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ამასწინანდელი ამხანაგური მატჩი "მილანსა" და "პრო პატრიას" შორის, რომელიც იტალიის რიგით მეოთხე ლიგის გუნდის ქომაგთა რასისტული შეძახილების გამო შეწყდა.

"როსონერიმ" ჰავბეკ კევინ-პრინს ბოატენგის შეურაცხყოფისთვის მოედანი დატოვა.

"გუნდს გულშემატკივრების გარეშე მოუხდა მატჩის ჩატარება და ეს ყველა გულშემატკივრისთვის გაფრთხილება უნდა იყოს.

ბოატენგი სწორად მოიქცა, როდესაც მომხდარზე ყურადღების გამახვილებისკენ მიუთითა, მაგრამ ეს არაა პრობლემის გადაჭრისთვის საკმარისი.

საერთოდ, პრობლემები მისგან გარიდებით ვერ გადაიჭრება - ვერც პირად ცხოვრებაში და ვერც ეკონომიკაში", - აღნიშნა ბლატერმა.

ასევე იხილეთ:

სერია A. XIX ტურის წინ: ცენტრალური ჯახი სამხრეთში

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა