ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ავსტრალიის ღია პირველობა: დამწუხრებული ავსტრალია

ავსტრალიის ღია პირველობა: დამწუხრებული ავსტრალია

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო

დღის დრამა

ავსტრალიური პუბლიკისთვის ადგილობრივი ჩოგბურთელების გამოსვლა - ტრიბუნების გავსების დამატებითი საბაბია.

მაგრამ, წელს სამანტა სტოსურის მატჩებზე ავსტრალიელ ქომაგებს სიხარულის ნაკლები მიზეზი აქვთ. უფრო ხშირად, აშშ-ის ღიას ყოფილი ჩემპიონის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულნი ტოვებენ ტრიბუნებს. გუშინ სწორედ ასეთი დღე იყო.

სტოსურმა ჯერ კიდევ პირველ რაუნდში ანერვიულა პუბლიკა, როცა დიდი გაჭირვებით მოუგო კაი-ჩენ ჩანგს.

მეორე წრეში სამანტას მორიგი აზიელი ელოდა - გაცილებით მაღალი კლასისა და გამოცდილების მქონე ჟიე ჟენგი. ეს განსხვავება ჯერ კიდევ პირველ სეტში გამოჩნდა.

ჩინელი პრაქტიკულად არაფერში ჩამორჩებოდა კორტის მასპინძელს, გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებდა, რითაც ორი ბრეიკი გააკეთა ერთის წინააღმდეგ და მოიგო სეტი. მაგრამ ამით, თითქოს, აზიელის ენთუზიაზმი ამოიწურა. მეორე სეტში სტოსურმა უბრალოდ გაანადგურა მეტოქე და იგივეს აკეთებდა მეორეშიც, როცა ორი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში. ასე გრძელდებოდა 5:2-მდე, რის შემდეგაც ავსტრალიელისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. ორჯერ მატჩზე მოწოდებისას, მან ერთი მატჩბოლის მოპოვებაც ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, ჟენგი დამაჯერებლად იგებდა ქულას ქულაზე და მე-12 გეიმში მიიღო მესამე რაუნდში გასვლის შანსი. ამ შანსის გამოყენებაში მას თავად სტოსური დაეხმარა, როცა ასეთ გადამწყვეტ მომენტში ორმაგი შეცდომა დაუშვა.

დღის შემობრუნება

გუშინ, ქალებმა რამდენიმე დაძაბული შეხვედრით გაგვახარეს. ქსენია პერვაკისა და ბრიტანეთის პირველი ნომრის ჰიზერ უოტსონის შეხვედრა განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა, რომელმაც პიკს მეორე სეტში მიაღწია.

მეტოქეები ორი პარტიის განმავლობაში არაფერს უთმობდნენ ერთმანეთს და თუ პირველ სეტში პერვაკმა ზედმეტი ბრეიკით გამოსტაცა გამარჯვება ბრიტანელს, მეორეში უოტსონი მაგრად დადგა და არ მოისურვა დანებება. პარტიის სტარტზე შეცდომების შემდეგ, მეტოქეებმა ერთმანეთს ბრეიკები გაუცვალეს, ამასთან, უოტსონს 0:2-დან მოუწია სეტის გადარჩენა. მოგვიანებით მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, როცა სამი მატჩბოლი მოიგერია და მოიგო უმძიმესი ტაი-ბრეიკი - 9:7. ამის შემდეგ, ბრიტანელის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა და პერვაკმა წააგო გადამწყვეტი სეტი - 2:6.

დღის მარათონი

დღის ბოლოს გაიმართა შეხვედრა იანკო ტიპსარევიჩსა და ლუკაშ ლაჩკოს შორის. თავდაპირველად, ამ წყვილში აშკარა ფავორიტად ტიპსარევიჩი მოჩანდა და მან იოლად მოიგო პირველი ორი სეტი.

მაგრამ ამის შემდეგ, თამაშის სცენარი მკვეთრად შეიცვალა. ლაჩკომ გაახსენა იანკოს მათი ერთადერთი შეხვედრა ოთხი წლის წინ დევისის თასზე. მაშინ სერბს ხუთი სეტი დასჭირდა იმისთვის, რომ ლუკაშის წინააღმდეგობა გაეტეხა. ამჯერადაც, მეტოქეებმა ისევ მეხუთე სეტამდე მიაღწიეს. მართალია, ტიპსარევიჩი გადამწყვეტ პარტიაში ბრეიკით იგედა, მაგრამ მატჩის მშვიდად მოგებამდე მიყვანა ვერ შეძლო. მხოლოდ 5:5-ზე ისევ მოიპოვა ინიციატივა და მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ახლა, იანკოს ელის მატჩი ჟულიან ბენეტოსთან, რომელმაც ასევე სამ საათზე მეტი დრო გაატარა კორტზე თანამემამულე როჟე-ვასელენთან მატჩში.

დღის გარღვევა

შარშანდელი სეზონის ბოლოს და წლევანდელის დასაწყისში წარმატებული თამაშის შემდეგ, კირსტენ ფლიპკენსმა დაადასტურა თავისი ბრწყინვალე ფორმა კლარა ზაკოპალოვასთან.

ავსტრალიის ღია პირველობაზე 23-ე ნომრად განთესილმა ზაკოპალოვამ წელი კარგად დაიწყო, მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩეხი მხოლოდ საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა. ორი სეტის განმავლობაში, 30 წლის ზაკოპალოამ მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო და ულაპარაკოდ დაუთმო მესამე წრის საგზური ფლიპკენსს, რომელიც ასე შორს მელბურნში არასოდეს გასულა.

დღის სენსაცია

ამ კატეგორიაში სამანტა სტოსურის მატჩის შეტანაც შეიძლებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მოულოდნელი იყო დომინიკა ციბულკოვას წაგება 21 წლის რუს ვალერია სავინიხთან.

მან დამაჯერებლად მიიღო სლოვაკი ჩოგბურთელის გამოწვევა და პირველივე გეიმებიდან დაიწყო მეტოქის შევიწროება - ის ამისთვის უკანა ხაზიდან თამაშს იყენებდა. ამის გამო, ციბულკოვამ უამრავი შეცდომის დაშვება დაიწყო, თუმცა მაინც მიაღწია ტაი-ბრეიკამდე, მაგრამ ამჯერად, მეტოქემ კიდევ უფრო საიმედოდ ითამაშა და სავინიხმა მაინც აიღო თავისი. დომინიკამ მეორე სეტშიც გააგრძელა შეცდომების დაშვება, რუსმა უფრო გააძლიერა თამაში და თითქოს, მერვე გეიმში აღებული ბრეიკით საბოლოოდ გაინაღდა გამარჯვება, მაგრამ უნდა შევაქოთ სლოვაკი იმის გამო, რომ მან იქვე გააკეთა საპასუხო ბრეიკი. როგორც აღმოჩნდა, ეს დომინიკას დროებითი წარმატება იყო.

შემდეგ გეიმში სავინიხმა პირველი მატჩბოლი მიიღო. ციბულკოვამ გაუძლო ურთულეს გათამაშებას და მოიგერია ეს საფრთხე, თუმცა იქვე დაუშვა კიდევ ორი შეცდომა და რუსს სენსაციურად მისცა მესამე რაუნდის საგზური.

დღის სახეცვლილება

გასულ შემოდგომაზე პარიზული პუბლიკის დაპყრობის შემდეგ, პოლონელი იერჟი იანოვიჩის მიმართ ახლა უკვე ავსტრალიელი გულშემატკივრები არ იქნებიან გულგრილნი. სკანდალურად წაგებული პირველი სეტის შემდეგ, როცა დევარმანის სეტბოლზე მსაჯებმა ინდოელის დარტყმისას აუტი ვერ დაინახეს, იანოვიჩის თამაში მეორე პარტიაში საერთოდ მოიშალა. პოლონელი ჩხუბობდა, საკუთარ თავს უწყრებოდა და სტაბილურად უშვებდა ბურთს კორტის მიღმა.

კატასტროფის წინაშე მდგომი პოლონელი გაუმკლავდა თავის პრობლემებს და მთლიანად ხელთ იგდო ინიციატივა. მან მინიმუმამდე დაიყვანა შეცდომების რაოდენობა და უბრალოდ გაანადგურა დევარმანი. მხოლოდ საათი დასჭირდა მას ანგარიშის გასათანაბრებლად. მეხუთე სეტისთვის ინდოელი გონს მოვიდა და კორტზე ისევ გაჩაღდა სერიოზული ბრძოლა, თუმცა თამაშში დაბრუნებული იანოვიჩის შეჩერება შეუძელებელი იყო.

დღის უიღბლობა

ამერიკელი ბრაიან ბეიკერი გასულ წელს დაბრუნდა კორტზე რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, რომელიც ტრავმებსა და ოპერაციებს უკავშირდებოდა.

სულ ამერიკელს უკვე ხუთჯერ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ამან ის არ გატეხა და გუშინ, ბრაიანმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა თანამემამულე სემ კუერის წინააღმდეგ. მან პირველი სეტის ტაი-ბრეიკით მოგებაც კი შეძლო, მაგრამ მეორე სეტის დასაწყისში ისევ არ გაუმართლა. ბექჰენდის შესრულებისას, ბრაიანმა მწვავე ტკივილი იგრძნო მუხლის არეში და კორტი დატოვა. ძალიან მალე გაირკვა, რომ ის თამაშის გაგრძელებას ვერ მოახერხებდა. მოედანი ბრაიანმა საერთოდ მოძრავი სავარძლის მეშვეობით დატოვა.

წინასწარი მონაცემებით, ბრაიანმა მენისკი გაიწყვიტა და ახლა, იძულებული მუხლზე ოპერაცია გადაიტანოს, რაც მინიმუმ ოთხთვიან პაუზას ნიშნავს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ამ სიტუაციაში სემ კუერის მოქმედება, რომელიც ბოლო მომენტამდე გვერდზე ედგა თანამემამულესა და მეგობარს და მას მაქსიმალურად უწევდა დახმარებას.

დღის სერიები

აგნიეშკა რადვანსკა აგრძელებს 2013 წელს თავის მოგებათა სერიას. პოლონელს მინიმალური პრობლემები შეექმნა ირინა-კამელია ბეგუსთან მატჩში და ისევ ორ სეტში მოიგო შეხვედრა. ასე რომ, წელს, აგნიეშკას 11 მატჩიდან 11 აქვს მოგებული ისე, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია.

არანაკლებ ბრწყინვალედ მოსჩანს მარია შარაპოვას მიღწევა. რუსმა ზედიზედ მეორედ არ შეიმჩნია კორტზე მეტოქე. მან მისაკი დოი 6:0, 6:0 გაანადგურა და ახლა მის მიერ ზედიზედ მოგებული გეიმების რიცხვი 24-მდე ავიდა.

დღის ფაქტები

ზედიზედ მეორე წელია ამერიკელებს შორის რეიტინგის მიხედვით მეორე ნომერი იძულებულია ტრავმის გამო მეორე რაუნდიდან მიატოვოს ტურნირი. 2012 წელს ეს იყო ენდი როდიკი, ახლა კი იგივე ბედი ეწია ბრაიან ბეიკერს.

მარია შარაპოვამ გაიმეორა ავსტრალიელი ვენდი ტერნბულის მიღწევა, რომელმაც 1985 წელს, ასევე ავსტრალიის ღიაზე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო "მშრალი" ანგარიშით. საინტერესოა, ორი ასეთი ტრიუმფის შემდეგ, ტერნბლუმა მესამე წრე წააგო.

II წრე

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:1, 6:2, 6:3; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 31)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:2, 6:2, 6:4; სემ კუერი (აშშ, 20)-ბრაიან ბეიკერი (აშშ) 7:6(2), 1:1 უარი; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 15)-ტობიას კამკე (გერ) 6:3, 7:6(4) უარი; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:1, 7:5, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 22)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:1, 6:3, 6:2; იურგენ მელცერი (ავსტრია, 26)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ) 6:7(4), 6:3, 6:7(3), 6:3, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-გიიომ რუფენი (საფ) 6:2, 6:2, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:0, 7:5, 4:6, 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 28)-ტაცუმა იტო (იაპ) 3:6, 6:3, 6:2, 6:2; ევგენი დონსკოი (რუს)-მიხაილ იუჟნი (რუს, 23) 3:6, 7:6(4), 6:2, 3:6, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-კარლოს ბერლოკი (არგ) 7:6(4), 6:4, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:4, 6:1, 6:2; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:7(10), 3:6, 6:1, 6:0, 7:5; ჟულიან ბენეტო (საფ, 32)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 4:6, 7:5, 7:6(5), 7:6(5); იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:4, 3:6, 4:6, 7:5.

ქალები

ნა ლი (ჩინ, 6)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:2, 7:5; სორანა კირსტეა (რუმ, 27)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 1:6, 6:3, 6:2; ჯულია გორგესი (გერ, 18)-რომინა ოპრანდი (შვეიც) 6:3, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 9) 6:4, 1:6, 7:5; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-იუნ-მან ჩანი (ტაივ) 7:5, 1:6, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 22)-მარია ჟოაო კოლერი (პორ) 2:6, 7:6(5), 6:2; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 4:6, 7:6(7), 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:3, 6:1; მედისონ კისი (აშშ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 30) 6:2, 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 19)-სტეფანი ფორეტცი (საფ) 6:3, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ვესნა დოლონცი (სერ) 7:5, 6:0; ვალერია სავინიხი (რუს)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15) 7:6(6), 6:4; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 23) 6:1, 6:0; ვენუს უილიამსი (აშშ, 25)-ალიზ კორნე (საფ) 6:3, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-მისაკი დოი (იაპ) 6:0, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნადია პეტროვას ჩოგბურთის ბებიამ მოუგო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია