ველომრბოლებს ოლიმპიური ოჯახიდან გაძევება ემუქრებათ

ველოსპორტი, შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან მოიკვეთოს, თუ გაირკვევა, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელობა გარეული იყო ლენს არმსტრონგის დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალში.

ასეთი განცხადება გააკეთა გუშინ სააგენტო "როიტერთან" კომენტარში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა დიკ პაუნდმა, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გახლავთ.

თუ გაჩნდება იმის დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა იცოდა არმსტრონგის დოპინგსქემების შესახებ და ამაზე რეაგირება არ მოახდინა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ერთი გამოსავალი დარჩება - ჩამოაშოროს ოლიმპიადას ამ სკანდალში გახვეული ყველა ორგანიზაცია და პიროვნება.

ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ლენს არმსტრონგმა ოპრა უინფრის ტელეშოუში დოპინგის გამოყენება აღიარა და ისიც განაცხადა, რომ მისი საქციელის შესახებ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა კარგად იცოდა.

გუშინ, კიდევ ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გახდა ცნობილი. თურმე არმსტრონგი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას

ხუთ მილიონ დოლარს სთავაზობდა იმ ზარალის კომპენსაციისთვის, რომელიც ქვეყანას ველომრბოლის ქმედებით მიადგა.

არმსტრონგი ამ ნაბიჯით ცდილობდა აშშ-ის საფოსტო სამსახურის დანახარჯების კომპენსირებას. ეს ორგანიზაცია ასპონსორებდა ველოსაჯინიბო US Postal-ს, რომლის რიგებში ველომრბოლი გამოდიოდა. 1999-2004 წლებში, საფოსტო სამსახურმა გუნდს 30 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

კომპენსაციის გარდა, არმსტრონგი მთავრობას მოწმედ საკუთარ თავს სთავაზობდა იმ საქმეში, რომელსაც ფედერალური სამსახურები იძიებენ. CBS News იტყობინება, მთავრობამ უარყო ველომრბოლის ორივე წინადადება, როგორც არაადეკვატური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლენს არმსტრონგმა დოპინგი აღიარა

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა