სამწუხარო ამბავი შეიტყო საკრივო სამყარომ. უმჩატეს წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ხესუს კასტილიო აგილერა გარდაიცვალა
სამწუხარო ამბავი შეიტყო საკრივო სამყარომ. უმჩატეს წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ხესუს კასტილიო აგილერა, რომელიც უფრო ცნობილია ჩუჩო კასტილიოს სახელით, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილ მოკრივეს რამდენიმე დღის წინ გადატანილი ოპერაციის შემდეგ შეექმნა სირთულე.

კასტილიოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პროფესიულ დონეზე მექსიკელმა 67 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 47 (22 - ნოკაუტით) მოიგო.

პროფესიული კარიერა კასტილიომ 1962 წელს დაიწყო და 1975 წელს დაასრულა.

კასტილიოს მოგებული აქვს ბრძოლები იმ დროის ისეთ სახელოვან მოკრივეებთან, როგორებიც იყვნენ ხოსე მედელი, ბერნარდო კარაბალიო, იისუს პიმენტელი, ლაინელ როუზი, რაფაელ ერერა, რუბენ ოლივარესი, ენრიკე პინდერი, ბობი ჩაკონი და დენი ლოპესი.

მექსიკელის კარიერის მწვერვალად მიიჩნევა 1970 წელი, როცა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო მჩატე წონაში. 6 ოქტომბერს, კალიფორნიაში ჩუჩომ 14 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე რუბენ ოლივარესი.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მეხიკოს მეტროპოლიტენის პროფკავშირში ადვოკატად მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პაიკიაო დაავადდა?

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა