იტალიის კურორტ მადონა დი კამპილიოში მიმდინარეობს ზამთრის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა იღებენ “ფერარის” პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა

იტალიის კურორტ მადონა დი კამპილიოში მიმდინარეობს ტრადიციული ზამთრის ფესტივალი, რომელშიც მონაწილობა იღებენ “ფერარის” პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა.

"სკუდერია" საკუთარი პროგრამით მუშაობს ამ ფესტივალზე, რომელიც სარეკლამო და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, პარალელურად, "ფერარი" ახალი სეზონისთვის ემზადება.

ფელიპე მასა, ძირითადად, თხილამურებით სრიალებდა, იმ დროს, როცა ფერნანდო ალონსო სხვადასხვა ფოტოსესიასა და ვიდეოგადაღებებში მონაწილეობდა, გარდა ამისა, გამონახა დრო სპორტდარბაზში ინტერნსიური ვარჯიშებისთვის.

“ფერარის” ხელმძღვანელი სტეფანო დომენიკალი ასევე ჩავიდა მადონა დი კამპილიონში და გუშინ პრესკონფერენცია გამართა. დომენიკალიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საჯინიბოს სამომავალო გეგმებზე ილაპარაკა, მთავარი ახალი ამბავი კი ის იყო, რომ "სკუდერია" 2013 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაციას პირველ თებერვალს გამართავს. ჯერჯერობით უცნობია მანქანის ინდექსი.

დომენიკალი ასევე გამოეხმაურა "ფერარის" პრეზიდენტის ლუკა დე მონტეძემოლოს ადრინდელ განცხადებას და მანაც გამორიცხა იტალიურ საჯინიბოში ფერნანდო ალონსოსა და "რედ ბუდის" ლიდერის სებასტიან ფეტელის ერთად გამოსვლა.

გუშინვე გაირკვა, რომ ესპანელი პილოტი პედრო დე ლა როსა, რომელიც HRT-ის დაშლის შემდეგ უმუშევარი დარჩა, "ფერარიმ" შეიკედლა. ვეტერანი პილოტი იტალიურ გუნდში სიმულატორის განვითარებაზე იმუშავებს. დე ლა როსა ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა "მაკლარენში" დაბრუნებას, სადაც ადრე ტესტ-პილოტად მუშაობდა, მაგრამ ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა მისი მიწვევის იდეაზე.

ფორმულა 1-ში ახალი სეზონი 17 მარტს, ავსტრალიის გრანპრით გაიხსნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ახალ "რედ ბულს" 3 თებერვალს ვნახავთ

avtuko
პედრო კარგი პილოტია იმედია ფერარის ახალი ბოლიდის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა