"შალკემ" ბრაზილიელი კიევიდან ინათხოვრა
„შალკეს“ კიევის „დინამოს“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფაელის გადაბირება უნდოდა და 16 იანვარს ტრანსფერი შედგა:

უკრაინულმა გრანდმა 27 წლის რაფაელი გელზენკირხენულ კლუბს სეზონის ბოლომდე ათხოვა. ბრაზილიელს, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს („ჰერტაში“ ასპარეზობდა), „შალკეში“ უფრო დიდხანს დარჩენა შეუძლია - თუკი გელზენკირხენელებს თავს მოაწონებს, ზაფხულში მის კონტრაქტს სრულფასოვნად გამოისყიდიან. აღსანიშნავია, რომ რაფაელი „შალკეს“ ჩემპიონთა ლიგაში ვერ დაეხმარება, რადგან კიევის „დინამოს“ რიგებში ითამაშა, თუმცა ეს ფაქტორი გელზენკირხენელთა მენეჯერ ჰორსტ ჰელდტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„რაფაელი შეტევაში ჩვენს შესაძლებლობებს გაზრდის. ყველაზე კარგი ისაა, რომ ბრაზილიელი გერმანიაში 4 წელი თამაშობდა და ადაპტაცია არ გაუჭირდება,“ - ეს ჰელდტის სიტყვებია.

2008-დან 2012 წლამდე რაფაელმა პირველ ბუნდესლიგაში „ჰერტას“ მაისურით 110, ხოლო მეორეში 30 მატჩი ჩაატარა (ჯამში 33 გოლი და 30 პასი), რის შემდეგაც კიევის „დინამომ“ ის 8 მილიონ ევროდ შეიძინა. უკრაინულ კლუბში კი მას თავის დამკვიდრება გაუჭირდა (9 მატჩი, 1 გოლი, 2 პასი). აქვე გეტყვით, რომ რაფაელს კიეველებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. გელზენკირხენელები ამ ტრანსფერის განსახორციელებლად განსაკუთრებით მას მერე გააქტიურდნენ, რაც ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი დაუშავდათ (26 წლის გარემარბი ლაზარეთში ორ თვეს დაჰყოფს).

„ბუნდესლიგაში დაბრუნება და „შალკეში“ თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გელზენკირხენელი ფანები გავახარო,“ - უთხრა რაფაელმა „კიკერს“ 16 იანვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვნებათაღელვა გელზენკირხენში

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა