მაისაშვილი "მონპელიეში" სტაჟირების მსვლელობასა და მომავლის გეგმებზე საუბრობს
საქართველოს ჩემპიონატში ახლა შესვენებაა. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 15 იანვარს დაიხურა და გუნდები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან.

რამდენიმე მორაგბემ ქვეყანა დატოვა და კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა. საზღვარგარეთ გაემგზავრა, ოღონდ - სტაჟირებაზე, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერის, თბილისის "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლელოელთა თავკაცისთვის, რომელიც სხვადასხვა წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო და ამჟამად საქართველოს A ნაკრებს მოძღვრავს, ეს სტაჟირება პირველი არ არის.

მას გავლილი აქვს FIRA AER-ის კურსები ბრიუსელსა და პალმა დე მალიორკაში; ასევე, 2006 წელს გაიარა პირველი და მეორე დონის სამწვრთნელო სტაჟირება სამხრეთ აფრიკაში, ნატალის რეგიონის რაგბის კავშირში.

ამჟამად ლევან მაისაშვილი საფრანგეთში იმყოფება და ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიეში" გადის სტაჟირებას.

ცხადია, ამ ფაქტით დავინტერესდით, მით უფრო, რომ მონპელიელთა რიგებში ახლა ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი და ლიდერი მამუკა გორგოძე სწორედ მაისაშვილის აღზრდილია.

სტაჟირების მსვლელობასა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ლევან მაისაშვილს მონპელიეში დავუკავშირდით.

- ქართველი მწვრთნელების უცხოეთში სტაჟირება ჩვენს სინამდვილეში იშვიათობაა. რატომ აირჩიეთ ამჯერად მაინცდამაინც "მონპელიე"?

- ამ სტაჟირებას "მონპელიეში" დიდი ხანია, ვგეგმავდით. ცხადია, გასაგებია, რომ მისი ორგანიზება მამუკა გორგოძემ ითავა.

ეს გუნდი მარტო ამის გამო არ ამირჩევია. მას შემდეგ, რაც "მონპელიეში" მთავარ მწვრთნელად ფაბიენ გალტიე მივიდა, გუნდმა საგრძნობი პროგრესი განიცადა და მოკლე ხანში ერთი საშუალო დონის გუნდიდან პლეი ოფში გასვლისთვის, ანუ მედლებისთვის მებრძოლ გუნდად იქცა.

ის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. მან თავისი ამბიციები და კვალიფიკაცია ნათლად დაამტკიცა.

სწორედ ასეთი მაღალი დონის მწვრთნელთან მინდოდა გამევლო მოკლევადიანი სტაჟირება.

- გალტიეს თავისი საქმეც თავზესაყრელად ექნება. მასთან კომუნიკაციის პრობლემა ხომ არ არის?

- არა, ძალიან კარგად მიმიღო, რაც, ცხადია, მამუკა გორგოძის დამსახურებაა. ნებისმიერ კითხვაზე მზად არის, პასუხი გამცეს.

ორი დღეა, აქ ვარ და ყველასგან დიდ ყურადღებას ვგრძნობ. გალტიესთან ერთად, "მონპელიეს" შერკინების არგენტინელი მწვრთნელი მარიო ლედესმაც გავიცანი და მასთანაც ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა დამყარდა.

სტაჟირების პირველ დღეს ისე მოხდა, რომ "მონპელიეს" დაცვაში ჰქონდა ვარჯიში, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. რამდენიმე ხნის წინათ მაგ სტილში სამხრეთაფრიკელები თამაშობდნენ. მეტად საინტერესო ვარჯიში გამოდგა.

მოთამაშეები ძალიან აქტიურობდნენ, რადგან შაბათს "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში შინ "ტულონს" ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში გავლენ.

მომავალ მატჩს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან, რადგან წარმატების შემთხვევაში, "მონპელიე" თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ასეთი პრესტიჟული ევროპული ტურნირის მეოთხედფინალში.

- "მონპელიეში" მოთამაშე ქართველ მორაგბეებსაც ნახავდით. რას ამბობენ მათზე მწვრთნელები, კმაყოფილნი არიან?

- დიახ, ჩვენი ბიჭებიც ვნახე და მათზე მწვრთნელებსაც ველაპარაკე. ძალიან მიქეს პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი.

მას შემდეგ, რაც ჩვენთან მოვიდა, ერთ წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა; ნიჭიერი და, რაც მთავარია, შრომისმოყვარე მორაგბეაო.

მამუკა გორგოძეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ყველა თვალებში შესციცინებს, ნამდვილი ლიდერია და "ტულონთან" მატჩში კაპიტანი სწორედ მამუკა იქნება.

კიდევ ერთ პირველხაზელს, გიორგი ჟღენტს ტრავმა აქვს და დღესდღეობით მხოლოდ ძალოსნობის დარბაზში ვარჯიშობს. თამაშს დაახლოებით მარტიდან შეძლებს. როგორც უკვე ცნობილია, ჟღენტი სეზონის დასრულების შემდეგ "პერპინიანში" გადადის, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მონპელიეს" ესპუარებში თამაშობენ ბექა ლომიძე და გაგი ბაზაძე. ისინი ჯერ არ მინახავს. მათ ვარჯიშს დღეს საღამოს დავესწრები. მომავალ უქმეებზე თამაში აქვთ "ნარბონთან", თუმცა, სამწუხაროდ, იქ გამგზავრებას ვერ შევძლებ.

- როგორც უკვე ბრძანეთ, სტაჟირება მოკლევადიანია...

- დიახ, თბილისში 26 იანვარს გამოვემგზავრები. ჯერჯერობით სულ მონპელიეში მიწევს ყოფნა, თუმცა, თუ მოვახერხე, შეიძლება ტულონშიც ჩავიდე დავით ქუბრიაშვილთან. ეს გუნდიც ძალიან საინტერესოა. ტულონელებს არანაკლები მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი ჰყავთ. - ბერნარ ლაპორტი საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცია.

- "მონპელიეს" ამ დღეებში ცუდი ამბავი შეემთხვა: მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გუნდის შერკინების მწვრთნელი ერიკ ბეშუ დაიღუპა...

- ერიკ ბეშუ წელიწადზე მეტია, ავადმყოფობდა. მას სიმსივნე ჰქონდა. ყველა ძალიან დამწუხრებულია, განსაკუთრებით კი, ფაბიენ გალტიე. ბეშუ მისი მასწავლებელი ყოფილა.

- მოდით, საქართველოში გადმოვინაცვლოთ. ჩემპიონატის განახლებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. დაიწყო თუ არა "ლელომ" მზადება და რა ცვლილებებია გუნდში?

- "ლელომ" ვარჯიში ათიოდე დღის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ. ვარჯიშების პროგრამა დავტოვე და ჩემს არყოფნაში იმის მიხედვით იმუშავებენ. ცვლილებები ბევრი არ არის.

მოსკოვის "სპარტაკიდან" გოდერძი ჯოგლიძე დაგვიბრუნდა. სხვა სიახლე არაფერია, იგივე შემადგენლობით განვაგრძობთ ასპარეზობას, რომლითაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი მოვიგეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა