შეტევის საუკეთესო დუეტის ძიებაში მყოფმა დანიური "ორჰუსის" მთავარმა მწვრთნელმა სხირტლაძე და ვაწაძე დააწყვილა
დანიურმა "ორჰუსმა" სუპერლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო და 28 იანვარს "ვიბორგთან" პირველ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. გუნდთან ერთად ვარჯიშობს სამი ქართველი - დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე.

ამ უკანასკნელმა ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გამოტოვა, რადგან ოქტომბერში ხელი მოიტეხა და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა.

მართალია, სხირტლაძემ სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ, "რანდერსთან" გაიტანა გოლი, მაგრამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი დაბრუნების გამო დაწერეს, რომ შემოდგომაზე მშვენიერ ფორმაში იყო და "ორჰუსის" საკვანძო მოთამაშედ ყალიბდებოდა.

დანიური კლუბის 19 წლის ქართველ თავდამსხმელს დანიაში დავუკავშირდით და სეზონის დაწყებამდე მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

"დანიაში ზაფხულში ხანმოკლე მოსამზადებელი ეტაპია. ზამთარში ბევრად ხანგრძლივი, ორთვიანი შეკრება გვაქვს, რადგან სეზონი მარტში განახლდება.

თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისგან განსხვავებით, დანიაში შეკრების დროს ფეხბურთელებს ბაზაზე არ გვკეტავენ, სახლებიდან დავდივართ და კვირაში 5 დღე ორჯერ ვვარჯიშობთ.

ამ კუთხით ევროპელთა მიდგომა განსხვავებულია. 9 თებერვალს კი ათი დღით პორტუგალიაში მივემგზავრებით", - ამბობს სხირტლაძე.

2012 წელი სხირტლაძისათვის წარმატებული გამოდგა, "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემატურად იძახებდნენ და 2013 წელსაც დიდი იმედებით ელოდება:

"ახლა უკვე ჯანმრთელად ვარ და ჩვეულებრივად ვიტვირთები. დრო გამიცდა და ბევრი შრომა მომიწევს, დაკარგული ფორმა სწრაფად რომ აღვიდგინო.

ისე, მართლაც კარგ ფორმაში ვიყავი, რადგან დანიაში გატარებულმა ორმა სეზონმა ბევრი შემძინა, ფიზიკურად მოვღონიერდი, ბევრად უფრო ათლეტური გავხდი და ტაქტიკურადაც ბევრი რამ ვისწავლე.

საერთოდ, დანიაში კარგად გავაცნობიერე, რომ შრომის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია, მაგრამ ტრავმამ ხელი შემიშალა.

ახლა ჩემი მიზანია, კონდიციები აღვიდგინო, ზრდა გავაგრძელო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, რადგან "ორჰუსის" მიზანი ოთხეულში მოხვედრა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა".

სხირტლაძე ამბობს, რომ ორმხრივი თამაშების დროს "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელი პეტერ სორენსენი თავდასხმაში მათე ვაწაძესთან ხშირად აწყვილებს და შესაძლოა, ჩემპიონატში თავის გამოჩენის საშუალება სწორედ ქართულ დუეტს მისცეს:

"ჯერჯერობით მწვრთნელი შემტევების საუკეთესო დუეტის ძიებაშია. რადგან სეზონის განახლებამდე დიდი დროა, თითქმის ყველა ვარჯიშზე ახალ წყვილებს სინჯავს.

სხვათა შორის, რამდენჯერმე მე და მათე ერთად დაგვაყენა და საკმაოდ კარგად შევეწყვეთ. ცხადია, დანიელებმა ქართული არ იციან და ეს საკმაოდ დიდ უპირატესობას გვაძლევდა. ერთმანეთს ვკარნახობდით, როდის უნდა ეთამაშა ბურთზე მათეს და როდის მე.

იმედია, სეზონს ძირითად შემადგენლობაშიც ერთად ჩავატარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონერები: ქართველთა გოლები სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში

დავით სხირტლაძემ და დავით დევდარიანმა დანიის თასზე გაიტანეს

gaga
ტანდემს არა ის კიდე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა